კასპიის ზღვაზე გაზრდილი ტევადობის კონტეინერმზიდების დამატებით  ყაზახეთი შუა დერეფნის ინფრასტრუქტურას ავითარებს

ყაზახეთი – კასპიის ზღვაზე  კურიკის და აქტაუს ნავსადგურებში საკონტეინერო სიმძლავრეების გაზრდის და  ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების პარალელურად, ახალ   მაღალი ტევადობის კონტეინერმზიდ გემებს ამატებს. ამ ნაბიჯით ყაზახეთი კასპიის ზღვაზე, „ვიწრო“ ადგილების აღმოფხვრის ღონისძიებებს ახორციელებს.

ყაზახური KazMunaiGas ი კასპიის ზღვაზე კავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით  ორ გაზრდილი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემს დაამატებს.

2024 წელს კასპიის ზღვაზე საკონტეინერო გადაზიდვების ინტენსიური ზრდის საფუძველზე, ყაზახეთსა და არაბეთის გაერთიანებულ ემერატებს შორის  2025 წლის მაისის  მოლაპარაკებებზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება – საკონტეინერო გემების დამატების შესახებ.

არაბეთის გაერთიანებული ემირატების AD Ports Group მა მიიღო საინვესტიციო გადაწყვეტილება  KazMunaiGas დაკვეთით ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის აშენების შესახებ.

2024 წელს, შუა დერეფნით  56.5 ათასი TEU იქნა გადაზიდული, 2017 წელთან შედარებით 6.3 ჯერ გაიზარდა კასპიის ზღვაზე ყაზახეთის  ნავსადგურების გამოყენებით შუა დერეფნით  საკონტეინერო გადაზიდვები (იხ დიაგრამა).

აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო გემების დიზაინი, შემუშავადა იმ გათვლით, რომ  780 ერთულ TEU მდე გაზრდილიყო გემზე კონტეინერების ტევადობა, რაც კასპიის ზღვის არსებული მახასიათებლების გათვალისიწნებით მაქსიმალურს წარმოადგენს.

კასპიის ზღვაზე საკონტეინერო გემების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია უშუალოდ გემებზე   კონტეინერების ტევადობის (რაოდენობის) გაზრდა.

საკონტეინერო ნაკადის ზრდის პირობებში, კასპიის ზღვაზე, საკონტეინერო გემების შეზღუდული რაოდენობა და მათი ტვირთამწეობა შუა დერეფნის ძირითად  “ვიწრო” ადგილს წარმოადგენს.

მიუხედვად იმისა, რომ ყაზახეთი კასპიის ზღვაზე,  ყოველწლიურად ამატებს საკონტეინერო გემებს, ცნობისათვის, სადღეისოდ ყაზახეთის ნაციონალური საზღვაო გადამზიდავი კომპანია „კაზმორტრანსფლოტი“ სამ საკონტეინერო, და ერთ   კომბინირებულ (მშრალტვირთმზიდი /კონტეინერმზიდი) გემს უწევს ექსპლუატაციას. ოთხი კონტეინერმზიდისგან შემდგარი ფლოტი, გაზრდილი ტვირთების ასათვისებლად, სადღეისოდ საკმარისი არ არის.

რასაც ემატება, კასპიის ზღვაზე კონტეინერმზიდი გემების 20 % ით ნაკლები ტევადებობით გამოყენება, ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ კასპიის ზღვის დონის შემცირების შედეგად, ყაზახეთის ნავსადგურებში ნავმისადგომებთან მისასვლელი არხის  არსებული სიღრმე 7- 8 მეტრის ნაცვლად 5 მ დეა დასული, რაც ვერ უზრუნველყოფს ნებისმიერი გემის, მათ შორის საკონტეინერო გემის სრულ დატვირთვას.

შედეგად არსებული საკონტეინერო გემების ტვირთამწეობა,  რომელიც 350 ერთეულ TEU შეადგენს, რეალურად 280 ერთეული TEU თი იტვირთება.

ყაზახეთის ხელისუფლება ნათლად ხედვას, პრობლემის აქტუალურობას და 2024 წელს კურიკის ნავსადგურში მოკლე ვადაში  ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები განახორციელა.

2025 წლისთვის ანალოგიური ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელება აქტაუს ნავსადგურშიცაა ნავარაუდევი.

