კასპიის ზღვის საზღვაო ფლოტი – შუა დერეფნის „ვიწრო ადგილს“ წარმოადგენს

2024 წლის მდგომარეობით, კაზახეთის სავაჭრო ფლოტი აერთიანებს 17 გემს, რომელშიც შედის 10 ტანკეტი, 4 მშრალმზიდი და 3 კონტეინერმზიდი.

ყაზახეთის სატანკერო ფლოტიდან ორი გემი, გადმომისამართებული ჰყავს შავ ზღვაზე, რომელსაც სახელმწიფო კომპანია „კაზმორტრანსფლოტი“ მართავს.

ორივე ტანკერი Aframax ის ტიპის – 115 ათ. ტონა ტვირთამწეობისაა. რომლებიც, ყაზახეთის ექსპორტიორების ნავთობს, ნოვოროსიისკის ნავსადგურის ტერმინალიდან რუმინეთში კონსტანცის ნავსადგრამდე ეზიდებიან, სადაც განლაგებულია, «КазМунайГаз» ის კუთვნილი რომპეტროლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

2023 წელს – აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის მოლაპარაკების საფუძველზე, ჯეიხანიდან, რუმინეთის ნავსადგურ კონსანცაში, პირველად განხორციელდა ყაზახური ნავთობის, მისივე კუთვნილი ფლოტით – 80 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება – ფაქტიურად საფუძველი ჩაეყარა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებას ნოვოროსისკის ნავსადგურის გვერდის ავლით.

„კაზმორტრანსფლოტი“ საკუთარი საზღვაო ფლოტით გადაზიდვების 90 % ს ახორციელებს – შავ და ხმელთაშუა ზღვებზე, მხოლოდ დარჩენილი ფლოტი ემსახურება კასპიის ზღვაზე გადაზიდვების, უმნიშვნელო 10 % ს. რითაც დასტურდება, რომ ყაზახეთი უპირატესობას შავ და ხმელთაშუა ზღვებზე გადაზიდვებს ანიჭებს.

რუსეთ – უკრანის დაპირისპირებამ, ყაზახეთი აიძულა, ნავთობნაკადი გადმოერთო რუსეთის ნაცვლად შუა დერეფნისკენ, სადაც წააწყდა გადაულახავ პრობლემებს, რაც, პირველ რიგში, საზღვაო ფლოტის უკმარისობაში გამოიხატებოდა.

ყაზახეთმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, გააფართოოს ქვეყნის საზღვაო შესაძლებლობები, რაც ითვალისწინებს კასპიის ზღვაზე შვიდი ახალი გემის ჩაშვებას. მათში გაერთიანებული იქნება სამი ტანკერი, ორი ბორანი და ორი კონტეინერმზიდი.

ამ სტრატეგიული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, 2023 წელს ყაზახეთმა კასპიის ზღვაზე ნავთობის გადაზიდვების მოცულობების გასაზრდელად შეიძინა Caspimax ის „ზღვა – მდინარის“ ტიპის ორი ერთეული 8 ათ. ტონის ტვირთამწეობის ნ ა ვ თ ო ბ მ ზ ი დ ი.

გარანტირებული ტვირთნაკადის პირობებში, აქტაუს / კურიკის – ბაქოს მონაკვეთზე ნავთობის მზარდი მოცულობების გადმოსაზიდათ, საწყის ეტაპზე დაგეგმილია, დამატებით Caspimax ის ტიპის 3 ტანკერების აშენება, რაც მოითხოვს მინიმუმ – 3 წელიწადს, რომლის გარეშეც, მოკლე ვადაში, ნავთობის მოცულობების გაზრდა რთულად წარმოსადგენია.

კასპიის ზღვაზე ს ა კ ო ნ ტ ე ი ნ ე რ ო ნაკადის გაზრდის მიზნით, ყაზახურმა მხარემ 2022 წელს ერთი გემი გადააკეთა კონტეინერმზიდად და რიგში კიდევ ორი გემის გადაკეთებაა დაგეგმილი, ყაზახური მხარე ვარაუდობს 60 000 TEU მდე გაზარდოს საკონტეინერო გადაზიდვები, რასაც ეტაპობრივად ახორციელებს. 2021 წელი – 2021 წელი – 21 000 TEU, 2022 – წელი 33 600 TEU, 2023 წელი – 20 500 TEU, 2024 წელი – 56 500 TEU.

სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ყაზახეთი გეგმავს კასპიის ზღვაზე ს ა ბ ო რ ნ ე გადაზიდვების განვითარებას, ბორნები ყაზახეთს, აზერბაიჯანისგან დროებით აქვს არენდირებული. ყაზახეთის მთავრობის გეგმის მიხედვით ორი დამატებითი ბორანი, გემთსაშენში 2026 წელს იქნება მზად.

საბორნე ფლოტის განვითარება, როგორც ყაზახური „კაზმორტრანსფლოტი“ აცხადებს, დამოკიდებული იქნება ტვირთების გარანტირებულ მოცულობებზე. ერთი ბორნის სავარაუდო ღირებულება 37 – 40 მლნ დოლარს შეადგენს. სადღეისოდ კასპიის ზღვაზე ექსპლუატაციაში 19 ბორანია, 16 აზერბაიჯანის საკუთრებაა, 2 – თურქმენეთის, ერთი რუსეთის. ამიტომ ყაზახეთი ცდილობს, კასპიის ზღვაზე, საკუთარი საბორნე ფლოტის ჩაშვებას.

2024 წელს KazMunayGas მა და Abu Dhabi Ports Group მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, ყაზახეთში თანამედროვე, გემთმშენებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ.

დ ა ს კ ვ ნ ი ს ს ა ხ ი თ უნდა აღინიშნოს, რომ საგულისხმოა, რომ ყაზახური მხარის მიერ დაანონსებული პროექტები საშუალებას გვაძლევს, 2030 წლისათვის საქართველოს ნავსადგურებში, სინქრონულად განვავითაროთ ადექვატური ინფრასტრუქტურა.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ პერიოდულად გააშუქებს ყაზახეთის, როგორც დერეფნის ტვირნაკადის მაფორმირებელ ქვეყანაში, სატრანსპორტო პროექტების მიმდინარეობას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post
როგორია ადგილობრივი ნავთობის მოპოვების პერსპექტივები?

როგორია ადგილობრივი ნავთობის მოპოვების პერსპექტივები?

Next Post

ყაზახეთის ნავსადგურების აკვატორიის ფსეკრდაღრმავება – გამტარუნარიანობას  30 % მდე გაზრდის

Related Posts
მიმდინარე წლის აპრილში სამარყანდში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის 12 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტი დააანონსა. თანხის ინვესტირება…
მეტის ნახვა

ფოთის ნავსადგურმა სახელმწიფოს მხრიდან გაფართოების პროექტის „დამუხრუჭების“ მიუხედავად – კონტეინერების რეკორდული ბრუნვა დააფიქსირა

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 2025 წელს კონტეინერების ბრუნვის ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, რითიც კიდევ ერთხელ, შავი ზღვის რეგიონში, მიმზიდველი საკონტეინერო…
მეტის ნახვა

სომხეთის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“  სატრანსპორტო კვანძის გახსნას ელოდება    

2020 წლის ნოემბერში აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რეგიონში წინა პლანზე  სატრანსპორტო არტერიების განბლოკვის შესაძლებლობა დააყენა.…
მეტის ნახვა