ბოლო პერიოდში, შუა დერეფნის ალტერნატიული, ყაზახეთ – უზბეკეთ – თურქმენეთ – ირან – თურქეთზე გამავალი სამხრეთ დერეფნის მარშრუტი გააქტიურებას იწყებს, რაც სამხრეთ დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთვარობებს შორის ინფრატრუქტურის სრულყობის, საბაჟო პროცედურების გამარტივების და შეთანხმებული სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით გაფორმებული ხელშეკრულების ინტენსიობით დასტურდება.
სამხრეთ დერეფნის ამგვარი გააქტიურება, ხომ არ გამოიწვევს ტვირთნაკადების შუა დერეფნიდან სამხრეთ მარშრუტზე გადადინებას?
სამხრეთ დერეფნის ხელახალი რეანიმირების პროცესი ხომ არ უკავშირდება ჩინეთის მცდელობას, რათა ევრაზიულ სივრცეში სატარიფო ბერკეტების ირიბი ზემოქმედებით, მოახდინოს ტვირთნაკადების მისთვის სასურველ დერეფნებში გადანაწილება?
ამ კითხვებთან დაკავშირებით, გთავაზობთ ჩვენი ორგანიზაციის ანალიტიკას.
სამხრეთ დერეფნით სარკინიგზო მიმოსვლის სრულფასოვანი აღდგენის მიზნით, თურქეთი და ირანი ვარაუდობენ ტვირთების გადაზიდვის მარშრუტი თეირანი – ანკარის და თეირანი – სტამბულის მიმართულებით დაგრძელდეს და რეგულარული მიმოსვლის სტატუსი მიეცეს.
ბუნებრივია, ერთი შეხედვით, ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის რეგულალური სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენაში უჩვეულო არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, სამხრეთ დერეფნის სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან ერთად ჩინეთის გააქტიურება.
გააქტიურებაში მოიაზრება, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების ორ და მრავალმხრივ ფორმატებში გახშირებული შეხვედრები, რაც ხაზს უსვავს სამხრეთ დერეფნის აღდგენის პროცესის სინქრონულობას.
განსაკუთრებული ადგილი, ამ პროცესში ჩინეთს უკავია. სახეზეა შუა დერეფნის კონკურენტი, სამხრეთ დერეფნის მძლავრი ინფრასტრუქტურული კარკასის ჩამოყალიბებაში ჩინეთის ჩართვის მცდელობა.
უნდა აღინოშნოს, რომ ალტერნატიული დერეფნებისათვის ფინანსური თუ ინსტიტუციური მხარდაჭერა, ჩინეთის დიდი ხნის, აპრობირებულ სტრატეგიას წარმოადგენს. რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ალტერნატიული დერეფნების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განთავსებით, ჩინეთი ეუფლება ერთიანი დერეფნის სატარიფო პოლიტიკის მართვის სადავეებს და შემდგომ, მისი პროდუქციის გადაზიდვისაც გეგმაზომიერად კარნახობს ამა თუ იმ დერეფანს ტარიფების შემცირების სტრატეგიებს.
სამხრეთ დერეფანი სადღეისოდ ჯერ კიდევ შორსაა სრული დატვირთვით ამოქმედებისკენ, მაგრამ შუა დერეფნიდან ტვირთების დაკარგვის საშიშროება რეალურად არსებობს.
ბოლო წლებში, ირან – თურქეთზე გამავალ სამხრეთ დერეფანს, საბრძოლო პერიპეტიებიდან გამომდინარე მრავალი პოლიტიკური თუ ინფრასტრუქტული წინააღმდეგობების გადალახვა უხდებოდა.
2023 წელს თურქეთსა და ირანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციების განვითარების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებით, ირანულმა მხარემ ორ ქვეყანას შორის საზღვრის გამტარუნარიანობის, დღეში 200 ვაგონამდე გაზრდის შესახებ პირობა დადო.
თურქეთმა, თავის მხრივ, გამოაცხადა ვანის ტბაზე საბორნე გადასასვლელის მოდერნიზაცია, რისი შედეგი წელიწადში სარკინიგზო ტვირთბრუნვის 1 მლნ ტონამდე გაზრდა უნდა იყოს.
2023 წელს 300 000 ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული, რაც არ წარმოადგენს საბორნე გადასასვლელის დატვირთვის მაღალ მაჩვენებელს.
თურქეთ – ირანის სატრანზიტო დერეფნის გასააქტიურებლად, თურქეთის მხარემ 4 ძველი ბორანი ახალებით ჩაანაცვლა.
ძველი ბორნები ვანის ტბაზე 50 წელი იქვნენ ექსპლუატაციაში, ისინი მცირე ტვირთამწეობის იყვნენ, ერთი ბორნით 1000 ტონა ტვირთის გადაზიდვა იყო შესაძლებელი და მხოლოდ 10 ვაგონი ეტეოდა.
2015 წლიდან ვანის ტბაზე ტვირთბრუნვის გასაზრდელად ახალი ბორნების ჩანაცვლება დაიწყო, ამოქმედდა ბორანი Sultan Alparslan ი.
