შუა დერეფნის ტვირთბრუნვაზე დადებითად აისახა ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე განლაგებული ხორგოსის ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაფართოება, რომლის ტვირთბრუნვა ბოლო 10 წლის განმავლობაში 12 ჯერ გაიზარდა.
ოდესღაც საფოსტო დანიშნულების ხორგოსის სარკინიგზო სადგური, სადღეისოდ ტვირთნაკადების გამანაწილებელ მძლავრ სატრანსპორტო კვანძად ყალიბდება.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ საკუთარ ანალიტიკაში მუდმივად ამახვილებს ყურადღებას დერეფნის საყრდენი ლოგისტიკურ ინფასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდის ტენდენციებზე.
ბოლო პერიოდში, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვების ზრდამ, დღის წესრიგში დააყენა ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე განლაგებული ტერმინალების ინფრასტრუქტურის გაფართოების აუცილებლობა.
სადღეისოდ ყახაზეთ – ჩინეთის საზღვარზე სხვადასხვა დატვირთვით ორი გადასასვლელი ფუქნციონირებს (იხ. სქემა). პირველი დოსტიკი (ყაზახეთი) / ალაშამკოუ (ჩინეთი), მეორე ალტინკოლი (ყაზახეთი) / ხორგოსი (ჩინეთი).
დოსტიკის სასაზღვრო გადასასვლელი, ძირითადად ჩრდილოეთით ყაზახეთ – რუსეთ – ბელორუსის დერეფანზეა ორიენტირებული, ხოლო ხორგოსის სასაზღვრო გადასასვლელი – შუა დერეფნით ტვირთების მომარაგებას უზრუნველყოფს.

ამა თუ იმ სასაზღვრო გადასასვლელის მიმზიდველობას განსაზღვრავს გატარებული ტვირთების მოცულობების დინამიკა (იხ დიაგრამა).

დოსტიკის სასაზღვრო ტერმინალი შესაბამისი დამხარისხებელი სატვირთო სარკინიგზო სადგურით ოდიდგანვე წარმოადგენდა ჩინეთიდან რკინიგზით საბჭოთა სივრცეში გადაზიდვების ძირითად მიმართულებას.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, მიუხედავად ჩინეთთან ინტენსიური სატრანსპორტო ეკონომიკური კავშირების ზრდისა, ტვირთბრუნვა დოსტიკის სასაზღვრო სადგურში საგრძნობლად არ შეცვლილა და საშუალოდ წელიწადში 10 – 14 მლნ ტონის ფარგლებში მერყეობს. რაც მიუთითებს ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე სტაბილური ტვირთნაკადის არსებობაზე.
რაც შეეხება, ხორგოსის სასაზღვრო გადასასვლელს, ბოლო 10 წლის განმავლობაში ტვირთბრუნვა 12 ჯერ გაიზარდა და პრატიკულად ისეთივე მოცულობის ტვირთნაკადს ამუშავებს რასაც დოსტიკის ტერმინალი.
ერთ დროს პროვინციული საფოსტო სადგური დღეს ტვირთნაკადების შეკრებ – გამანაწილებელ მძლავრ სატრანსპორო კვანძად ყალიბდება.
ბოლო 10 წლის ტვირთბრუნვის ზრდის დინამიკა ნათლად მიუთითებს ხორგოსის ტერმინალის განვითარების პერსპეტივაზე, რაც შუა დერეფნით დამატებითი ტვირთების მომარაგეგაში აიასახება.
2024 წლის მონაცემებით ხორგოსის სადგურის გავლით 18 ქვეყნის დანიშნულებით, 80 სხვადასხვა საერთაშორისო მარშრუტი ხორციელდება. დოსტიკის სადგურის გავლით 21 ქვეყნის მიმართულებით 118 მარშრუტია დანიშნული.
ხორგოსის ტერმინალი ცენტრალურ აზიაში ყველაზე მხსვილ მშრალ პორტს წარმოადგენს. ექსპლუატაციაში 2015 წელს იქნა გაშვებული და ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე – 103 ჰექტარზეა განთავსებული.
ხორგოსის ტერმინალის ტვირთბრუნვის ზრდაზე, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ბოლო წლებში, ყაზახეთის ტერიტორიაზე ევროპული 1435 მმ ევროპული სარკინიგზო ქსელის მოწყობამ.
ევროპული სარკინიგზო ქსელის მოწყობით, ტერმინალის გამტარუნარიანობა წინა წლებთან შედარებით ორჯერ გაიზარდა, რითაც შესაძლებელი გახდა დღეში 20 მდე სარკინიგზო ბლოკმატარებლის ფორმირება და სხვდასხვა დერეფნებით გაშვება.
ტერმინალის სალიანდაგო ინფრასტრუქტურის გაფართოებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ტვირთბრუნვა წელიწადში საშუალოდ 25 % ით მატულობს.
ხორგოსის ტერმინალის გავლით საკონტეინერო მატარებლების რაოდენობა ინტენსიურად იზრდება:
2016 წელი – 386 ბლოკმატარებელი;
2018 წელი – 2055 ბლოკმატარებელი;
2019 წელი – 3000 ბლოკმატარებელი;
2020 წელი – 4722 ბლოკმატარებელი;
2023 წელი – 7000 ბლოკმატარებელი;
2024 წელი – 7700 ბლოკმატარებელი.
ხორგოსის ტერმინალით ბლოკმატარებლების რაოდენობა ბოლო წლებში – 20 ჯერ გაიზარდა.
ხორგოსის ტერმინალის ტვირთბრუნვის და ბლოკმატარებლების ზრდა დამოკიდებულია 1435 მმ ლიანდიდან 1520 მმ ლიანდზე ან პირიქით საკონტეინერო ოპერაციებისთვის განკუთვნილი დამატებითი გადამტვირთავი კომპექსების მოწყობაზე, რომელთა რაოდენობა ბოლო წლებში ინტენსიურად იზრდება.


ხორგოსის ტერმინალის ინტენსიური გაფართოება, ხშირ შემთვევებში იწვევს ვაგონებით გადატვირთული სატრანზიტო შემადგენლობების გატარების პარალელურად, ახალი შემადგენლობების ფორმირებას რასაც მოზდევს ყაზახეთ – ჩინეთის სასაზღვრო სარკინიგზო კვანძის გადატვირთულობა და რიგ შემთხვევებში სრული პარალიზება.
დასკვნის სახით – ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე ხორგოსის ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაფართოების შედეგად, ბოლო წლებში ტვირთბრუნვის ინტენსიური ზრდა, ქმნის შუა დერეფნით დამატებითი ტვირთების მოზიდვის ყველანაირ წინაპირობას.