ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად შეინიშნება რუსეთის ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვის  შემცირების ტენდენცია

2025 წელს სავარაუდოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის ნავსადგურებში ჯამური ტვირთბრუნვა შემცირდება, რაც სანქციების რეალურ ზემოქმედებაზე მიუთითებს.

ჩვენი პორტალის მკითხველისათვის საინტერესო იქნება, განგრძობითი სანქციების პირობებში რუსეთის ნავსადგურებში ტვირთბრუნვის მაჩვენებლებლებზე სანქციების ეფექტის ზეგავლენის შეფასება.

რუსეთის ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვა, თუ 2020 პანდემიის წელს არ მივიღებთ მხედველობაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში მუდმივად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა, ყველაზე მაღალ ნიშნულს 2024 წელს  – 886.3 მლნ ტონას მიაღწია (იხ. დიაგრამა).

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედვად 2022 წლიდან რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისა, ტვირთბრუნვა ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა.

რუსეთის საზღვაო სავაჭრო პორტების ასოციაციის  ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსეთის პორტების ჯამური ტვირთბრუნვა  2025 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9 % ით შემცირდა და 355.3 მილიონი ტონა შეადგინა.

2025 წელს ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის ნავსადგურებში ჯამური ტვირთბრუნვა შემცირდება, რაც სანქციების რეალურ ზემოქმედებაზე მიუთითებს.

სადღეისოდ რუსეთის სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ხუთ საზღვაო არეალს – აუზს აერთიანებს:

არქტიკის ზღვის არეალი,

ბალტიის ზღვის არეალი,

აზოვი – შავი ზღვის არეალი,

კასპიის ზღვის არეალი,

შორეული აღმოსავლეთის არეალი.

2025 წლის ხუთ თვეში – რუსეთის ნავსადგურებში მშრალი ტვირთის ჯამურმა ტვირთბრუნვამ – 170.6 მილიონი ტონა (-6.0 % წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედერება) შეადგინა, მათ შორის: ქვანახშირი – 78.3 მილიონი ტონა (+1.5%), კონტეინერიზებული ტვირთი – 23.1 მილიონი ტონა (-0.3%), მინერალური სასუქები – 19.8 მილიონი ტონა (+12.1%), მარცვლეული – 14.6 მილიონი ტონა (-54.2%), შავი ლითონები – 10.3 მილიონი ტონა (+24.5%), მადანი – 5.4 მილიონი ტონა (+41.3%), საბორნე ტვირთი – 3.4 მილიონი ტონა (+6.5%).

თხევადი ტვირთის ჯამურმა ტვირთბრუნვამ –  184.7 მილიონი ტონა (-3.9%) შეადგინა, მათ შორის ნედლი ნავთობი – 110.8 მილიონი ტონა (-3.9%), ნავთობპროდუქტები – 53.3 მილიონი ტონა (-5.1%), თხევადი აირი – 16.2 მილიონი ტონა (+0.9%), საკვები ტვირთი – 2.5 მილიონი ტონა (-12.0%).

ექსპორტზე ორიენტირებული ტვირთების მოცულობამ – 279.8 მილიონი ტონა (-5.3%) შეადგინა, საიმპორტო – 17.6 მილიონი ტონა (+3.9%), სატრანზიტო ტვირთმა – 30.2 მილიონი ტონა (+6.0%), ხოლო საკაბოტაჟო – რუსეთის ადგილობრივ ნავსადგურებს შორის  ტვირთმა – 27.7 მილიონი ტონა (-15.4%).

ფაქტიურად, რუსეთის ნავსადგურები, ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებულ ოპერაციებს ახორციელებ.

არქტიკული აუზის საზღვაო პორტების ტვირთბრუნვამ 36.4 მილიონი ტონა (-7.5%) შეადგინა, საიდანაც მშრალი ტვირთების ტვირთრუნვის მოცულობამ 9.1 მილიონი ტონა (-12.3%) შეადგინა, თხევადი ტვირთების – 27.3 მილიონი ტონა (-5.7%). მურმანსკის პორტის ტვირთბრუნვამ 21.0 მილიონი ტონა (-7.7%), საბეტას – 12.0 მილიონი ტონა (-4.3%), ვარანდეის – 1.6 მილიონი ტონა (-25.8%) და არხანგელსკის – 1.0 მილიონი ტონა (+3.7%) შეადგინა.

ბალტიის ზღვის არეალის პორტების ტვირთბრუნვამ 113.6 მილიონი ტონა (-3.0%) შეადგინა, საიდანაც მშრალი ტვირთის გადატვირთვის მოცულობამ 53.3 მილიონი ტონა (+1.9%) შეადგინა, თხევადი ტვირთის – 60.3 მილიონი ტონა (-6.9%). უსტლუგას პორტის ტვირთბრუნვამ 54.6 მილიონი ტონა (-4.1%), პრიმორსკის – 26.2 მილიონი ტონა (-5.8%), სანქტპეტერბურგის დიდი პორტის – 24.0 მილიონი ტონა (+4.8%), ვისოცკის – 4.6 მილიონი ტონა (-4.4%) შეადგინა.

