„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მუდმივად ამახვილებს ყურადღებას, დერეფნის ტვირთწარმომქმნელ ქვეყნებში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, „ვიწრო ადგილების“ დებლოკირება ერთობლიობაში განსაზღვრავს შუა დერეფნის მიმზიდველობას და კონკურენტუნარიანობას.
ყაზახეთის კასპიის აქტაუს ნავსადგურის გაფართოება – აქტაუს სპეციალურ ეკონიმიკურ ზონაში, აქტაუს სავაჭრო ნავსადგურის და ჩინურ კომპანია „ლანიუნგანის პორტთან“, სატრანზიტო ნაკადის გასატარებლად, 19 ჰექტარზე განთავსებული, საკონტეინერო ჰაბის მშენებლობის პროექტი.
აქტაუს საკონტეინერო ჰაბის აქტუალიზაცია, განპირობებულია 2024 წელს ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე, სიანის ტერმინალის გახსნით, სადაც ხორციელდება ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი საკონტეინერო მატარებლების 30 % ის გატარება. რაც შთამბეჭდავი ციფრია.
აქტაუს საკონტეინერო ჰაბი აღჭურვილი იქნება, ყველა სახის თანამედრო სერვისებით, დაწყებული ავტომობილიდან ან სარკინიგზო ვაგონიდან კონტეინერებში ტვირთის გადაწყობით, ასევე რეფკონტეინერების და სამაცივრე დახურული საწყობებით. მთლიანად განახლდება, პორტატული და მობილური ამწეები.
აქტაუს საკონტეინერო ჰაბის მოწყობით შესაძლებელი იქნება, დღევანელი საკონტეინერო სიმძლავრე – 70 000 TEU დან, პირველ ეტაპზე 2025 წლისათვის გაიზარდოს 92 000 TEU მდე, ხოლო 2034 წლისათვის მიაღწიოს საპროექტო მაჩვენებელს წელიწადში – 300 000 TEU ს. რაც წელიწადში 3000 საკონტეინერო მატარებლის გატარების ტოლფასია. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს არსებული ტერმინალი გატარებული 50 000 TEU თ დერეფნის „ვიწრო ადგილად“ წარმოჩინდება.
აქტაუს საკონტეინერო ჰაბის პირველი ეტაბის გაშვება 2025 წელსაა ნავარაუდევი.
ყაზახეთის კასპიის კურიკის ნავსადგურის გაფართოება – სადღეისოდ კურიკის ნავსადგურში გრძელდება მრავალფუნქციური ტერმინალის „სარჟას“ მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ 2027 წელს ნავსადგურის გამტარუნარიანობა 10 მლნ ტონას მიაღწევს.
პროექტი, კომპანია Abu Dhabi Ports ის ფინანსებით მიმდინარეობას, ჯამური ინვესტიცია 200 მლნ დოლარს შეადგენს.
მრავალფუნქიონალური ტერმინალი, „სარჟა“, ახალი ნავმისადგომებისა და მისასვლელი გზების მშენებლობის გარდა, მოიცავს – ხორბლის – ერთი მლნ ტონის, ნავთობის – 4.5 მლნ ტონის და უნივერსალურ 2.9 მლნ ტონაზე განკუთვნილ ტერმინალებს.
აზებაიჯანის ნავსადგურ ალიატში ინტერმოდალური სატვირთო ტერმინალი – 2025 წელს პროექტის განხორციელებას ხელი მოაწერეს – ყაზახეთის, აზერბაიჯანის და ჩინეთის მხარეებმა. ჩინეთს წარმოადგენს Xi’an Free Trade Port Construction and Operation კომპანია.
ახალი ტერმინალი მოიცავს, უნივერსალურ სატვირთო მოედანს, მასში შემავალ – 5 ათას კვადრატულ მეტრ დახურულ სასაწყობე კომპლექს და ათას კონტეინერზე გათვლილ სივრცეს.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანის სანავსადგურე სივრცეში საკონტეინერო სიმძლავრეების განვითარების შესახებ, დროული და სინქრონულია აქტაუში ანალოგიური საკონტეინერო სიმძლავრეებთან მიმართებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ წინა პერიოდში აქცენტი საბორნე და სატანკერო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იყო აღებული, ჩინეთიდან საკონტეინერო ბლოკმატარებლების ინტენსიობამ მთლიანად შეცვალა, კასპიის ზღვაზე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების ტენდენცია.
აზერბაიჯანული და ყაზახური მხარეების ერთობლივი ძალისხმევით ვარაუდობენ, რომ 2025 – 2026 წლებში ჯამურად 600 საკონტეინერო მატარებლამდე გაზრდიან გადაზიდვის მოცულობას, ხოლო 2027 წლისათვის კი 1000 მატარებლამდე.
თბილისის მშრალი ნავსადგური – მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბათ განიხილება, პროექტი ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო – ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას.
სანავსადგურე ოპერატორმა გაერთიანებული ემირატების AD Ports Group მა კომპანია Inveco ს ერთად 2024 წელს შეძლეს თბილისის მშრალი პორტის საკონტროლო აქციათა პაკეტის შეძენა.
პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება. საწყის ეტაპზე გამტარუნარიანობა 96,5 ათას TEU-ს მიაღწევს, სასაწყობე ფართობი 10 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, ბოლო მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ კი, მშრალი პორტის გამტარუნარიანობა 286 ათასი TEU იქნება, ლოგისტიკური ცენტრი კი, ჯამში 100 ათასი კვადრატულ მეტრს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ AD Ports Group ი მჭიდროთ თანამშრომლობს ყაზახეთის კურიკის და აქტაუს ნავსადგურებთან, რაც ტვირთების გადმომისამართების წინაპირობას იძლევა.