რუსეთი ლოგისტიკური მარშრუტების ძიებაშია – რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად ჩრდილოეთის ზღვის დერეფანს ავითარებენ

რუსეთ – ჩინეთის ერთობლივმა სარკინიგზო-საზღვაო ხაზმა Arctic Express №1-მა, რომლითაც ჩინეთიდან არხანგელსკისა და მურმანსკის რუსეთის ნავსადგურებამდე ჩრდილოეთის დერეფნის ტვირთების ტრანსპორტირება ხორციელდება, მომდევნო 2026 წლის ნავიგაციის სეზონამდე შეწყვიტა ფუნქციონირება.

2025 წლის ნავიგაციის სეზონზე სამი ბალკერით და ორი კონტეინერმზიდი გემით რუსეთ – ჩინეთის მარშრუტზე ჯამში 300 000 ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული.

Arctic Express No. 1 სარკინიგზო-საზღვაო ხაზი ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომელსაც ჩინური კომპანია Newnew Shipping-ი და Rosatom-ი ავითარებენ.

პროექტის ფარგლებში თავდაპირველად კონტეინერების გადაზიდვა ხორციელდება რკინიგზით მოსკოვის სიახლოვეს განლაგებული ერთ-ერთი მსხვილი Белый Раст-ის ლოგისტიკური ცენტრიდან არხანგელსკის ნავსადგურამდე, შემდეგ კი საზღვაო მარშრუტით ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის გავლით ჩინეთის ნავსადგურ შანხაიში.

მარშრუტის საერთო სიგრძე 14 000 კილომეტრია, ტრანზიტის დრო – 20–25 დღე.

ამგვარად, რუსეთი და ჩინეთი უმოკლესი ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის განვითარებას აგრძელებენ, თუმცა ამ მარშრუტის გამოყენებას მნიშვნელოვნად ზღუდავს ნაოსნობის ხანმოკლე სეზონი.

ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის მთელი წლის განმავლობაში მომუშავე დერეფნად გადაქცევა შესაძლებელია სპეციალური, მაღალი კლასის, ყინულმჭრელი არქტიკული ფლოტის საშუალებით, რომლის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

რუსეთ–ჩინეთის ერთობლივი Arctic Express No. 1 პროექტი გასული წლის აგვისტოში დაიწყო. ძირითადი აქცენტი ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტის განვითარებაზეა გადატანილი.

2025 წელს პირველი Arctic Express-ის გემი არხანგელსკში აგვისტოს შუა რიცხვებში შევიდა. პროექტის ფარგლებში ნავიგაციის სეზონზე 20-მდე რეისი განხორციელდა.

ჩინეთიდან რუსეთის მიმართულებით ძირითადად ავტომობილების სათადარიგო ნაწილებს ეზიდებიან, უკანა მიმართულებით – ხე-ტყეს, ცელულოზა-ქაღალდის პროდუქტებს და ნიკელის კონცენტრატს.

ჩინეთი მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის განვითარებით, რადგან ეს სატრანსპორტო დერეფანი ევროპის ნავსადგურებთან კომუნიკაციის უმოკლეს მიმართულებას წარმოადგენს.

სუეცის არხზე გამავალ მთავარ საზღვაო მარშრუტთან შედარებით, ჩრდილოეთის ზღვის ლოჯისტიკური დერეფანი მიწოდების ვადების თვალსაზრისით ორმაგ უპირატესობას იძლევა.
ჩრდილოეთის ლოჯისტიკური მარშრუტის სრულად გამოსაყენებლად აუცილებელია ნავიგაციის პერიოდის გახანგრძლივება, ხოლო ამისთვის სპეციალიზებული, მაღალი კლასის არქტიკული ფლოტია საჭირო.

რუსეთმა, რომელსაც წარმოადგენს Rosatom-ი, და ჩინეთმა, რომელსაც წარმოადგენს Newnew Shipping (Arctic Express №1  განმახორციელებელი კომპანია), ხელი მოაწერეს შეთანხმებას სპეციალიზებული ყინულმჭრელი ფლოტის შექმნის შესახებ. თუმცა პირველი გემი, საუკეთესო შემთხვევაში, 2027 წლამდე არ გაეშვება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ზანგეზური – კონკურენტი თუ ურთიერთშემავსებელი სატრანსპორტო დერეფანი?

Next Post

შუა დერეფნის მიმზიდველობა – საქართველოში სატვირთო ვაგონების პარკის სისტემურ განახლებას და მასში კერძო სექტორის ჩართვას უნდა ემყარებოდეს

Related Posts

როგორ შევირჩიოთ ევროზონაში ტვირთების ტრანსპორტირების ოპტიმალური  მარშრუტი

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული ნებისმიერი კომპანია, ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მისატანად, საკუთარ მარშრუტს ინდივიდუალურად ირჩევს. ბუნებრივია, თვითეულ გადამზიდველს გააჩნია…
მეტის ნახვა

ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ლაპის ლაზულის დერეფანი ეკონომიკურად მიმზიდველი ხდება

მიუხედავად იმისა, რომ ლაპის ლაზულის დერეფნის სატრანზიტო ხელშეკრულება – ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის 2017 წელს…
მეტის ნახვა

ნოვოროსიისკის ნავსადგურის პარალიზების შემთხვევაში -ყაზახური ნავთობის საქართველოზე გადმორთვის პერსპექტივები

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ნოვოროსიისკის ნავსადგურში უკრაინის უპილოტო ნავების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კასპიის მილსადენების კონსორციუმის CPC საზღვაო…
მეტის ნახვა