რა სავარაუდო მოცულობის ტვირთნაკადი უნდა გადაიზიდოს, რომ აფხაზეთის რკინიგზამ დამოუკიდებლად – მომგებიანად იფუნქციონიროს?

იზრდება თუ არა რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობები?

რამდენად, ეკონომიკურად მომგებიანია აღნიშნული გადაზიდვების მოცულობები აფხაზეთის რკინიგზისათვის?

რა სავარაუდო მოცულობის ტვირთნაკადი უნდა გადაიზიდოს, რომ აფხაზეთის რკინიგზამ დამოუკიდებლად – მომგებიანად იფუნქციონიროს?

აუცილებელია სამივე შეკითხვას გაეცეს პასუხი.

რუსეთს – აფხაზეთის სარკინიგზო საზღვარზე, ტვირთების მოძრაობას ცვალებადი ტენდენცია გააჩნია. (იხ.დიაგრამა)

ფაქტიურად, რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად, რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულები ტვირთების მოცულობებმა “პიკს” 2022 წელს მიაღწია და შეადგინა – 799 ათ. ტონა. რუსეთი, სანქცირებული ტვირთებისატთვის, აქტიურად ეძებს ალტერნატიულ მიმართულებებს. რისი დასტურიცაა ოცამჩირის მიმართულებით საკონტეინერო მიმოსვლის ორგანიზება. სადაც აქტიურად აშენებს საკონტეინერო ტერმინალს.

აფხაზეთს ფინანსური სახრების სიმწირის გამო არ შეუძლია, ოჩამჩირებდე ლიანდაგის კაპიტალური შეკეთება, ამიტომ ასეთუ ისე აღდგენილ ლიანდაგზე მატარებლები შეზღუდული სიჩქარით მოძრაობენ.

აფხაზეთის რკინიგზამ ფინანსური წონასწორობის (მომგებიანობის) ზღვარზე იფუნქციონირებისათვის, წელიწადში მინიმუმ 3.5 -4.0 მლნ ტონის ტვირთნაკადის გენერირება უნდა უზრუნველყოს.

აფხაზეთის ყოველწლიური საკუთარი საჭიროება ტვირთებზე 1.0 მლნ ტონაა, რაც ძირითადად რუსეთიდან შესული საწვავით და სამშენებლო მასალებით ფორმირდება.

ოჩამჩირის ნავსადგურის სრული სიმძლავრით ამოქმედების პირობებში (აფხაზეთი თურქეთის მიმართულებით ახორციელებს ქვანახშირის საზღვაო გადაზიდვებს), დაახლოებით 1.0 მლნ ტონა ქვანახშირის გადაზიდვაა შესაძლებელი ტყვარჩელი – ოჩამჩირის სარკინიგზო განშტოებით, რაც ჯამში – 2.0 მლნ ტონაა.

ბუნებრივია ისმის კითხვა, საიდან უნდა მოვიდეს „დანარჩენი“ – 2.0 მლნ ტონა ტვირთი, იმისათვის, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთმა, ასე თუ ისე წონასწორულ ფინანსურ მდომარეობაში იფუნქციონიროს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს გავლით “გამჭოლი” სატრანზიტო გადაზიდვების განხორცილება, მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების პირობებში შესაძლოა აღდგეს, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს – საქართველოს ტერიტორიაზე ინგირამდე სარკინიგზო ინრასტრუქტურის 90 კმ აღდგენას, (იხ. ინგირის ხიდის მდგომარეობა) ამ ეტაპზე რუსეთისათვის ოჩამჩირის გავლით ახალი დერეფნის გაჭრა სასიცოცხლოდ აუცილებელ ამოცანას წარმოადგენს.

აფხაზეთისათვის აუცილებელია, რუსეთიდან დამატებითი სატრანზიტო ტვირთების მიღება, რისი განხორცილებაც დაწყებულია, 2022 წელს 2021 თან შედარებით თითქმის ორჯერ გაზარდა გადაზიდვები.

2023 წელს მოხდა ჩინეთიდან წამოსული საკონტეინერო მატარებლის მიღება.

2023 წლის მარტში. ჩინეთიდან წამოსული საკონტეინერო მატარებელი პირველად შევიდა სოხუმში, მოგვიანებით ოჩამჩირის ნავსადგურიდან განხორციელდა კონტეინერების გადატვირთვა, რითაც დასტურდება, რომ რუსეთმა დაუბრკოლებლივ შეძლო აფხაზეთისკენ სატრანზიტო დერეფნის გაჭრა.

ისმის კითხვა, რამდენად შესაძლებელია რუსეთის მიერ გაჭრილი დერეფანი აღმოჩნდეს სიცოცხლისუნარიანი?

ბუნებრივია, ეს საკითხი მოითხოვს დამატებით, კვლევას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში „გადამზიდავ – ექსპედიტორების“ ე.წ შუამავლების – საქმიანობის გამჭირვალეობა

Next Post

რკინიგზაზე კერძო სამგზავრო ოპერატორების შემოყვანა – დარგის კრიზისიდან გამოყვანის წინაპირობაა

Related Posts

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე ხორგოსის ტერმინალი შუა დერეფნის მძლავრ სატრანსპორტო კვანძად ყალიბდება

შუა დერეფნის ტვირთბრუნვაზე დადებითად აისახა ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე განლაგებული ხორგოსის ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაფართოება, რომლის ტვირთბრუნვა ბოლო 10…
მეტის ნახვა

რუსეთის არეალის ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების დინამიკა

საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობის დონის განსაზღვრის მიზნით, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების ინფრასტრუქტურის, კერძოდ, კონკურენტ ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების…
მეტის ნახვა

ყულევის ტერმინალი ინფრასტრუქტურის გაფართოების პარალელურად ახალი ტვირთების მოზიდვას გეგმავს

SOCAR Kulevi Terminal ი რომელიც აზერბაიჯანის SOCAR ის საკუთრებაა, ინფრასტრუქტურის გაფართოების პარალელურად ტვირთების ნომეკლატურის გაზრდას გეგმავს. უახლოესი პერიოდისთვის,…
მეტის ნახვა