როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – რკინიგზა

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი ჯერ დასრულებული არ არის, გვაქვს შესაძლებლობა შევაჯომოთ, სატრანსპორტო დერეფნის ძირითადი რგოლის – რკინიგზის ფუნქციონირების რიგი ასპექტები.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმად შერჩეულია საომარი მოქმედებების შემდგომ პერიოდში, საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობების გაანალიზება.

კერძოდ, იზრდება თუ არა საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები. აქცენტი გადატანილია ძირითადად სატრანზიტო ტვირთებზე. ამ შეფასების საფუძველზე განვსაზღვრავთ, თუ როგორ ვიყენებთ ქვეყნის ერთ – ერთი ძირითადი პრიორიტეტის – სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას.

შეფასებისათვის შერჩეული იქნა ე ქ ვ ს ი კომპონენტი – რკინიგზის ტვირთბრუნვა (ათასი ტონა კმ), რკინიგზის სატრანზიტო ტვირთბრუნვა (ათასი ტონა კმ), გადაზიდული ტვირთი (მლნ ტონა), გადაზიდული სატრანზიტო ტვირთი (მლნ ტონა), გადაზიდული საკონტეინერი ტვირთი (ათასი ტონა), გადაზიდული სატრანზიტო საკონტეინერო ტვირთი (ათასი ტონა).

კვლევამ წარმოჩინა, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ექვსივე მიმართულებით, სახეზეა ტვირთნაკადების ზრდის ტენდენცია, საშუალოდ 25% ით. რაც ძირითადად, სხვადასხვა დერეფნებიდან ტვირთების გადმომისამართბით იქნა განპირობებული.

ტვირთნაკადის ასეთი ზრდა, წინაპირობას იძლეოდა, რომ მომდევნო 2023 და 2024 წწ ასეთი ტენდენცია შენარჩუნებული იქნებოდა, რაც დადებითად აისახებოდა როგორც საქართველოს პორტებში ტვირთების გადამუშავებაზე ასევე ერთობლიობაში დერეფნის ფუნქციონირებაზე.

კვლევით დასტურდება, რომ 2024 წელს 2022 წელთან შედარებით, სახეზეა ტვირთების შემცირება:

რკინიგზის ტვირთბრუნვა – – 4% ით;

რკინიგზის სატრანზიტო ტვირთბრუნვა – +2% (უმნშვნელო ზრდა);

გადაზიდული ტვირთი – -6%;

გადაზიდული სატრანზიტო ტვირთი – -3%;

გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი – 0%

გადაზიდული საკონტეინერო სატრანზიტო ტვირთი – -11%

დასკვნის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ საომარი მოქმედებების შედაგად, რეალურად განხორციელდა ტვირთნაკადების გადმორთვა საქართველოზე გამავალი დერეფნით, ხოლო მომდევნო წლებში, სახეზეა ტვირთნაკადების კლება და ადრინდელ დერეფნებზე დაბრუნების მყარი ტენდენცია.

ფაქტიურად ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრივი პრიორიტეტი – დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობის სრულფასოვნად გამოყენება.

მომდევნო კვლევებში განხილული იქნება სხვა სატრანსპორტო დარგები.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Next Post

ლოგისტიკური ცენტრების განთავსების ლოკაციები და განვითარების პერსპექტივები

Related Posts

გაზრდილი ტვირთნაკადების პირობებში აუცილებელია გზებზე სატვირთო ტრანსპორტის წონის ნორმის ავტომატიზირებული კონტროლის სისტემების დანერგვა

როგორც შიდა ასევე საერთაშორისო  საავტომობილო გზებზე, ზენორმიული ღერძზე მოსული დატვირთვით, მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ხშირ შემთვევაში იწვევენ,  გზების სხვადასხვა…
მეტის ნახვა

სამხრეთ დერეფნის გააქტიურება, შუა დერეფანს ტვირთების დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს

ბოლო პერიოდში, შუა დერეფნის ალტერნატიული, ყაზახეთ –  უზბეკეთ – თურქმენეთ – ირან – თურქეთზე გამავალი სამხრეთ დერეფნის მარშრუტი…
მეტის ნახვა

ევროკავშირი ჩქაროსნული სარკინიგზო მოძრაობის განვითარებისთვის 500 მილიარდი ევროს ღირებულების ამბიციურ გეგმას აანონსებს

ევროკომისიის მიერ ახლახანს წარმოდგენილი გეგმა მიზნად ისახავს ევროკავშირის მასშტაბით ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის განვითარების დაჩქარებას, რაც მგზავრობის დროის მნიშვნელოვან…
მეტის ნახვა