ჩინეთიდან გამოგზავნილი საკონტეინერო ნაკადის მხოლოდ მეათედი ნაწილი აღწევს საქართველომდე, რაც შუა დერეფნის დაბალი დატვირთვით გამოყენებაზე მიუთითებს

2026 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემების ანალიზით, ჩინეთიდან შუა დერეფნით გამოგზავნილი საკონტეინერო ნაკადის მხოლოდ 10% – იმპორტის სახით აისახა საქართველოში, რაც არ წარმოადგენს მაღალ მაჩვენებელს და მიუთითებს შუა დერეფნის შესაძლებლობის დაბალი დატვირთვით გამოყენებაზე.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო TITR მარშრუტს ჩვეულებრივ ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელ დერეფნადაც მოიხსენიებენ, რომელშიც საქართველოზე გამავალი შუა დერეფანია ინტეგრირებული. რეალურად, ჩინეთიდან გამოგზავნილი საკონტეინერო ნაკადი ყაზახეთს, კასპიის ზღვასა და სამხრეთ კავკასიას კვეთს და შემდეგ ევროპის მიმართულებით აგრძელებს გზას.

როდესაც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო TITR მარშრუტზე გატარებული კონტეინერების ან სხვა სახის ტვირთების გადაზიდვებს აფასებენ, მხედველობაში იღებენ მის რომელიმე კვეთში გატარებული ნაკადის მოცულობას. მაგალითისთვის, ყველაზე ხშირად ასეთ გათვლებს ჩინეთის ან ყაზახეთის სატრანსპორტო უწყებები აკეთებენ და მათ მიერ ოფიციალურად გაჟღერებული მონაცემები აბსტრაგირებულია მთლიანად დერეფნისათვის.

რეალურად კი ამ ქვეყნების მიერ მათ სატრანსპორტო ქსელზე გატარებულ ტვირთნაკადს, რომელიც შუა დერეფნის გავლით მის საბოლოო წერტილს აღწევს, კლებულობს და მის ბოლო პუნქტში – საქართველოს ქსელზე – ბევრად შემცირებული მოცულობით აისახება. იმ ვითარებაში, როცა ვიყენებთ ჩინეთის ან ყაზახეთის ქსელზე დაფიქსირებულ მონაცემებს, არადა საქართველოზე ბევრად შემცირებული მაჩვენებლებია, ასეთი მიდგომა არ იძლევა საქართველოსთვის საიმედო ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას.

შესაბამისად, ამ ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების მიერ მასმედიაში გამოტანილი ინფორმაცია ტრანსფორმირდება და ქართული ოფიციალური წყაროებით წარმოჩინდება, როგორც საქართველოს სატრანსპორტო მონაკვეთზე გავლილი ტვირთნაკადი. ამიტომაც ხშირად შეხვდებით ოფიციალურ სამთავრობო გამოსვლებში, შეხვდებით შუა დერეფნით ბოლო ხუთ წელიწადში შვიდჯერ გაზრდილ გადაზიდვებს. შესაძლებელია, ეს ასეც იყოს შუა დერეფნის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარზე, მაგრამ საქართველოსთვის რეალურად სულ სხვანაირად აისახება. ამიტომ სწორი მართვითი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზუსტად წარმოვიდგინოთ, ჩინეთიდან წამოსული ტვირთნაკადი ქვეყნების მიხედვით როგორ ნაწილდება და რამდენი კონტეინერი აღწევს საქართველოს და მის ნავსადგურებს.

ამ მიზნით, 2026 წლის 8 თვის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ ანალიტიკაში გვინდა წარმოვაჩინოთ, ჩინეთიდან გამოგზავნილი საკონტეინერო ნაკადის რა ნაწილი აღწევს შუა დერეფნით საქართველომდე და შევაფასოთ აღნიშნული თანაფარდობა.

ჩინეთიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით კონტეინერების გადაზიდვის საერთო მოცულობამ 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 45 426 ათასი TEU შეადგინა.

