გაეროს მონაცემებით, საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებს

გაეროს მიერ შემუშავებული Liner Shipping Connectivity Index – საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი საზღვაო სფეროში მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს, რომელიც გლობალურ საზღვაო გადაზიდვების ქსელებში ამა თუ იმ ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის მსოფლიო ნავსადგურებთან ინტეგრირების პოზიციონირებაზე მიუთითებს.

საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი იმ ქვეკრიტერიუმების ერთობლიობას მოიცავს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ნავსადგურების მიერ საკონტეინერო გემებით მსოფლიოს სხვა ნავსადგურებთან კავშირებადობის ინტენსივობას, ხაზების რეგულარობას, ასევე გემების ტევადობას.

Liner Shipping Connectivity Index-ის კომპონენტების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო 179 სახელმწიფოს შორის, 2025 წლის  სექტემბრის განახლებული მდგომარეობით 114-ე პოზიციაზეა.

წყარო: https://unctadstat.unctad.org/datacentre/dataviewer/US.LSCI

საქართველოსთვის, რომელიც შუა დერეფნის საკვანძო ადგილასაა განლაგებული, მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან კავშირებადობის (ინტენსივობის) გაზრდა.

საქართველოს, რომელსაც გააჩნია საზღვაო ქვეყნისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი, მათ შორის: საზღვაო დროშა, სახელმწიფო საზღვაო მარეგულირებელი ორგანო, დანერგილია დროშის სახელმწიფო კონტროლი, გააჩნია ნავსადგურები, სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ჰიდროგრაფიული სამსახური, მეზღვაურების მომზადების სასწავლო ცენტრები, სახელმწიფო წარმოადგენს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარეს, მეზღვაურთა დასაქმების კუთხით კი გაფორმებული აქვს 70-ზე მეტ სახელმწიფოსთან მემორანდუმი.

მსოფლიოში კავშირებადობის ინდექსის მიხედვით 114-ე საფეხურზე პოზიციონირება ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებელ შედეგად და ვერ ასახავს საზღვაო ამბიციების ქვეყნის შესაძლებლობებს.

დამატებით იბადება კითხვა – ახლო მომავალში ხომ არ წარმოჩინდება საქართველოს სანავსადგურე ინფრასტრუქტურის კავშირებადობის მაჩვენებელი შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის შემზღუდავ ფაქტორად?

შავი ზღვის აუზის და რეგიონის სხვა ქვეყნებში  განახლებული მონაცემებით  შემდეგ ადგილებზე იმყოფებიან:


თურქეთი – 17-ე, რუსეთი – 32-ე, ლიტვა – 60-ე, ირანი – 85-ე, რუმინეთი – 89-ე, ლატვია – 93-ე, საქართველო – 114-ე, ბულგარეთი – 124-ე, უკრაინა – 144-ე (ომამდე 61-ე).

Liner Shipping Connectivity Index – LSCI ინდექსის მიხედვით ლიდერობს ჩინეთი, მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა, მესამეზე – სინგაპური, მეოთხეზე შეერთებული შტატები, მეხუთეზე – მალაიზია.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

თურქეთი და ყაზახეთი საავტომობილო სატრანზიტო ნებართვების გაუქმებაზე და თურქეთის ნავსადგურებში ყაზახი გადამზიდველების თავისუფალ წვდომაზე შეთანხმდნენ

Next Post

ყაზახეთი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობას ავითარებს, ევროპაში სარკინიგზო თვლების მიწოდებას შუა დერეფნით გეგმავს

Related Posts

ყაზახეთი კურიკის ნავსადგურში ფსკერის დაღრმავებას -დამატებითი ტვირთების გატარებისა და ადგილობრივი გემთსაშენი სიმძლავრეების განვითარებისთვის გამოიყენებს

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ქვეყანას პირველ ეტაპზე 10 ახალი გემის, მათ შორის სამი ტანკერის, სამი მშრალი ტვირთმზიდისა…
მეტის ნახვა

საერთაშორისო სანაოსნო კომპანიებისათვის ქართული საზღვაო დროშა ნაკლებად მიმზიდველია

საქართველო თავის იურისდიქციაში, შეუზღუდავი რაოდენობის კომპანიების დარეგისტრირების რესურსს ფლობს. მაგრამ საერთაშორისო გემთმფლობელები და სანაოსნო კომპანიები, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად…
მეტის ნახვა

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად შეინიშნება რუსეთის ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვის  შემცირების ტენდენცია

2025 წელს სავარაუდოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის ნავსადგურებში ჯამური ტვირთბრუნვა შემცირდება, რაც სანქციების რეალურ ზემოქმედებაზე მიუთითებს.…
მეტის ნახვა