ფოთის ნავსადგურში ყაზახური ინვესტიციით ახალი მულტიმოდალური ტერმინალი –  2025 წელს ამოქმედდება

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ შუა დერეფნის ქვეყნებში მულტიმოდალური ტერმინალების სინქრონულად ამოქმედების აუცილებლობაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას.   

ეტაპობრივად ვაშუქებთ, ყაზახეთის ნავსადგურებში – აქტაუს და კურიკის, ასევე აზერბაიჯანის ნავსადგურ – ალიათის, თბილისში – მშრალი ნავსადგურის, მიმდინარე პროექტების და საკონტეინერო სიმძლავრეების ეტაპობრივი განვითარების  ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ ინფორმაციებს.

მისასალმებელია, რომ 2025 წელს იგეგმება, ფოთის ნავსადგურში ყაზახური ინვესტიით ახალი მუტიმოდალური ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვება.

მულტიმოდალური ტერმინალი ფოთში პირველი ყაზახური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ერთ – ერთ საყრდენ  წერტილს წარმოადგენს. ყაზახური მხარის განმარტებით, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიცირებისათვი უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტია.

როდესაც ასეთი სახის პროეტებზეა საუბარი, მხედველობაშია მისაღები ის გარემოაება, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მთელ სიგრძეზე სინქრონულად ხორციელდება საკონტეინერო სიმძლავრეების ფორმირების პროცესი, დაწყებული საკონტეინერო მატარებლების ფორმირების წერტილიდან – ჩინეთსა და ყაზახეთს შორის სასაზღვრო გადასასვლელზე, სინაის ტერმინალიდან და  ფოთის ნავსადგურის გავლით, სრულდება რუმინეთის – კონსტანცის და ბულგარეთის – ვარნის დამაბოლოებელ წერტილებში.   ლოგისტიკურ – ინფრასტრუქტურული პროექტების სინქრონიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დერეფნის გასწვრივ გამართული სატერმინალო ქსელის შესაქმნელად.

ყაზახური მხარის PTC Holding საქმიანობა მისასალმებელია. პროექტის სავარაუდო ღირებულება  10 მლნ დოლარია.  ტერმინალი განთავსებულია 8 ჰექტარ ფართობზე, მისი წლიური სიმძლავრე – 80 000 TEU. ერთდროულად შესაძლებელია საკონტეინერო მოედანზე 6 000 TEU ს დამუშავება.

როგორც ყაზახეთისათვის ასევე საქართველოსათვის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის  განვითარება პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, მაგალითისათვის 2023 წლის, მსოფლიო ბანკის  Logistics Perfomanse Index (LPI) ის მიხედვით, საქართველოს და ყაზახეთს ერთნაირი 2.7 ქულიანი შეფასებით  79 – ე საფეხური უკავიათ.

აღნიშნული ინდექსის მიხედვით ფასდება ნებისმიერი ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობები, ამასთან შეფასება ხორციელდება ექვსი ქვეკომპონენტის მიხედვით.

 2.7 ქულა  – ნაწილობრივ ლოგისტიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოთა რანგს განეკუთვნება, აღნიშნული შეფასება  მნიშვნელოვნად  ჩამორჩება გაუმჯობესებული შესაძლებლობების ქვეყნების მაჩვენებლებს, რომელიც 3.2 დან – 3.6 მდე ფარგლებში მერყეობს.

 საქართველოს რევანდელი 2.7 ქულა ვერ ჩაითვლება, ლოგისტიკური შესაძლებლობების ამბიციის მქონე ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგად.

გასათვალისწინებელი ის გარემოება, ლოგისტიკური ინდექსის (LPI), ექვსიდან ერთ – ერთი ძირითადი ქვეკომპონენტის – ინფრასტრუქტურის მდგომარეობის მიხედვით, საქართველოს  – 2.3 ქულით, მსოფლიოში, არცთუ მაღალი – 108 – ე ადგილი უკავია.

საქართველო, ლოგისტიკის ინდექსის ინფრასტრუქტურის ქვეკომპონენტით, ჩამორჩება რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას, შედარებისათვის – თურქეთი – 43 – ე საფეხური, სომხეთი – 76 – ე საფეხური, ყაზახეთი და ტაჯიკეთი – მე – 80 საფეხური, ბელარუსი  და რუსეთი –  68 – ე საფეხური, უზბეკეთი, ყირგიზეთი და უკარაინა  –  89 – ე საფეხური.

ფაქტიურად ინფრასტრუქტურის მდომარეობით საქართველოს მხოლოდ მოლდოვაზე უკეთესი (132 – ე საფეხური) პოზიცია გააჩნია.

ლოგისტიკური ინდექსის ანალიზი, ნათლად მიუთითებს, ქვეყანაში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განუვითარების აუცილებლობაზე, ამასთან მისასალმებელია ფოთის ნავსადგურში მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის განხორციელება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ვოლგა დონის სამდინარო არხიდან ყოველწლიურად  1.5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის გადმორთვის პერსპექტივა არსებობს

Next Post

სატრანზიტო ბუმის მოლოდინში აზერბაიჯანი საზღვაო – სავაჭრო ფლოტს ანვითარებს

Related Posts

მსოფლიოს ტოპ 10  ტრანსკონტინენტური საკონტეინერო საზღვაო გადამზიდავი  კომპანია

პანდემიის შემდეგ კონტინენტთაშორისი საზღვაო გადაზიდვები ჩვეულ რითმს და  სატაბილურ ზრდას დაუბრუნდა. 2024 წელს კონტინენტთაშორისი გადაზიდვების მსოფლიო ბაზრის ზომამ…
მეტის ნახვა

ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად  უკრაინა  ევროპული  ლიანდის სტანდარტზე  გადადის

რუსეთის მხრიდან უკრაინის ნავსადგურების ბლოკირებამ, საექსპორტო საქონლის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად უკრაინას ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგა, რამაც დღის წესრიგში…
მეტის ნახვა

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული საგზაო პროექტების  გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე  (ნაწილი I)

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ – დასავლეთის მაგისტრალის 302 კილომეტრი, ანუ მთლიანი მოცულობის – 70%  უკვე…
მეტის ნახვა