ლოგისტიკური ცენტრების განთავსების ლოკაციები და განვითარების პერსპექტივები

გააჩნია თუ არა ქვეყანას ლოგისტიკური ცენტრების განთავსების ლოკაციების სქემები და შემუშავებულია თუ არა მათი განვითარების საინვესტიციო შესაძლებლობები ?

ქვეყნის სახელმწიფო დოკუმენტში, “ტრანსპორტის და ლოგისტიკის 2030 წლის სტრატეგიაში”, ცალსახად აღნიშნულია ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მნიშვნელობაზე, მაგრამ კონკრეტულად თუ სად, რა ვადებში, რა საინვესტიციო მოცულობით,უნდა მოეწყოს ასეთი ობიექტები ამაზე, აღნიშნულ დოკუმენტში არანაირი ხედვა არ არსებობს. რაც უდაოდ, ამ სფეროში, სახელმწიფო ხედვის ნაკლს წარმოადგენს.

ორგანიზაცია “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” გთავაზობს, ქვეყნის მასშტაბით ლოგისტიკური ცენტრების განთავსების კონცეპტუალურ სქემას.

სად უნდა განთავსდეს საქართველოში მსხვილი სატრანსპორო – ლოგისტიკური ცენტრები?

პირველ რიგში: სატრანზიტო ტვირთების შემკრებ – გამანაწილებელ, სასაზღვრო, აღმოსავლეთ – დასავლეთის და ჩრდილოეთ – სამხრეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის კვეთის ლოკაციებში.

თბილისისთვის ყველაზე მიმზიდველ ლოკაციად კუმისის ტბის მიდამოები განიხილება, სადაც აეროპორტთან, ქალაქის შემოვლით გზასთან, ასევე აღმოსავლეთით, აზერბაიჯან – სომხეთის სასაზღვრო პუნქებთან ყველაზე მოხერხებულია კავშირებადობა.

თბილისის სიახლოვეს მიმზიდველი იქნება საკონტეინერო მშრალი ნავსადგურის მშენებლობა, რომელიც 2025 წლისათვის დაგეგმილია ექსპლუატაციაში გაშვება.

ასევე მიმზიდველია – მცხეთასთან მდებარე წეროვანის არეალი, სადაც ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს გააჩნია საკუთარი ქარხნები თუ სასაწყობო მეურნეობა. წეროვანი წარმოადგენს აღმოსავლეთ – დასავლეთის და ჩრდილოეთ – სამხრეთის საავტომობილო გზების შემკრებ გზაჯვარედინს, რომელიც დამატებით მიმმზიდველობას ანიჭებს.

ქუთაისი – ინდუსტრიული პერსპექტივით და მასთან არსებული საერთაშორისო აეროპორტით ქმნის იდეალურ წინაპირობას სატრანზიტო ტვირთების შემკრებ – გამანაწილებელი ტერმინალის მოსაწყობად.

ფოთის თიზი – ფოთის ნავსადგურთან ახალი სარკინიგზო გამჭოლი ლიანდაგის დამატებით, მოხერხებულს და მიმზიდველს გახდის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პოტენციალის განვითარებას.

თურქეთ – საქართველოს დამაკავშირებელი ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის კვანძი. გაშლილი, პრაქტიკულად აუთვისებელი ტერიტორია დამატებით მიმზიდველობას ანიჭებს ახალქალაქის, როგორ ტვირთების შემკრებ გამანაწილებლ კვანძად იქნეს გამოყენებული.

თავდაპირველად აქცენტი გადატანილი უნდა იქნეს – თბილისის სიახლოვეს კუმისში და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს პრეროგატივას წარმოადგინოს ლოგისტიკური ცენტრებისათვის, კონკრეტული ადგილმდებარეობის, მათში საინვესტიციო მოცულობის და წარმადობის განსაზღვრა. კერძო ბიზნესმა, კი უნდა უზრუნველყოს ფინანსური სახსრების აკუმლირება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – რკინიგზა

Next Post

ბათუმი – სამგზავრო და საკრუიზო ნავსადგურის პერსპექტივა

Related Posts

ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი ამოქმედება კასპიის ზღვაზე ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უკავშირდება

2022 წლის რუსეთ –  უკრაინის  სამხედრო დაპირისპირების შედეგად, აზერბაიჯანმა ნავთობის ძირითადი მოცულობა ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის მილსადენში…
მეტის ნახვა

ქვეყნის  ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას მსხვილი ინვესტიციების დეფიციტი  აბრკოლებს  

მსოფლიო ბანკის 2023 წლის კვლევის თანახმად, ლოგისტიკის ინდექსში გაერთანებული, ყველაზე მნიშვნელოვანი  ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი  ქვეკომპონენტის მიხედვით, საქართველოს  138 სახელმწიფოს…
მეტის ნახვა

როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – სანქციების ამოქმედების შედეგად სატრანზიტო ტვირთნაკადების გადმორთვის ეფექტი განულებულია

სანქიების დაწესების შედეგად, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოზე გამავალი დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების მყისეული – 40 % იანი…
მეტის ნახვა