საქართველოს ნავსადგურებში, წარმატებით გაიარა ტესტირება და ამოქმედდა  საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდი(UK Good Governance Fund) ხელშეწყობით საქართველოს ნავსადგურებში, წარმატებით გაიარა ტესტირება და ამოქმედდა  საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი.

პროექტის მიზანსთანამედროვე ციფრული სისტემებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით,   საქართველოს ნავსადგურების გამტარუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ასათვისება წარმოადგენდს.

საქართველოს საზღვაო დარგის 400 ზე მეტი მონაწილე, სადღეისოდ უკვე იყენებს ინოვაციურ ციფრულ პლატფორმას, რომელიც გამორიცხავს დოკუმენტაციის ხელით მიმოცვლას, ზრდის ოპერაციათა გამჭირვალეობას და აუმჯობესებს აგენტებს შორის ურთიერთამოკიდებულებას, ეს ყოველივე  ერთობლიობაში ზრდის საქართველოს როგორც შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს.   

HPC Hamburg Port Consulting მა Prodevelop და Plisk Consulting ერთობლივად, დაასრულა National Maritime Single Window (MSW) სისტემის შემოწმების პროცესი.

შემოთავაზებული ინოვაციური ციფრული პლატფორმა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) მოთხოვნებს.

ნავსადგურებში აღნიშნული Maritime Single Window (MSW) სისტემის გამოყენებით, გაადვილებულია, როგორც საპორტო ოპერატორებს ასევე აგენტებს და სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია. სისტემა გამორიცხავს პროცესების დუბლირებას და ზრდის სამუშაოთა ეფექტიანობას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების გაზრდის  რეზერვი არსებობს

Next Post

საქართველო – აზერბაიჯანის სარკინიგზო საზღვარზე ტვირთბრუნვა – შუა დერეფნის ფუნქციონირების საკვანძო ინდიკატორია

Related Posts

გაზრდილი ტვირთბრუნვა ყაზახეთს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციისკენ უბიძგებს

ბოლო პერიოდში ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის საფეხურებრივი ზრდა, ყაზახეთს  უბიძგებს ფინანსური სახსრები მიმართოს საკუთარ ტეროტორიაზე  სატრანსპორტო დერეფნების…
მეტის ნახვა

რა უშლის ხელს შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების პოტენციალის რეალიზებას

ევროპულ სივრცესთან სატრანსპორტო კავშირებადობის გაძლიერების ერთ – ერთ  მნიშვნელოვან მიმართულებას, საზღვაო მარშრუტების დახმარებით საბორნე გადაზიდვების კომპონენტის განვითარება წარმოადგენს.…
მეტის ნახვა
საქართველოს რკინიგზის ფუნქიონირება 20 წლიან ჭრილში

საქართველოს რკინიგზის ფუნქციონირება 20 წლიან ჭრილში

ნებისმიერი სატრანსპორტო რგოლისათვის, რკინიგზა, ნავსადგურები, ტერმინალები, რომლებიც ჩართულია სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებაში, მნიშვნელოვანია – სატრანზიტო ნაკადების ზრდის ამოცანის გადაწყვეტა,…
მეტის ნახვა