შუა დერეფნის ყაზახეთის სარკინიგზო ქსელზე ორიარუსიანი საკონტეინერო გადაზიდვების ტესტირებამ  წარმატებით გაიარა

შუა დერეფნით სარკინიგზო გადაზიდვების ზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დერეფნის გასწვრივ ახალი თანამდროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე.

სულ ახლახანსყაზახეთის რკინიგზის შვილობილმა კომპანია KTZ Express მა, ყაზახეთის სარკინიგზო ქსელზე ორიარუსიანი სატესტო საკონტეინერო გადაზიდვა გაანახორციელა.

გადაზიდვისას გამოყენებული იყო, სპეციალიზირებული ახალი ტიპის ორღერძიანი ურიკები.

ორიარუსიან საკონტეინერო პლატფორმებით გადაზიდვებს გააჩნიათ დადებითი ეკონომიკური ეფექტი, კერძოდ სტანდარტული სიგრძის ბლოკმატარებელით  108 ერთეული კონტეინერის ნაცვლად 156 კონტეინერი გადაზიდვაა შესაძლებელი, რითიც  44 % ით იზრდება რკინიგზის გამტარუნარიანობა, რაც იწვევს სარკინიგზო ოპერაციების ხარჯების ოპტიმიზაციას.

ლოგისტიკური საოპერაციო ხარჯების შესამცირებლად, ორიარუსიანი ბლოკმატარებლების გამოყენება, ძირითადად რკინიგზის ტვირთდაძაბულ უბნებზეა მიმზიდველი.

პერსპექტივაში ყაზახური მხარის მიზანია, ორიარუსიანი ბლოკმატარებლების ამოქმედება ჩინეთ – ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის სიღრმეში, სადაც ყველაზე მაღალია მოძრაობის ინტენსიობა. მხოლოდ 2024 წელს ჩინეთ – ყაზახეთის  საზღვარზე 32 მლნ ტონა ტვირთი დამუშავდა რაც 4 ჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს.

ორიარუსიანი მატარებლები აშშ გარდა,  ინდოეთში გამოიყენება, საინტერესოა ინდოეთის მიერ ელექტროფიცირებულ სარკინიგზო უბნებზე პრობლემის ტექნოლოლოგიური გადაწყვეტა.

ინდოეთი ერთადერთი ქვეყანაა სადაც ორიარუსიანი ბლოკმატარებლებით გადაზიდვები ყველაზე ფართოდ გამოიყენება.  რაც განპირობებული იმით, რომ ინდოეთის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საქონელბრუნვა მაღალია და მოთხოვნადია ეკონომიური ტიპის გადაზიდვები.

მაგალითისათვის ისეთ სარკინიგზო მონაკვეთებზე სადაც თბომავლის  წევაა გამოყენებული,  ორიარუსიანი შემადგენლობით გადაზიდვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო იმ უბნებზე სადაც საკონტაქტო ქსელია მოწყობილი, ანუ რკინიგზა ელექტროფიცირებულია, სიმაღლის შეზღუდვის გამო ასეთი შემადგენლობის გამოყენება შეზღუდულია.

ინდოეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საკონტაქტო ქსელი 7450 სიმაღლეზე აეწიათ, ასევე დაეგრძელებინათ ელმავლის დენის მიმღები პანდოგრაფი.

ინდოეთმა პარალელურად დაიწყო ვაგონ – პლატფორმების მოდერნიზაცია, კერძოს ახალი პლატფორმები კუთხეებში ადაპტირებულია გვერდითი დამჭერებით რაც ზრდის გადაზიდვების საიმედობას.

ყაზახეთის რკინიგზაზე დანერგილი სიახლე – ორიარუსიანი საკონტეინერო მატარებლების სატესტო გარბენი, შუა დერეფნის გადაზიდვების ზრდის თვალსაზრისით, პერსპექტივაში დადებითი ეფექტის მომტანი იქნება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ჩინეთი რუსეთის გვერდის ავლით ჩინეთ –  ყირგიზეთ – უზბეკეთის სარკინიგზო დერეფანს ანვითარებს

Next Post

მსოფლიო ბანკის შეფასებით შუა დერეფნის „ვიწრო ადგილს“ საქართველოში სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის  უკმარისობა წარმოადგენს

Related Posts

რამდენს შეადგენს თურქეთის სრუტეებით სარგებლობის გადასახადი 

ბოსფორის და დარდანელის სრუტეებით წელიწადში  საშუალოდ 42 000 მცირე თუ დიდი გემი სარგებლობს, სამჯერ აღემატება სუეცის და ოთხჯერ…
მეტის ნახვა

ფოთის ნავსადგურის გაფართოება პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია

სახელმწიფოსა და APM Terminals ს შორის 2018 წელს დაწყებული დავა, ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების და ჩრდილოეთით განვითარებასთან დაკავშირებით,…
მეტის ნახვა

ტრანზიტის საფასური საქართველოში ევროზონის და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია

იყენებს თუ არა საქართველო სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტით გატარებისას საფასურის აღების სამართლიან პრინციპს? რამდენად თანაზომადია საქართველოში მოქმედი  საფასური ევროზონაში…
მეტის ნახვა