საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის კოორდინირებული სატარიფო პოლიტიკა

საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შუა დერეფნის ქვეყნებს შორის კოორდინირებული სატარიფო პოლიტიკის გატარება.

გარდა ამისა, დერეფნის კონკურენტუნარიანობა პირველ რიგში დამოკიდებულია ალტერნატიულ დერეფნებზე სატარიფო ფასდაკლებებზე.

ერთ – ერთი ნათელი მაგალითი ყაზახეთია, რომელიც აწარმოებს მოქნილ სატარიფო პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი შუა დერეფნისათვის წარმოადგენს ძირითადად ტვირთწარმომქნელ არეალს, იგი აქტიურად ახორციელებს კონკურენტ, ძირითადად რუსეთზე გამავალ დერეფნებზე სატარიფო ფასადაკლებების პოლიტიკას.

ყაზახეთმა 2024 წლის ნოემბერში, ტვირთების მოზიდვისათვის „ჩრდილოეთ – სამხრეთ“ დერეფნისათვის აამოქმედა 50% იანი ფასდაკლება, რითაც საგრძნობლად შეამცირა საქართველოზე გამავალი ალტერნატიული დერეფნის მიმზიდველობა.

როდესაც ამა თუ იმ დერეფნის კოორდინაციაზეა საუბარი, გარდა სატარიფო ფასდაკლებებისა, მნიშვნელოვანია დერეფნის მთელ სიგრძეზე ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის ამოქმედება.

ამ თვალსაზრისით, რუსეთმა ყაზახეთმა და თურქმენეთმა შეძლეს ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორზე შეთანხმების მიღწევა.

შუა დერეფნით, მიუხედავად შეთანხმებისა ერთიანი ოპერატორის ამოქმედების შესახებ, რასაც 2023 წელს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე ოფიციალურად მოეწერა ხელი, დღემდე ვერ მოხერხდა გადაზიდვების მთელ მარშრუტზე ერთიანი ოპერატორის მოდელის რეალურად ამოქმედება, რაც ამცირებს დერეფნის კონკურენტუნარიანობას.

ყაზახეთის მიერ, 50% იანი ფასდაკლების განხორიელება და ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის მოდელის ამოქმედება, ნათელი მაგალითია იმის, რომ ალტერნატიული დერეფნები ეფექტიანად იყენებენ, ქვეყნებს შორის კოორდინაციის მოქნილ ინსტრუმებტებს.

შედეგად, სახეზეა შუა დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობის დაბალი ხარისხით გამოყენება, ყოველივე კი, მოითხოვს სახელმწიფოთა პირველი პირების დონეზე კონცეპტუალურ საკითხებში შეთანხმებას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – ნავსადგურები

Next Post

სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა “საქართველოს რკინიგზის” საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა

Related Posts

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი ქვეყანაში ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას აძლიერებს

სახელმწიფოს პრეროგატივას ლოგისტიკური ცენტრებისათვის კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით აუცილებელი მისასვლელი გზებით და სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა წარმოადგენს – კერძო ბიზნესმა…
მეტის ნახვა

ამიერკავკასიის რკინიგზის სადავეებთან მყოფი პოლონელი ინჟინრის – ბოლესლავ სტატკოვსკის დაბადებიდან 200 წლის თავზე, მართებული იქნება თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაერქვას

10 ოქტომბერს საქართველოში რკინიგზელთა დღე აღინიშნება. ბევრმა, მათ შორის ახალგაზრდა თაობამ, ნაკლებად იცის, თუ ვინ ჩაუყარა ამიერკავკასიაში სარკინიგზო…
მეტის ნახვა

ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის 15 პრიორიტეტი

სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების და მისი მიმზიდველობის გამოსავლენად, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“ კომპლექსური კვლევის…
მეტის ნახვა