არსანიშნავია, რომ მიუხედავათ სანქტპეტერბურგის პორტში 2025 წლის 5 თვეში, ტვირთბრუნვის ზრდისა, უშუალოდ პორტის ტვირთბრუნვის შესაძლებლობა 118 მლნ ტონას შეადგენს – რაც მის დაბალი დატვირთვით გამოყენებაზე მიუთითებს.

აზოვი-შავი ზღვის აუზის საზღვაო პორტების ტვირთბრუნვამ 104.5 მილიონი ტონა (-10.6%) შეადგინა, საიდანაც მშრალი ტვირთის გადატვირთვის მოცულობამ 43.0 მილიონი ტონა (-20.1%), თხევადი ტვირთის – 61.5 მილიონი ტონა (-1.7%). ნოვოროსიისკის პორტის ტვირთბრუნვამ 67.2 მილიონი ტონა (-6.1%), ტამანის – 11.7 მილიონი ტონა (+7.8%), ტუაფსეს – 8.9 მილიონი ტონა (+1.4%), კავკასიის – 4.6 მილიონი ტონა (-45.4%), დონის როსტოვის – 4.9 მილიონი ტონა (-25.6%) შეადგინა.

ნავთობზე ორიენტირებული ნოვოროსიისკის პორტი, ტვირთბრუნვის მაჩვენებლების მიხედვით რუსეთის ყველაზე მსხვილ პორტს წარმოადგენს – 2024 წელს ტვირთბრუნვამ სარეკორდო 164.8 მილონი ტონა შეადგინა.

ექსპერთა ვარაუდით, 2025 წელს პორტის მოცულობა შემცირდება, რაც  ძირითადად ნავთობზე სანქციების ფართომასშაბიან ამოქმედებას უკავშირდება.

კასპიის ზღვის აუზის პორტების ტვირთბრუნვამ 2.7 მილიონი ტონა (-35.4%) შეადგინა, საიდანაც მშრალი ტვირთის გადატვირთვის მოცულობამ 1.5 მილიონი ტონა (-51.4%) შეადგინა, თხევადი ტვირთი – 1.2 მილიონი ტონა (+7.4%). ასტრახანის პორტის ტვირთბრუნვის მოცულობა შემცირდა და 1.3 მილიონი ტონა (-40.4%) შეადგინა, მახაჩკალის პორტმაც შეამცირა ტვირთბრუნვა 1.2 მილიონ ტონამდე (-9.5%).

შორეული აღმოსავლეთის აუზის საზღვაო პორტების ტვირთბრუნვამ შეადგინა 98.0 მილიონი ტონა (+2.0%), საიდანაც მშრალი ტვირთის გადატვირთვის მოცულობამ შეადგინა 63.7 მილიონი ტონა (+3.7%), თხევადი ტვირთი – 34.3 მილიონი ტონა (-1.1%). ვოსტოჩნის პორტის ტვირთბრუნვამ შეადგინა 34.2 მილიონი ტონა (-7.0%), ვლადივოსტოკის – 16.3 მილიონი ტონა (+5.1%), ვანინოს – 14.3 მილიონი ტონა (+22.6%), ნახოდკას – 11.9 მილიონი ტონა (-1.6%), პრიგოროდნოეს – 6.2 მილიონი ტონა (+2.6%).

დასკვნის სახით – წარმოდგენილი ხუთი საზღვაო არეალიდან ოთხში ტვირთბრუნვის შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა, მხოლოდ ერთში – შორეული აღმოსავლეთის საზღვაო არეალში უმნიშვნელო ზრდა შეინიშნება.

2025 წელს  ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის ნავსადგურებში ჯამური ტვირთბრუნვა შემცირდება, რაც სანქციების რეალურ ზემოქმედებაზე მიუთითებს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საქართველო – სომხეთს შორის სატრანსპორტო ნაკადები შუა დერეფნის კავშირებადობის განვითარების კონტექსტში

Next Post

ევროკავშირის ქვეყნები გადამზიდველებისათვის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების და  დამატებითი საჯარიმო სანქციების ამოქმედებას აანონსებენ

Related Posts

დაკონსერვებული შემოვლითი რკინიგზის ავტომაგისტრალით ჩანაცვლება პერსპექტივაში თბილისში სატრანსპორტო კოლაფს გაამწვავებს

მოსალოდნელი მზარდი ტვირთნაკადის პირობებში,  დაკონსერვებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუქმება და მისი საავტომობილო მაგისტრალით ჩანაცვლება, პერსპექტივაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში…
მეტის ნახვა

რუსეთის ნავსადგურებისთვის დაწესებული სანქციები შეაჩერებს ნავთობის „ჩრდილოვან“ გადაზიდვებს?

ახლახანს ევროკავშირმა მე 16 პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესა რუსეთის ხუთ საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს, მათ შორის რუსეთის ყველაზე მსხვილ…
მეტის ნახვა

ქვეყანაში სატვირთო ტრანსპორტის უსაფრთხო პარკირების ადგილების დეფიციტი შეინიშნება

საქართველოს საავტომობილო გზაზე, სადაც მრავალი  ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი გადაადგილდება, ხშირად წააწყდებით, გვერდულაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანების რიგს. ასეთი…
მეტის ნახვა