ყაზახეთის რკინიგზაზე კერძო ოპერატორების დაშვება 2027 წლიდან იქნება შესაძლებელი

ყაზახეთის  სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტის საფუძველზე, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით – ყაზახეთის რკინიგზის რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 2027 წლისათვის მაგისტრალურ ქსელზე კერძო გადამზიდავების დაშვებას ითვალისწინებს.

ბუნებრივია არსებობს კითხვები – რა ეტაპზეა რეფორმა საქართველოს რკინიგზაზე? არსებობს სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული რეფორმირების სტრატეგიული დოკუმენტი? რა ვადებში განხორციელდება რეფორმა? ეს კითხვები დღეს როგორც არასდროს აქტუალურია, რადგანაც საქართველოს რკინიგზა წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს რომლის შემოსავალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის  ერთ პროცენტს უტოლდება.

შუა დერეფნის კონკურეტუნარიანობა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, არა მარტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, არამედ დერეფნის ქვეყნებში ინსტიტუციონალური რეფორმების განხორცილებასთან.

სარკინიგზო სფეროს ინსტიტუციონალური რეფორმა ითვალისწინებს მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელზე კერძო ოპერატორების თავისუფალ დაშვებას და ასეთი დაშვებისათვის სათანადო იურიდიული წინაპირობების შექმნას.

შუა დერეფნის ერთ – ერთი საკვანძო ქვეყნის – ყაზახეთის მაგალითზე, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მკითხველს სთავაზობს ყაზახეთის რკინიგზაზე  რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ანალიტიკას ასევე პარალელს ავლებს საქართველოს რკინიგზის  ანალოგიურ პროცესთან.

ყაზახეთის მაგალითზე სარკინიგზო დარგის რეფორმირების მოდელი, სავსებით ნათლად წარმოაჩენს ამ პროცესში  სახელმწიფოს როლს და მის ჩართულობას.

აღსანიშნავია,  რომ ყაზახეთის მსგავსად, „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“  მიხედვით, საქართველოს რკინიგზის კორპორატიზაციის პროცესის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

ამ თვალსაზრისით, საინტერესო იქნება ყაზახეთის  რკინიგზის მოდელის გაანალიზება.

ყაზახეთის მოდელის მიხედვით, 2027 წლიდან  გადამზიდავ კომპანიებს რომლებიც ფლობენ საკუთარ მოძრავ შემადგენლობას,  სახელმწიფოს კუთვნილ   მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელზე მიეცემათ დაშვების უფლება.

ყაზახეთის  სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტის თანახმად, მაგისტრალურ ქსელზე კერძო ოპერატორების დაშვების თარიღად 2027 წელია მითითებული.

საქართველოს რკინიგზას განვითარების ანალოგიური სტრატეგიული – სამოქმედო დოკუმენტი დღემდე არ გააჩნია.  

ყაზახეთის ერთიანი რკინიგზის ბაზეზე, იგეგმება განცალკევებული ფინანსური ანგარიშგებით, იურიდიული პირის –  ნაციონალური ინფრასტრუქტურის ოპერატორის ჩამოყალიბება. საქართველოს რკინიგზაზე აღნიშნული გამიჯვნა განხორციელებულია.

გათვალისწინებულია, რომ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს დაექვემდებარებაში მყოფი ინფრასტრუქტურის მფლობელი ორგანო ყველა გადამზიდავებისათვის და მათ შორის ყაზახეთის სატვირთო  გადამზიდავისათვის ჩამოაყალიბებს  თანაბარ და არადისკრიმინაციურ პირობებს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს  რკინიგზაზე შესაძლოა ხშირად შეხვდეთ მეზობელი რკინიგზების ამა თუ იმ  კომპანიების წარწერებით მოძრავს ვაგონებს, განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს რკინიგზაზე თანაბარი დაშვების უფლებას გასცემს არა ინფრასტრუქტურის ოპერატორი  არამედ მონოპოლიური საქართველოს რკინიგზა რომელსაც რეალურად ერთ ხელში აქვს  შეთავსებული ინფრასტრუქტურის და სატვირთო გადაზიდვების მართვა.  

ანალოგიური მიდგომა ფიქსირდება ყაზახეთის რკინიგზაზეც, სწორედ ასეთი მონოპოლიური რგოლის დაშლა წარმოადგენს პროცესის გამჭირვალეობის წინაპირობას.

