მძღოლების დეფიციტის შესავსებად, პოლონეთი ეტაპობრივად ზრდის ხელფასებს, რამდენად შესაძლებელია, საქართველოს გადაზიდვების ბაზარზე მძღოლებისთვის ხელფასის გაზრდა?

საქართველოში ხელფასების ზრდის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს სატვირთო ავტომობილის საერთაშორისო გადაზიდვებში დაბალი თვიური წარმადობა (გარბენი) წარმოადგენს, სატრანსპორტო საშუალების დაბალი წარმადობა კი ნებისმიერი სატრანსპორტო კომპანიისთვის სერიოზული ფინანსური ზარალია და ხელფასების ზრდის შეფერხებას იწვევს.

იმ პირობებში, როცა ევროპული კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ევროპის ბაზარზე ოპერირებენ, თვეში ქართველ გადამზიდავთან შედარებით, საშუალოდ 4-5-ჯერ მეტი გარბენი და წარმადობა აქვთ, ხელფასის გაზრდის რეზერვი  გააჩნიათ, ასეთი რეზერვი კი სადღეისოდ  ქართული კომპანიებისათვის ნაკლებად არსებობს.

როგორ ძლევს პოლონეთი ხელფასის ზრდის და მძღოლების დეფიციტის   პრობლემას? შესაძლოა პოლონეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და გამოცდილება საქართველოს საავტომობილო გადაზიდველებისთვისაც გასაზიარებელი  იყოს.

პოლონეთის საავტომობილო ტრანსპორტის სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. დარგის წარმომადგენელთა განცხადებით, პოლონეთში 120 ათასამდე პროფესიონალი მძღოლის დეფიციტია.

საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) ს კვლევის თანახმად, სადღეისოდ პოლონეთში მძღოლების ვაკანსიების 15.4% შეუვსებელი რჩება.

სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტი საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია მწვავედ შეინიშნება. ხშირად სოციალურ ქსელებში შეხვდებით ამა თუ იმ სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას მძღოლების დასაქმებასთან დაკავშირებით.

უფრო მეტიც, რიგ კომპანიებს გაჩერებული ჰყავთ სატრანსპორტო საშუალებები იმის გამო, რომ ვერ მოძებნეს მძღოლი და ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა საქართველოში უფრო გაღრმავდება, რადგან ქართველი მძღოლი ხშირად ტოვებს ქვეყანას და მიდის უცხოეთში სამუშაოს საძებნელად. ცნობისათვის, ამ პრობლემას ჩვენი გვერდი რამდენჯერმე შეეხო.

რაც შეეხება პოლონეთს, გადამზიდველი კომპანიები ცდილობენ, მძღოლები მაღალი ხელფასებით მოიზიდონ და დეფიციტი მესამე ქვეყნებიდან ჩამოყვანილი მძღოლებით შეავსონ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

რეალობა შემდეგში მდგომარეობს: არსებული სამუშაო ძალა ბერდება, ახალგაზრდებს ამ პროფესიაში შესვლის სურვილი არ გააჩნიათ, ხოლო ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოზიდული მუშახელი მზარდ დეფიციტს ვერ ავსებს.

გადამზიდავები აფიქსირებენ, რომ მძღოლების დეფიციტს შედეგად მოაქვს ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯები და გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების გამო ეკონომიკის დამუხრუჭება.

პოლონეთი, სატვირთოების მძღოლების პროფესიის პოპულარიზაციისკენ მიმართული სხვადასხვა კამპანიის მეშვეობით, რამდენიმე წელია ცდილობს, აღნიშნული პრობლემა ეროვნულ დონეზე მოაგვაროს. მრავალწლიანი ძალისხმევის წყალობით, პოლონეთმა შეძლო, საწყის საფეხურზე ამ პროფესიის პროფესიულ სასწავლებლებში დაბრუნება.

მიუხედავად იმისა, რომ მძღოლების მოსაზიდად პოლონეთის სატრანსპორტო კომპანიები ხელფასებს მუდმივად ზრდიან, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელფასი 12%-ით გაიზარდა, ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ თავად პროფესიაში შესვლის პროცესიც ბარიერს წარმოადგენს – მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორიისა და პროფესიული კვალიფიკაციის მიღება რამდენიმე ათასი ევროს ოდენობის ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მძღოლების დაქირავებისას არსებულ მთავარ დაბრკოლებებს შორისაა C და C+E კატეგორიის მართვის მოწმობებისა და პროფესიული კვალიფიკაციის მოპოვების მაღალი ღირებულება.

გარდა ამისა, პოლონეთში სახეზეა უსაფრთხო საპარკინგე ადგილების ნაკლებობა, სანიტარიული დანიშნულების ობიექტების არასაკმარისი რაოდენობა და მარშრუტის გასწვრივ მოსასვენებელ ადგილებთან დაკავშირებული სირთულეები.

პოლონეთში, თუ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა საპარკინგე ადგილების დეფიციტია, საქართველოში მძღოლების საქართველოდან გადინების ძირითად მიზეზად ქვეყნის საავტომობილო გზებზე და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე საცობების პრობლემა სახელდება.

პოლონურ სამუშაოთა ძიების პორტალებზე ამჟამად შესაძლებელია საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში C+E კატეგორიის მძღოლების ვაკანსიების დიდი რაოდენობით ნახვა.