პრაქტიკულად, ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების და გაზრდილი ტევადობის საკონტეინერო გემების დამატებით, ყაზახეთი ეტაპობრივად ახორციელებს კასპიის ზღვაზე, „ვიწრო“ ადგილების აღმოფხვრას.

ინვესტორი AD Ports Group ი მსოფლიოს  ერთ – ერთ უმსხვილეს საზღვაო – ლოგისტიკურ კომპანიას  წარმოადგენს, რომელიც თავის საქმიანობას – ნავსადგურების ინფრასტრუქტურის მართვის, საზღვაო ტრანსპორტის ლოჯისტიკის, IT ტექნოლოგიების განვითარების და ეკონომიკური ზონების ორგანიზების – მიმართულებებით ახორციელებს.

კომპანია ოპერირებს 40 ქვეყანაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და მის ფარგლებს გარეთ 30 მდე ნავსადგურს მართავს.

ფაქტიურად AD Ports Group ი სადღეისოდ მართავს  რამდენიმე კლასტერს, რომლებიც მოიცავენ ნავსადგურებს, ინდუსტრიულ ქალაქებსა და თავისუფალ ზონებს.

AD Ports Group ი შუა დერეფნის გასწვრივ, რიგ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რაშიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს.

AD Ports Group ი მჭიდროთ თანამშრომლობს ყაზახეთის კურიკის და აქტაუს ნავსადგურებთან.

ერთ – ერთი ასეთი საინვესტიციო პროექტი კურიკის ნავსადგურის გაფართოებაა – სადღეისოდ კურიკის ნავსადგურში გრძელდება მრავალფუნქციური ტერმინალის „სარჟას“ მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 2027 წელს ნავსადგურის გამტარუნარიანობა 10 მლნ ტონას  მიაღწევს.

კურიკის გაფართოების პროექტი – AD Ports Group ის ფინანსებით მიმდინარეობას და ჯამური ინვესტიცია 200 მლნ დოლარს შეადგენს.

AD Ports Group ი კომპანია Inveco ს ერთობლივად 300 ათას TEU ზე გათვლილ თბილისის მშრალი ნავსადგურის პროექტს ავითარებს.  

გარდა ამისა, ნაციონალურ საზღვაო გადამზიდავ კომპანია „კაზმორტრანსფლოტსა“   და AD Ports Group ს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა კასპიის და ღია ზღვებზე  სატანკერო და სავაჭრო ფლოტების განვითარება.

დასკვნის სახით – ყაზახეთის მიერ ახალი გაზრდილი ტევადობის საკონტეინერო გემების დამატება, კასპიის ზღვაზე  „ვიწრო“ ადგილის აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ტრანსავღანური მარშრუტი – რუსეთის მიერ  შუა დერეფნისთვის დაგებული ხაფანგი (ნაწილი მეორე)

Next Post

ჩინეთიდან რუსეთის გავლით გაზრდილი საკონტეინერო ნაკადის გასატარებლად პოლონეთი მალაშევიჩის სასაზღვრო სარკინიგზო  კვანძს აფართოებს

Related Posts

რა სავარაუდო მოცულობის ტვირთნაკადი უნდა გადაიზიდოს, რომ აფხაზეთის რკინიგზამ დამოუკიდებლად – მომგებიანად იფუნქციონიროს?

იზრდება თუ არა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობები? რამდენად, ეკონომიკურად მომგებიანია აღნიშნული გადაზიდვების მოცულობები აფხაზეთის რკინიგზისათვის?…
მეტის ნახვა

ჩინეთის სარკინიგზო ტერმინალების მნიშვნელობა ტვირთნაკადების ფორმირებაში   

  ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში საგრძნობლად მომრავლდა  ჩინეთიდან შუა დერეფნით ქართული სატრანსპორტო – ლიგისტიკური  კომპანიების გადაზიდვების რეკლამები, რაც…
მეტის ნახვა

ტრანზიტის საფასური საქართველოში ევროზონის და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია

იყენებს თუ არა საქართველო სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტით გატარებისას საფასურის აღების სამართლიან პრინციპს? რამდენად თანაზომადია საქართველოში მოქმედი  საფასური ევროზონაში…
მეტის ნახვა