ტრანსავღანური მარშრუტის განვითარებით, ცალკე გამოსაყოფია ირანის დაინტერესება, მიმდინარე ეტაპზე, ირანი ხაფი – ჰერატის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობას აწარმოებს (იხ. სქემა), აღნიშნული მონაკვეთი თავისი დანიშნულებით საკვანძოა, და ერთგვარი “სამკაპია”, რომელიც ჰერატიდან იშლება სამ მიმართულებად და რომლის დახმარებით ტრანსავღანური მარშრუტი ერთდროულად უკავშირდება (იხ სქემა), ირანის გავლით პაკისტანის ნავსადგურ კარაჩის (სქემაზე მწვანე მიმართულება), ირანის ნავსადგურ ბენდერ – აბასს (წითელი მიმართულება) და ირანის კასპიის ზღვის სანაპიროს გავლით თურქეთს (ლურჯი მიმართულება).

თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ავღანეთმა თითქმის ყველა შეჩერებული რეგიონალური სატრანსპორტო პროექტი განაახლა. გააქტიურა ლაზურიტის დერეფნის ამოქმედებაზე მოლაპარაკებები, სადღეისოდ სახეზეა ავღანეთის როგორც საკვნძო მოთამაშედ სატრანსპორტო ავანსცენაზე შემოსვლის მცდელობა.
სატრანსპორტო კომუნიკაციების ასეთი განვითარებით, ავღანეთი შეიძენს რეგიონის საკვანძო მოთამაშის ფუნქციას. ამასთან, ახალი ალტერნატივების არსებობის პირობებში, ავღანეთი შეამცირებს ირანზე, პაკისტანზე და უზბეკეთზე სატრანზიტო დამოკიდებულებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტრანსავღანური მარშრუტით ყველაზე მოგებული რუსეთია, რომელიც ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის გამოყენებით ინდოეთზე გასასვლელს ეუფლება.
რუსეთი ინდოეთთან და ირანთან პარტნიორობით 2000 წლიდან ჩრდილოეთ – სამხრეთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტს ახორციელებს, რომელსაც სამი ალტერნატიული სატრანზიტო განვითარება გააჩნია – დასავლეთით – აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, ტრანსკასპიური – კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთით – ყაზახეთისა და თურქმენეთის ტერიტორიების გავლით.
ტრანსავღანური მარშრუტის განვითარებით, რუსეთისათვის საკვანძო მეოთხე მარშრუტი დაემატება, რითაც იგი ცენტრალური აზიის ქვეყნებს საკუთარ ტვითნაკადების გავრცელების არეალში მოაქცევს (იხ მარშრუტების განაწილების სქემა).

რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, ყაზახეთსაც გააჩნია საკუთარი ინტერესი, იგი მხარს უჭერს ტრანსავღანურ მარშრუტთან ორივეს, როგორც უზბეკეთის ასევე თურქმენთის გავლით დაერთებას, ასეთ პირობებში ყაზახეთი – უზბეკეთის ან ყაზახეთი – თურქმენეთის სატრანსპორტო არტერიებით ავღანეთთან დასაკავშირებლად ყაზახეთი იძენს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად შეირჩიოს სატრანზიტო დერეფანი და აწარმოოს მისთვის სასურველი სატარიფო პოლიტიკა.
ყაზახეთისთვის მნიშვნელოვან უპირატესობას, რუსეთსა და ავღანეთის მოსაზღვრე ცენტრალური აზიის სახელმწოფოებს შორის დამაკავშირებელი სატრანზიტო ფუნქციის შეძენა წარმოადგენს. სწორედ, ამ ფაქტორმა აიძულა თურქმენეთი, ტრანსავღანურ მარშრუტთან დაკავშირებით ყაზახეთთან დაედო გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება.
ყველაფერთან ერთად, რუსეთს ტრანსავღანური დერეფნის განვითარებით, სერიოზული წინაპირობები ამოძრავებს, პირველ რიგში, საკუთარი კრიტიკული ნედლეულის მსოფლიო ბაზრებზე დივერსიფიცირებული დერეფნებით მიწოდება.
მარშრუტების დივერსიფიცირების მიზნით, რუსეთი მხარს უჭერს ავღანეთის ტერიტორიის გავლით დასავლეთის (თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი) და აღმოსავლეთის (უზბეკეთი-ავღანეთი-პაკისტანი) რკინიგზის მშენებლობას.
ასეთ პირობებში უზბეკეთს და თურქმენეთს დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა მიეცემა, რაც ტრასავღანური დერეფნის საშუალებით მსოფლიო ბაზრებზე მათი პროდუქციის მიწოდებას გაზრდის, მეორეს მხრივ შუა დერეფანს ჩამოაცილებს პოტენციალურ ტვირთებს.
ტრანსავღანური მარშრუტის ამოქმედებით, წინა პლანზე რუსეთან ერთად ინდოეთის ინტერესები გამოდის, ავღანეთის მიერ მხარდაჭერილი ტრანსავღანური სარკინიგზო მარშრუტი მაზარი შარიფი – ჰერატი – კანდაჰარი, საბოლოოდ ირანში მდებარე ინდოეთის მიერ ახლად აშენებელულ ჩაბაჰარის სტრატეგიულ ნავსადგურზე გასვლით, (იხ.სქემა) წარმოადგენს ავღანეთის გავლით უმოკლეს მარშრუტს რუსეთსა და ინდოეთს შორის.
აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება ინდოეთის ფუნდამენტურ ინტერესს პაკისტანის გვერდის ავლით ავღანეთთან და ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.

2016 წლიდან ინდოეთმა, პაკისტანის გვერდის ავლით სატრანსპორტო კავშირების ინტენსიფიცირებისათვის, ირანის სამხრეთ – აღმოსავლეთში საკუთარი ღრმაწყლოვანი ჩაბაჰარის ნავსადგურისგანვითარებას შეუდგა.
რასაც მოჰყვა ავღანეთი – ირანი – ინდოეთის დამაკავშირებელი სავაჭრო დერეფნის ჩამოყალიბება, სადაც პაკისტანის გვერდით ავლით ჩაბახარი – მუმბაის (იხ. სქემა) ნავსადგურების დამაკავშირებელი საზღვაო მარშრუტით, ირან – ინდოეთი ერთობლივად ტრანზიტული გადაზიდვების ეფექტურ განხორციელებას შეუდგა.
ყველაფერს წინ უსწრებდა, ირანის მიერ 2020 წელს დაწყებული ჩაბაჰარ – ზაჰედანის 628 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. სარკინიგზო მაგისტრალით დაგეგმილია მისი დაკავშირება ქალაქ ზარანჯთან და იქიდან მისი გავრცელება დილარამსა და ყანდაჰარში. ავღანურმა მხარემ უკვე ჩაატარა საინჟინრო კვლევები ზარანჯი – კანდაჰარის რკინიგზის მშენებლობისთვის (იხ. რუქა).
ირანის და ავღანეთის ტერიტორიბზე სარკინიგზო კომუნიკაციების მოწყობით, პრაკტიკულად შეიკვრება, ავღანეთ – ირან – ინოეთის საზღვაო / სახმელეთო დერეფანი.დასკვნის სახით – ევრაზიულ სივრცეში აქტიურად მიმდინარეობს ახალი სატრანზიტო დერეფნების ფორმირება და ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილება, ერთ – ერთ ასეთ მიმართულებას ტრანსავღანური მარშრუტი წარმოადგენს, რომლის რეანიმირება, რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია, რითაც ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთებს, რუსეთი მის სატელიტ ქვეყნების ბაზრებზე გადანაწილებისკენ უბიძგებს.