შემოთავაზებული ხელფასი, როგორც წესი, თვეში 2300-დან 3700 ევროს დიაპაზონის ფარგლებში მერყეობს.

პოლონეთში მძღოლების დეფიციტზე რეაგირების ერთ-ერთი გზა გადამზიდველი კომპანიებისთვის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მძღოლების დაქირავებაა. უკრაინელი და ბელარუსი მძღოლები პოლონეთის საერთაშორისო სატრანსპორტო სექტორში დეფიციტის შევსების მნიშვნელოვან რეზერვს წარმოადგენენ.

მძღოლების დეფიციტს ხელშესახები ნეგატიური ეკონომიკური შედეგებიც ახლავს თან. კომპანიები ზრდიან ხელფასებს, სთავაზობენ ბონუსებსა და მუშაობის უკეთეს პირობებს, ასევე მეტს ხარჯავენ კადრების მოზიდვაზე. ამავდროულად, მძღოლების ნაკლებობა ნიშნავს იმას, რომ მათი ავტოპარკის ნაწილი გაჩერებულია და ვერ ფუნქციონირებს.

შედეგად, საავტომობილო გადაზიდვების ხარჯები იზრდება, რაც ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო გადაზიდვებში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მცირდება.

მძღოლების დეფიციტის შესავსებად, პოლონეთი ეტაპობრივად ზრდის ხელფასებს, რამდენად შესაძლებელია, არსებულ რეალობაში საქართველოში მძღოლებისთვის ხელფასის გარდა?

საქართველოში ხელფასების ზრდის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს სატვირთო ავტომობილის საერთაშორისო გადაზიდვებში დაბალი თვიური წარმადობა (გარბენი) წარმოადგენს, სატრანსპორტო საშუალების დაბალი წარმადობა კი ნებისმიერი სატრანსპორტო კომპანიისთვის სერიოზული ფინანსური ზარალია და ხელფასების ზრდის შეფერხებას იწვევს.

იმ პირობებში, როცა ევროპული კომპანიის სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ევროპის ბაზარზე ოპერირებენ, თვეში ქართველ გადამზიდავთან შედარებით, საშუალოდ 4-5-ჯერ მეტი გარბენი და წარმადობა აქვთ, ხელფასის გაზრდის რეზერვი  გააჩნიათ, ასეთი რეზერვი კი სადღეისოდ  ქართული კომპანიებისათვის ნაკლებად არსებობს.

არ არის გამორიცხული, რუსეთის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამო, ქართველი გადამზიდველების,  შეღწევადობა და გადაზიდვების განხორციელება კიდევ უფრო არამომგებიანი გახდეს, სადღეისოდ საწვავთან დაკავშირებული სირთულეები ქართველი გადამზიდველის ეკონომიკურ საქმიანობაზე ნეგატიურად აისახა, კერძოდ, ხარჯები რუსეთის  რეისზე საშუალოდ 800 – 900 დოლარამდე გაზარდა, რაც მხოლოდ უმნიშვნელო 10 -15 % გადაზიდვის ტარიფის მატებით დაკომპესირდა.

სწორედ ამიტომ, საქართველოში არსებულ პირობებში, სფეროში საქმიანობა ეკონომიკურად არარენტაბელურია. ეს ყოველივე, კი მძღოლების ხელფასების მატებას რთულად პროგნოზირებად ხდის.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

აზერბაიჯანი რეგიონში სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოზიციებს აძლიერებს – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეკორდული ტრანზიტული სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი დაფიქსირდა

Next Post

შუა დერეფნით ყაზახური ნედლი ნავთობის დამკვიდრების პროცესი მიმდინარეობს – აგვისტოში საქართველოს რკინიგზისა და ბათუმის ნავთობტერმინალით – დაკონტრაქტებული 100 000 ტონა ნედლი ნავთობის გატარებაა გათვალისწინებული

Related Posts

თქვენი თანადგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადება

მოგესალმებით, ჩვენი ორგანიზაცია 10 წელზე მეტია ემსახურება სატრანსპორტო – ლოგისტიკური სექტორის განვითარებას, არსებული გამოწვევების ანალიზსა და საერთაშორისო სატრანსპორტო…
მეტის ნახვა

ათასობით „მიტოვებული“ ვაგონი, გადაზიდვების რეკორდული ვარდნა, ლოკომოტივების დეფიციტი, ცხრაჯერ შემცირებული წმინდა მოგება –   რა გავლენა იქონია ომმა  რუსეთის ყველაზე დიდ სახელმწიფო კომპანიაზე – რუსეთის რკინიგზაზე

რუსეთის რკინიგზის არსებული ფინანსური მდგომარეობა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა უარყოფითი შედეგი მოუტანა ომმა, რუსეთის ერთ – ერთ…
მეტის ნახვა

ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI-ის) ნაკლებობა – საქართველოს   შუა დერეფნის “ბარიერულ” მონაკვეთად წარმოაჩენს

როდესაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრულფასოვან ფუნქციონირებაზეა საუბარი, კონკრეტულად კი იმ მიზეზებზე, რომლებიც დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო გადაზიდვების სტაგნაციას…
მეტის ნახვა