სტრატეგიული გეგემის მიხედვით ყაზახეთის მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელზე  ოპერატორის ფუნქციას „КТЖ-სატვირთო გადაზიდვები“ შეასრულებს, რომელიც ამავე დროს ნაციონალური გადამზიდავიც იქნება.

2025  და 2026 წლები მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს, ამ პერიოდში შემუშავდება მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელით სარგებლობის ტარიფების მეთოდოლოგია, საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებები, კერძო ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმები,  პარალელურად განხორციელდება ნაციონალური ინფრასტრუქტურული ოპერატორის ფორმირება.

რეორგანიზაციის პროცესში ანალოგიური ნაბიჯების გავლა საქართველოს რკინიგზასაც მოუწევს, აუცილებელი იქნება, გადაზიდვების პროცესში ჩართული ყველა რგოლის ურთიერთამოკიდებულის იურიდიული ასპექტების საკანონმდებლო დონეზე დამაგრება. ამ თვალსაზრისით, პროცესის წარმართვაში  იკვეთება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებული როლი.

ყაზახეთის 2030 წლამდე სატრანსპორტო – ლოგისტიკური პოტენციალის  კონცეფციის თანახმად, 2030 წლისთვის ადგილობრივ სატრანსპორტო ბაზარზე, კერძო გადამზიდავების წილი 30% უნდა შეადგენდეს. სწორედ ამ იდიკატორზე დაყრდნობით ვარაუდობს სახელმწიფო – სარკინიგზო დარგის განვითარებას.

ყაზახეთში ამა თუ იმ ფორმით ახლად აღმოცენებული კერძო გადამზიდავები მოითხოვენ, მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელზე გრძელვადიან დაშვებას, რაც საშუალებას მისცემს დაგეგმონ ლოკომოტივების შეძენაში და მომსახურე ინფრასტრუქტურის ობიექტებში – დეპოებში და სასადგურო ლიანდაგებში ინვესტიცების ჩადების მოცულობა.

კერძო კომპანიები მზად არიან უახლოეს წლებში თავის თავზე აიღონ საინვესტიციო ტვირთი და ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხნიდან  შეიძინონ 100 ზე მეტი ახალი სერიის მაგისტრალური ელმავლები.

საქართველოს რკინიგზის შემთხვევაში, როდესაც სალოკომოტივო პარკი არასაკმარისია და მისი 60 % ის წლოვანება 35 წელს აღემატება – მიდგომა, რომ კერძო გადამზიდავი საკუთარი ინვესტიცით შეიძენს გამწევ ძალას, მოახდენს სერთიფიცირებას მიმზიდველი და მომგებიანი იქნება.

რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია, ყაზახეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის და გადაზიდვების სეგმენტის გაყოფის შემდგომ ამ  უკანასკნელის აქტივების ნაწილის საერთაშორისო ბირჟებზე რეალიზიება და  კერძო გადამზიდავებისათვის მართვაში გადაცემა.

დასკვნის სახით – ყაზახეთის  სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტის საფუძველზე, სახელმწიფოს ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს  ყაზახეთის რკინიგზის რეფორმირების პროცესი, რომელიც 2027 წლისათვის მაგისტრალურ ქსელზე კერძო გადამზიდავების დაშვებას ითვალისწინებს.   

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

რეგიონის ქვეყნებში ფართოდ ინერგება საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა

Next Post

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე ხორგოსის ტერმინალი შუა დერეფნის მძლავრ სატრანსპორტო კვანძად ყალიბდება

Related Posts

რატომ იხდის ქართველი საავტომობილო გადამზიდველი – თურქეთის ტერიტორიაზე ორჯერ გზათსარგებლობის და ფასიანი გზების გადასახადს ?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფასიანი გზების სისტემის  მიზანი, სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლებით შევსებაა, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის…
მეტის ნახვა

რუსეთის ნავსადგურებისთვის დაწესებული სანქციები შეაჩერებს ნავთობის „ჩრდილოვან“ გადაზიდვებს?

ახლახანს ევროკავშირმა მე 16 პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესა რუსეთის ხუთ საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს, მათ შორის რუსეთის ყველაზე მსხვილ…
მეტის ნახვა

ლოგისტიკური ცენტრების განთავსების ლოკაციები და განვითარების პერსპექტივები

გააჩნია თუ არა ქვეყანას ლოგისტიკური ცენტრების განთავსების ლოკაციების სქემები და შემუშავებულია თუ არა მათი განვითარების საინვესტიციო შესაძლებლობები ?…
მეტის ნახვა