ჩინეთიდან გამოგზავნილი საკონტეინერო ნაკადიდან 27 782 TEU, ანუ 61%, აზერბაიჯანის დანიშნულებით გამოგზავნილ ალიათის ნავსადგურში ჩამოიტვირთა, 4 318 TEU, ანუ 10%-ს, საქართველოს იმპორტი წარმოადგენდა, მცირე მოცულობა, 712 TEU, ანუ 2% – ახალქალაქის გავლით თურქეთის მიმართულებით გადაიზიდა და მხოლოდ 510 TEU-ს, ანუ 1%-ს, ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების გავლით ტრანზიტად გავიდა.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა სახის ტვირთების იმპორტი ხდება ჩინეთიდან აზერბაიჯანში და რა სახის – საქართველოში?

2026 წელს TMTM-ის მეშვეობით ბაქოში გაიგზავნა ფოტოელექტრული მოდულები და მზის ელექტროსადგურების კონსტრუქციები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტრონიკა, ავტოკომპონენტები, სამრეწველო აღჭურვილობა, ფოლადის მილები, სამშენებლო მასალები, ტექსტილი და სამომხმარებლო საქონელი.

აზერბაიჯანს მზის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და სპეციფიკური სატრანსპორტო ნაკადი გააჩნია. მათი პროექტის ლოგისტიკური პროგრამა მოიცავს 100 სპეციალიზებულ ბლოკმატარებელსა და 4 500 კონტეინერს.

2026 წლის 8 თვეში ჩინეთიდან საქართველოში ბლოკმატარებლებით, ძირითადად, მაღალი ღირებულების, კონტეინერიზებული და შედარებით სწრაფ მიწოდებაზე ორიენტირებული საქონელი მოდიოდა, როგორიცაა – ტელეფონები, კომპიუტერები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტრონული მოწყობილობები, სამრეწველო დანადგარები, მოწყობილობები, ავტომობილების ნაწილები, ტანსაცმელი, ქსოვილები, მზის პანელები/მოდულები, ელექტრომობილები და შესაბამისი კომპონენტები.

2026 წლის საქართველოს დანიშნულებით შანხაიდან 400 კმ-ით დასავლეთით მდებარე ჰეიფეიდან თბილისი/ფოთის მიმართულებით განხორციელებულმა გამჭოლმა მატარებელმა, ბლოკმატარებელმა, 55 კონტეინერი ჩამოიტანა.

დასკვნის სახით – ჩინეთიდან შუა დერეფნით გამოგზავნილი საკონტეინერო ნაკადის მხოლოდ 10% იმპორტის სახით აისახა საქართველოში, რაც არ წარმოადგენს მაღალ მაჩვენებელს და დერეფნის დაბალი დატვირთვით გამოყენებაზე მიუთითებს.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ქართული გემთმშენებლობა – “პატარა გემებიდან დიდ ინდუსტრიამდე” – ყულევში პირველი იალქნიანი იახტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

Next Post

აზერბაიჯანი კასპიის ზღვის გარეთ, გლობალურ საოკეანო სივრცეში, საკუთარი ფლოტით – საერთაშორისო ნაოსნობას აფართოებს – რა პერსპექტივა გააჩნია საქართველოს?

Related Posts

როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – სანქციების ამოქმედების შედეგად სატრანზიტო ტვირთნაკადების გადმორთვის ეფექტი განულებულია

სანქიების დაწესების შედეგად, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოზე გამავალი დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების მყისეული – 40 % იანი…
მეტის ნახვა

ქართული გემთმშენებლობა – “პატარა გემებიდან დიდ ინდუსტრიამდე” – ყულევში პირველი იალქნიანი იახტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

საქართველოში გემთმშენებლობის აღორძინების საკითხს – “პატარა გემებიდან დიდ ინდუსტრიამდე”, ჩვენს გვერდზე, ახლახან საზღვაო დარგის სპეციალისტის, მერაბ ჩაჩავას, პუბლიკაცია…
მეტის ნახვა

რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების პირობებში, საქართველოს ეკონომიკური სარგებელი მოკლე სატრანზიტო მანძილის გავლით მიღებული შემოსავლით შემოიფარგლება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პროცესის სამშვიდობო კალაპოტში გადასვლამ უკვე დღეს რეალური ზეგავლენა იქონია რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებაზე, რაც…
მეტის ნახვა