ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირობებში რუსეთი ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით გადაზიდვებს აჩერებს

ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გამო, რუსეთმა ჩრდილოეთ – სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ყველა სახის გადაზიდვა შეაჩერა.
რუსეთისათვის ჩრდილოეთ-სამხრეთ სატრანსპორტო დერეფანს სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედების პირობებში იგი ერთადერთ არტერიას წარმოადგენს, რითაც 7.2 ათასი კმ სიგრძის ჩრდილოეთ -სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი რუსეთს – ირანის გავლით – ინდოეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებთან აკავშირებს.

ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის სამივე განშტოება – დასავლეთი (აზერბაიჯანის გავლით), ტრანსკასპიური (საზღვაო) და აღმოსავლეთი (ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით) – საბოლოოდ ირანის ტერიტორიაზე ერთიანდება (იხ. სქემა).
დერეფნის დასავლეთის განშტოება ძირითადად რუსეთიდან ხე – ტყის, ქიმიური ტვირთების და მარცვლეულის გადაზიდვებისთვისაა განკუთვნილი, აღმოსავლეთ განშტოება ყველაზე პოპულარულია ქაღალდის, ცელულოზის, სამშენებლო მასალებისა და საკვები პროდუქტებისთვის. ნავთობი და მცენარეული ზეთი კასპიის საზღვაო მარშრუტით იგზავნება.

რუსეთისთვის ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის პრიორიტეტულობა დერეფნის გასწვრივ 100-ზე მეტი საინვესტიციო პროექტის მიმდინარეობით დასტურდება. რუსეთი არ მალავს, რომ ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფანი მისი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერების მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთ სარკინიგზო დერეფნის დასავლეთის განშტოებაზე (ლურჯი კონტური) რეშტი-ასტარას 162 კმ სიგრძის მონაკვეთი ჯერ კიდევ საპროექტო სტადიაზეა, რუსეთი აფინანსებს აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობას.

რუსეთმა და ირანმა რეშტ – ასტარას სარკინიგზო მონაკვეთის შესახებ შეთანხმებას 2023 წელს მოაწერეს ხელი. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ღირებულება 1.6 მილიარდ ევროს შეადგენს, რუსეთ-უკრაინის საომარი პირობების მიუხედავად, რუსეთმა პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები – 1.3 მილიარდი ევრო – მოიძია და დაფინანსება იკისრა.

რუსეთისთვის პრიორიტეტული პროექტის დაჩქარებული ტემპით განხორციელებაზე მიუთითებს 2025 წლის სექტემბერში ირანის მიერ რუსეთისთვის, პროექტის ფარგლებში, რეშტ – ასტარის რკინიგზის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის პროცესი. სადღეისოდ მიწის ნაკვეთების ნახევარი 162-კილომეტრიანი რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოსყიდულია. შესყიდვის საბოლოო პროცესის დასრულება 2026 წლის მარტის ბოლოსთვისაა ნავარაუდევი. აპრილიდან იგეგმება მშენებლობის დაწყება.

ბუნებრივია, ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის დარჩენილი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის რუსეთის მიერ ფინანსების გამოყოფა და პარალელურად მიწების დაჩქარებული ტემპით გამოსყიდვა კიდევ ერთხელ მიუთითებს რუსეთისთვის დერეფნის სტრატეგიულობაზე.

2025 წელს ჩრდილოეთ – სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ რკინიგზის ტრანსპორტით გადაზიდვების მოცულობამ 9.9 მლნ ტონა შეადგინა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 12.9 მლნ ტონას შეადგენდა.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირობებში უკვე შეიმჩნევა ხე-ტყისა და ქიმიური მრეწველობის ტვირთების ირანის ნაცვლად ჩრდილოეთ აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გადამისამართების ტენდენციები.

ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ – სამხრეთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვების შეჩერებამ და ტვირთების გადამისამართებამ, მარშრუტების დაგრძელების გამო, ხარჯების 20-30%-ით გაზრდა გამოიწვევს.

რუსეთის სატრანსპორტო ექსპერტების ვარაუდით, ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნით გადაზიდვების 25%-ით და მეტით შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

საქართველოს რკინიგზით ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვები შუა დერეფანს უბრუნდება – ქვეყნისთვის სტრატეგიული ტვირთნაკადის დამკვიდრების რა პერსპექტივა არსებობს?

Next Post

შუა დერეფნის გადაულახავ პრობლემად ტვირთნაკადების მოძრაობის დისბალანსი სახელდება

Related Posts

ყაზახეთის ნავსადგურების აკვატორიის ფსეკრდაღრმავება – გამტარუნარიანობას  30 % მდე გაზრდის

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მუდმივად ამახვილებს ყურადღებას, დერეფნის ტვირთწარმომქმნელ ქვეყნებში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე,  „ვიწრო ადგილების“ დებლოკირება ერთობლიობაში განსაზღვრავს…
მეტის ნახვა

როგორია ტრანსკასპიური დერეფნით ყაზახური ნავთობის გადმორთვის პერსპექტივა

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ყაზახეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება – ნავთობის მართშრუტების დივერსიფიცერების შესახებ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტიდან 20 მლნ ტონის, მათ შორის…
მეტის ნახვა

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის მართვაში დაშვებული შეცდომები და მოსალოდნელი საფრთხეები

დღევანდელი გადმოსახედით,   ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის მშენებლობა, შესაძლოა შეფასდეს, როგორც დროში განგრძობადი, დაბალი ფინანსური უკუგებით, ქვეყნის…
მეტის ნახვა