რუსული საფრთხის ფონზე სამხედრო მობილობის გასაზრდელად ევროკავშირი  „რკინის რაინის“  სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას აანონსებს

რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა „რკინის რაინის“ Iron Rhine სახელით ცნობილი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა დაანონსა.

ევროკავშირის განცხადებით რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის ფონზე მე 19 საუკუნეში აშენებულმა სარკინიგზო ხაზმა  სტრატეგიული მნიშვნელობა დაიბრუნა.

„რკინის რაინის“ სარკინიგზო მაგისტრალი მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა დესანტირების დროს გამოიყენებოდა, რომელიც ბელგიის ნავსადგურებს გერმანიის ცენტრალურ რურის რეგიონთან აკავშირებდა.

მოგვიანებით ევროპაში 60 წლიანი მშვიდობის პერიოდში სარკინიგზო მაგისტრალი გამოუყენებელი აღმოჩნდა და სადღეისოდ იგი ჟანგიანი და მცენარეული საფარითაა დაფარული. ცნობისათვის 1991 წლის შემდეგ მაგისტრალი პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ევროპულ სივრცეში სამხედრო ტვირთების სწრაფის გადასროლის მიზნით რკინიგზის აღდგენაზე სულ უფრო ინტენსიურად დაიწყეს საუბარი.

მედიიდან გამოჟონილი ინფორმაციის საფუძველზე,  ევროპაში რუსული საფრთხის  საპასუხოდ სამხედრო მობილობის გასაზრდელად – ბელგიას, ნიდერლანდებსა და გერმანიას შორის „რკინის რაინის“ აღდგენის  თაობაზე მოლაპარაკებები ბოლო პერიოდში, სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს.

მოლაპარაკეკების შედეგად გაირკვა, რომ ბელგია დაინტერესებულია რკინიგზის ხაზის აღდგენით. ამავდროულად, ნიდერლანდები როტერდამის ნავსადგურის – კომერციული კონკურენციის შეზღუდვის,  ხოლო გერმანია – გარემოსდაცვითი პრობლემების გამო, პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან.

ევროკავშირისა და ნატოსგან შესაძლო დაფინანსება პროექტის განხორციელების იმედს იძლევა. ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი 2027 წლიდან სამხედრო მობილობისთვის 17 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. თუ ეს თანხები დამტკიცდება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნიდერლანდებიც კი შეცვლის თავის პოზიციას და ხაზის აღდგენას მხარს დაუჭერს.

ცნობისათვის „რკინის რაინის“ მაგისტრალი მე 19 საუკუნეში აშენდა. მარშრუტი გერმანიაში მდებარე აახენის რკინიგზის სადგურს ანტვერპენის სადგურთან (ბელგია) აკავშირებს – მათ შორის 50 მდე შუალედური სადგურია, რომელთაგან ზოგიერთი ნიდერლანდებში მდებარეობს.

მაგისტარლის სიგრძე 162 კმ ია. გარდა ამისა, არსებობს 211 კმ სიგრძის ალტერნატიული მარშრუტი (იხ სქემა).

დასკვნის სახით – სწორედ სამხედრო ფაქტორს შეუძლია დააჩქაროს „რკინის რაინის“ აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

შუა დერეფანი – ახალი ევრაზიული მაგისტრალი თუ გადაჭარბებული ამბიციების  პროექტი?

Next Post

ევრაზიის გლობალურ სატრანსპორტო ქსელებში საქართველოს  საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება (კვლევის შედეგები ნაწილი პირველი)

Related Posts

ზანგეზურის მარშრუტის ამოქმედება ირანს ჯულფის სარკინიგზო კვანძის გახსნისკენ და სპარსეთის ყურე – შავი ზღვის დერეფნით საქართველოზე დამატებითი ტვირთების გატარებისკენ უბიძგებს

4-5 ნოემბერს, ერევანში გამართულ „ორბელის ფორუმზე“ სახელწოდებით „მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მშენებლობა“, ირანის დელეგაციამ, ზანგეზურის მარშრუტის ამოქმედების კვალდაკვალ,…
მეტის ნახვა

ვოლგა – დონის სამდინარო არხით გადაზიდვების 40 % იანი ვარდნა საქართველოზე გამავალ დერეფანს დამატებითი ტვირთების გადმორთვის პერსპექტივას უჩენს

ვოლგა – დონის სამდინარო არხი შუა დერეფნის ერთ – ერთ მნიშვნელოვან და მძლავრ კონკურენტ მარშრუტს წარმოადგენს. საომარი დაპირისპირების…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო გადაზიდვების შემცირების ფონზე პრემიერის განცხადება – დერეფნით ტვირთების მოცულობის 7-ჯერ გაზრდასთან დაკავშირებით,  რეალობასაა აცდენილი

გვინდა გამოვეხმაუროთ პრემიერის „იმედი LIVE“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას – „მინდა, მარტივი მაჩვენებელი მოვიტანო, რაც ადასტურებს იმას, რომ ალტერნატიული…
მეტის ნახვა