საქართველოს გზებზე სატრანზიტო საავტომობილო გადაზიდვები მცირდება – როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას?

საქართველოს გზებზე სატრანზიტო საავტომობილო გადაზიდვები მცირდება

2022 წლის რუსეთ – უკრაინის საომარი დაპირისპირების შედეგად, საქართველოს სააავტომობილო გზებზე, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდებობა, 2021 წელთან შედარებით – 1.5 ჯერ გაიზარდა.

2021 წელი – 332 100 ერთეული, 2022 წელი – 496 300 ერთეული. რაც პირველ წელს უდაოდ დადებით და იმედის მომცემ ტენდაციად იქნა მიჩნეული, აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენციის საპირისპიროთ, სახელმწიფომ გაზარდა სატრანზიტო გადასახადი 200 ლარიდან 350 ლარამდე.

ბუნებრივია, 2023 და 2024 წლებში, მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს სატრანზიტო გზებზე შენარჩუნებულიყო და გაზრდილიყო ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა, სტატისტიკის მიხედვით, მომდევნო წლებში ზრდის დინამიკა პრაქტიკულად არ შეინიშნება, 2023 წელი – 514 300 ერთეული, 2024 წელი – 513 600 ერთეული. რაც პირველ როგში გაძვირებასთან არის დაკავშირებული.

აღნიშნული ტენდენცია ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს დერეფნის სატრანზიტო მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება.

რაც შეეხება, მიზეზებს, გთავაზობთ ერთ – ერთი გადამზიდავი კომპანიის მიერ, ჩვენ ორგანიზაციაში წარმოდგენილ პრობლემათა მოკლე ამონარიდს – ” მნიშვნელოვან პრობლემას წარმოდგენს საბაჟო პუნქტებში რიგები, მებაჟეების პასიური მუშაობა, ელემენტარულად, სატრანზიტო მიმართულებებზე თოვლსა თუ ყინვაში მოძრაობისას გაურკვეველი დროით რიკოთის და კობი – გუდაურის ჩაკეტვა, დაუსაბუთებლად გაზრდილი სატრანზიტო 350 ლარი და პარკის 80 ლარი გადასახადები, რომლებსაც არ მოჰყვება ადექვატური სერვისები” (მხოლოდ მცირე ჩამონათვალია).

დასკვნის სახით – ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკა მიგვანიშნებს, რომ საავტომობილო ნაკადი ახლო მომავალში შესაძლოა დაუბრუნდეს, პირვანდელ დერეფნებს, რაც დააზარალებს დერეფნის განვითარებას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

როგორია ტრანსკასპიური დერეფნით ყაზახური ნავთობის გადმორთვის პერსპექტივა

Next Post

შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე, საკონტრეილერო გადაზიდვების პროექტი დღემდე განუხორციელებელია

Related Posts

ზემო ლარსზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ელექტრონული რიგის დაჯავშნის საპილოტე სისტემის ამოქმედება ე.წ. შუამავლების ჩართულობას და ფინანსურ მაქინაციებს გამოიწვევს

2025 წლის 1 ოქტომბრიდან საკონტროლო – გამშვებ პუნქტ ზემო ლარსზე, რუსეთის მხრიდან სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ ელექტრონული დაჯავშნის…
მეტის ნახვა

ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი ამოქმედება კასპიის ზღვაზე ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უკავშირდება

2022 წლის რუსეთ –  უკრაინის  სამხედრო დაპირისპირების შედეგად, აზერბაიჯანმა ნავთობის ძირითადი მოცულობა ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის მილსადენში…
მეტის ნახვა

ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის ამოქმედებით აფხაზეთმა სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებაზე გააკეთა განაცხადი

ოჩამჩირის ნავსადგურთან  საკონტეინერო ტერმინალი ამოქმედდა. აფხაზური მხარე ახლადგახსნილ ინფრასტრუქტურულ ობიექტს   არა ლოკალური დანიშნულების, არამედ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ტვირთების…
მეტის ნახვა