2019 წელს ვანის ტბაზე, თურქეთის უდიდესმა ბორანმა İdris-i Bitlisi მ ოპერირება დაიწყო, შვიდსართულიანი ბორანი, 136 მეტრი სიგრძის და 24 მეტრი სიგანისაა.
ორივე ბორანი 2011 წელს აშენდა და თვითეულს შეუძლია 4 ათასი ტონა ტვირთის ერთჯერადად გადაზიდვა. მასში 50 ვაგონის შედის, ამასთან ახალი ბორნები ორჯერ სწრაფია და ხუთჯერ ეკონომიური.


თავის მხრივ, ირანთან ხელმოწერილი ხელშეკრულებით, თურქეთი იღებს ვალდებულებას, ვანის ტბამდე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საბორნე კომპლექსის ორივე მხარეს ვანში და ტატვანში, ნავმისადგომების რეკონსტრუქცია განახორციელოს.
მიუხედავად იმისა, რომ თურქულმა მხარემ ორი თანამდეროვე ბორანი შემოიყვანა ექსპლუატაციაში, ვანის ტბაზე საბორნე გადასასვლელი ოდიდგანვე სამხრეთ დერეფნის „ვიწრო“ ადგილს წარმოადგენდა, ამ თვალსაზრისით თურქეთის მიერ, საბორნე გადასავლელის ინფრასტრუქტურის გაფართოება ავტომატიურად მრავალ პრობლემას აგვარებს და სამხრეთ დერეფნის მარშრუტს შუა დერეფნის ალტერნატიულ მიმართულებად წარმოაჩენს.
სატრანზიტო გადაზიდვების მოსალოდნელ ზრდას ირანის და სამხრეთ დერეფნის მონაწილე სახელმწიფოებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები განსაზღვრავენ.
2023 წლის ბოლოს საქონლის აზიიდან ევროპაში და უკუ მიმართულებით გადაადგილების და სამხრეთ დერეფნის გააქტიურების მიზნით – ყაზახეთის, თურქეთის, თურქმენეთისა და ირანის ტრანსპორტის მინისტრებს შორის ოთხმხრივი მოლაპარაკება გაიმართა.
ოთხმხრივ შეხვედრას წინ უსწრებდა 2023 წლის აგვისტოში უზბეკეთსა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომლის მიზანს უზბეკეთის, თურქმენეთისა და ირანის გავლით სამხრეთ დერეფნის აღდგენის შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარება წარმოადგენდა.
ორივე მხარის წარმომადგენლებმა განიხილეს ჩინეთი – ყაზახეთი – უზბეკეთი – თურქმენეთი – ირანი – თურქეთი -ევროპის მარშრუტზე გადაზიდვების გადაადგილების მიზნით, ტარიფებისა და საბაჟო გადასახადების უნიფიკაციის საკითხი.
უფრო ადრე 2022 წელს უზბეკეთი, ირანი და თურქმენეთი საქონლის ტრანსპორტირების წესების გამარტივებაზე შეთანხმდნენ, რაც უზბეკეთი – თურქმენეთი – ირანის დერეფნის გასწვრივ სატრანზიტო გადასახადების შემცირებას ითვალისწინებდა.
2022 წლის ივნისში ხელი მოეწერა ორმხრივ პროტოკოლს ყაზახეთ – ირანის მარშრუტზე ტრანსპორტირების პირობებისა და ტარიფების გამოყენების შესახებ.
2023 წლის აგვისტოში აშხაბადმა და თეირანმა დაიწყეს მოლაპარაკებები საერთო საზღვრის სპეციალურ ეკონომიკურ ზონად გადაქცევის შესახებ.
2023 წლის ნოემბერში რუსეთის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის რკინიგზებმა ხელი მოაწერეს ოთხმხრივ ოქმს ჩრდილოეთ – სამხრეთის დერეფნის აღმოსავლეთ მონაკვეთზე კონკურენტული ტარიფის დაწესების შესახებ.
2024 წლის მაისში ხელი მოეწერა ოთხმხრივ პროტოკოლს ჩინეთს, ყაზახეთს, თურქმენეთსა და ირანს შორის, რომელიც გარანტირებული ტრანზიტის პირობებში კონტეინერების გადაზიდვის ერთიან კონკურენტულ ტარიფს ადგენს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, გაიზარდა სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობა ირანის საზღვრებზე: სერახსში +14%, ინჩე-ბურუნში +21%, ასტარაში +24%, ბანდარ აბასში +8%.
2022 წელს ყაზახეთიდან თურქეთში საკონტეინერო მატარებლებისა და სარკინიგზო ვაგონების გამოყენებით მზესუმზირის თესლის რეგულარული მიწოდება დაიწყო.
დასხვნის სახით – ვანის ტბაზე საბორნე გადასასვლელის ინფრასტრუქტურის გაფართოება ავტომატიურად მრავალ პრობლემას აგვარებს და სამხრეთ დერეფნის მარშრუტს შუა დერეფნის ალტერნატიულ მიმართულებად წარმოაჩენს, ეს ყოველივე შუა დერეფანს ტვირთნაკადების დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს.