სომხეთ-აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირების აღდგენა – შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ტვირთების სავარაუდო კლების გამოსავლენად, სახელმწიფოს კომპლექსური კვლევის განხორციელების წინაშე აყენებს

ბოლო პერიოდში მედია სივრცეში ხშირად გაისმის კითხვა, თუ რამდენად დაქვეითდება შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა, ან რა მოცულობის ტვირთნაკადს დაკარგავს საქართველოზე გამავალი მარშრუტი და საქართველოს ნავსადგურები, სომხეთ -აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ახალი ზანგეზურის – სიუნიკის დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ.


სომხეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ზანგეზურის – სიუნიკის დერეფნის სრულფასოვან ამოქმედებაში, ბუნებრივია, სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტების ექსპლუატაციაში სინქრონული გაშვება იგულისხმება.


იმ პირობებში, როცა სომხეთ-თურქეთის დამაკავშირებელი გიუმრი–ყარსის მონაკვეთის პარალელურად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მარშრუტის გახსნაა ნავარაუდევი (ეს საკითხიც უკვე განიხილება), ბაქო–გიუმრი–ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედებით, რომელიც საქართველოზე გამავალ ბაქო–თბილისი–ყარსის ამჟამინდელ მარშრუტზე მოკლეა, რეგიონში შეიქმნება კონკურენციის წარმოქმნისა და ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების წინაპირობა.


ასეთი სცენარით განვითარების პირობებში, სომხეთი შეიძენს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს, დამატებით დააქვეითდება შუა დერეფნის ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო განშტოების მიმზიდველობა, ხოლო ერთობლიობაში საქართველოზე გამავალი დერეფანი ორმაგი კონკურენციის ქვეშ აღმოჩნდება.


ყოველივე ამას ემატება სომხეთის პრემიერის ახლანდელი განცხადება სომხეთსა და თურქეთს შორის საავტომობილო დერეფნის მოკლე პერიოდში გახსნის მზადყოფნის შესახებ.


აღნიშნული გრძელი შესავლის გაკეთება განპირობებულია იმით, რომ მკაფიოდ დავინახოთ რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების თვალსაზრისით მიმდინარე პროცესები.


გამომდინარე აქედან, ნებისმიერი პოლიტიკოსის, პოლიტოლოგის ან ექსპერტის მოსაზრება საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობის დაქვეითების შესახებ, ტვირთნაკადების მოძრაობის სათანადო კვლევის გარეშე, მხოლოდ მოსაზრებად უნდა იქნეს განხილული და არა რაიმე მართვითი გადაწყვეტილების მისაღებად.

რა მოიაზრება ტვირთნაკადის მოძრაობის კვლევაში?


პირველ რიგში – საქართველოს სხვდასხვა სატრანსპორტო დარგების ჩართულობით  კომპლექსური კვლევა. შესწავლილი უნდა იქნეს ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში, საიდანაც ტვირთები წარმოშობა და შთანთქმაა ნავარაუდევი, მათი სავარაუდო მოცულობები და უსაფრთხოებისა და სატარიფო პოლიტიკის ასპექტები. ამ პარამეტრების საფუძველზე უნდა შეფასდეს, თუ რომელ დერეფანს აირჩევს კონკრეტული ტვირთის მფლობელი — შუა დერეფანს თუ ალტერნატიულს, სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებას.


კვლევამ უნდა მოიცვას 50 ათასი ტონა და მეტი დიაპაზონის არსებული ტვირთები, რომლებიც ამჟამად შუა დერეფანში მოძრაობენ; შესწავლილი უნდა იყოს, ახალ რეალობაში აღნიშნული ტვირთები მიმართულებას შეიცვლიან თუ ძველი დერეფნის ჩარჩოებში დარჩებიან.


რიგი ტვირთები, რომლებიც საქართველოს ნავსადგურებიდან ჩინეთში ან პირიქით გადაადგილდება, ხომ არ შეიცვლის მიმართულებას და გადაერთვება სახმელეთო დერეფნით?


კვლევის საბოლოო მიზანი იმ ტვირთების ნომენკლატურისა და მოცულობის დადგენაა, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ახალ დერეფანს აირჩევენ და საქართველოზე გამავალ დერეფანს დატოვებენ.


კვლევა აუცილებლად უნდა დაეყრდნოს საქართველოს რკინიგზიდან, ნავსადგურებიდან და შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ საბაზისო ინფორმაციას.


სრულყოფილი კვლევის ჩასატარებლად აუცილებელი იქნება სახელმწიფოს ჩართულობა – უფრო მეტიც, კვლევის მისი პატრონაჟით განხორციელება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

რუსეთიდან ქართველი მძღოლების დეპორტირების გახშირებულმა შემთხვევებმა შეუქცევადი ტენდენცია მიიღო, მძღოლები  სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში არიან

Next Post

თბილისის გადატვირთულობისა და სატრანსპორტო კოლაფსის მოგვარება საგარეუბნო ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლის განვითარებას უკავშირდება

Related Posts

ტრანსავღანური მარშრუტი – რუსეთის მიერ  შუა დერეფნისთვის დაგებული ხაფანგი (ნაწილი პირველი)

რუსეთი ტრანსავღანური მარშრუტის ამოქმედებით,  შუა დერეფნის გვერდის ავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებს ალტერნატიულ სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე წვდომას…
მეტის ნახვა

შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების გაზრდის  რეზერვი არსებობს

თვალშისაცემია, რომ 2024 წელს შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც უდაოდ დადებითი ტენდენციაა. ბუნებრივია, ყოველიმე ამან…
მეტის ნახვა

ყულევის ტერმინალის ტვირთბრუნვის ზრდა „ღია კარის” პოლიტიკის გატარებითაა განპირობებული

2024 წელს ყულევის ნავთობტერმინალის ტვირთბრუნვამ 2.5 მლნ ტონა შეადგინა, რაც  2023 წელთან შედარებით 0.35 მლნ ტონით გაზრდილი მაჩვენებელია.…
მეტის ნახვა