ყაზახეთი შუა დერეფნის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის დარგს ავითარებს – რა დამატებითი სერვისების შექმნის პოტენციალი გააჩნია საქართველოს?

აშშ-ის საერთაშორისო ჯგუფ Wabtec Corporation-ის შემადგენლობაში შემავალმა ყაზახეთის ლოკომოტივების მშენებელმა ქარხანამ რიგით მე-700 საიუბილეო ლოკომოტივი აწარმოა.

ერთი შეხედვით, უჩვეულო არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას ყაზახეთის სტრატეგიას, რომელიც, გარდა იმისა, რომ შუა დერეფნით ტვირთნაკადების გენერირებისა და გატარების თვალსაზრისით ძირითად სახელმწიფოს წარმოადგენს, პარალელურად სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის დარგს ავითარებს და გამოშვებულ პროდუქციას დერეფნის მეზობელ სახელმწიფოებში უკეთებს რეალიზებას, რითაც შუა დერეფნის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე, რომელიც სადღეისოდ მხოლოდ სატრანზიტო ტვირთნაკადის გამტარის ფუნქციით შემოიფარგლება.

სადღეისოდ, როდესაც რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, რეგიონის თითოეული სახელმწიფო ცდილობს დამატებითი მომსახურების ცენტრები შექმნას და ამით ტვირთების გატარებასთან ერთად დამატებითი დივიდენდი მიიღოს.

აზერბაიჯანისთვის ასეთ გამოკვეთილ მიმართულებად გემთმშენებლობას მიიჩნევენ, უზბეკეთი სასაწყობო დარგის განვითარებას (ამ მიმართულებით უზბეკეთი მე-7 ადგილზეა მსოფლიოში) და ა.შ.

ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ისმის კითხვა –  საქართველოსთვის ტვირთების ტრანზიტის გარდა, რომელი სფეროები იქნება ქვეყნის ეკონომიკის მასტიმულირებელი ფაქტორები? ჩვენი გვერდი ამ თემას ახლო მომავალში აუცილებლად დაუბრუნდება.

ყაზახეთის ლოკომოტივების მშენებელი ქარხანა თავის არსებობის 17 წლის განმავლობაში ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად იქცა, სადაც 530 ადამიანია დასაქმებული. მისი მწარმოებლობა წელიწადში 120-მდე ლოკომოტივს შეადგენს.

ლოკომოტივების მშენებელი ქარხანა Evolution-ის სერიის სატვირთო ლოკომოტივებს აწარმოებს, რომლებიც საბჭოთა ანალოგისგან სიმძლავრით, ეკონომიურობით და ეკოლოგიურობით განსხვავდება.

ყაზახეთის მიერ გამოშვებული პროდუქცია მიეწოდება აზერბაიჯანს, მოლდოვას, ტაჯიკეთს, ყირგიზეთს, თურქმენეთს, უკრაინას, მონღოლეთსა და უზბეკეთს. სადღეისოდ ამ ქვეყნებში 42 ლოკომოტივია ექსპორტირებული.

ლოკომოტივების მშენებელი ქარხნის გარშემო ჩამოყალიბებულია საწარმოო და მომსახურების კლასტერი, რომელიც 1400-ზე მეტ სპეციალისტს ასაქმებს. ისინი უზრუნველყოფენ ლოკომოტივების, აღჭურვილობისა და სათადარიგო ნაწილების წარმოებას, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას.

ამ ეტაპზე Wabtec-ი, ყაზახეთის ლოკომოტივების ქარხანა, 15 ერთეულამდე აწყობილი ლოკომოტივის მონღოლეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტს გეგმავს.

ამერიკული Wabtec-ი Fortune 500-ის სიაში შემავალი კომპანია და გლობალური ლიდერია სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში. 2025 წლის სექტემბერში აშშ მ და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ყაზახეთისთვის ლოკომოტივების მიწოდების „ყველაზე მასშტაბურ“ 4.2-მილიარდ დოლარიან კონტრაქტს.

აშშ-ის მხრიდან შუა დერეფნის ყველაზე მსხვილ ტვირთარმომქმნელ ქვეყანასთან – ყაზახეთთან – გაფორმებულ მსხვილ კონტრაქტს პოლიტიკური წინაპირობები გააჩნია, რაც, პირველ რიგში, რეგიონში ჩინურ წარმოებაზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს.

ამერიკული დიზელ – ლოკომოტივები გამოყენებული იქნება შუა დერეფნის ძირითად მონაკვეთებზე, რომელსაც დასავლეთი პრიორიტეტულად განიხილავს, როგორც რუსეთსა და ჩინეთზე გამავალი ტრადიციული ლოგისტიკური ჯაჭვების ალტერნატივას.

კონტრაქტის ძირითადი გეოპოლიტიკური ქვეტექსტი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აშშ ცენტრალურ აზიაში თავისი დამკვიდრების გასაძლიერებლად და რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის სატრანსპორტო მარშრუტებზე დამოკიდებულების შესამცირებლად იყენებს საკუთარ ტექნოლოგიებსა და ინვესტიციებს.

ამ ეტაპზე ადგილზე წარმოების ლოკალიზაციის დონე (იგულისხმება ადგილობრივი მაკომპლექტებელი დეტალებით უზრუნველყოფა) 45%-ს აღწევს. ლოკომოტივებისთვის მნიშვნელოვანი აგრეგატები, მათ შორის ძრავები და ელექტრონული კვანძები, აშშ-დან მიეწოდება.

დასკვნის სახით – 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ყაზახეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და რეგიონულ ტრანზიტში მისი როლის გაძლიერებისკენ. თუმცა, იგი ასევე ნათელ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორ გამოიყენება ეკონომიკური პროექტები გეოპოლიტიკური მიზნებისთვის.

ამ თვალსაზრისით ისმის კითხვა რა შესაძლებლობები გააჩნია საქართველოს შუა დერეფნით დამატებითი სერვისების განვითარების თვალსაზრისით?

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

დაბალი სახელფასო ანაზღაურება – საქართველოს რკინიგზას ახალგაზრდა კადრების შემცირების, პერსონალის გადინების და ბუნებრივი დაბერების პროცესის წინაშე აყენებს – გამოსავალი საქართველოს რკინიგზის ტექნიკურ გადაიარაღებაში მდგომარეობს

Next Post

გლობალურ ბაზრებთან საზღვაო დაკავშირებადობის ინდექსით საქართველოს 111 – ე საფეხურზე პოზიციონირება, სრულად ვერ ასახავს საზღვაო ამბიციების მქონე ქვეყნის შესაძლებლობას

Related Posts

ევროპაში გადაზიდვების განხორციელებისას რომელ მარშრუტს უნდა მიანიჭოს უპირატესობა ქართველმა მძღოლმა?

საქართველოდან ევროპის ცენტრალურ ნაწილში  საავტომობილო გადაზიდვისას, მიზანშეწონილია მძღოლმა ფოთი – კონსტანცას ბორნით განახორციელოს ტვირთების ტარსნპორტირება, ხოლო ევროპიდან საქართველოში დასაბრუნებლად…
მეტის ნახვა

ზანგეზურის დერეფნის დაჩქარებული ტემპით აღსადგენად სომხეთი რუსეთის რკინიგზის კონცესიიდან გამოსვლის საკითხს განიხილავს

სომხეთის რკინიგზა რომელიც  – სააქციო საზოგადოება „Южно-Кавказская железная дорога“ (ЮКЖД) სახელითაა ცნობილი, 2008 წლიდან 30-წლიანი კონცესიით, დამატებით 10…
მეტის ნახვა

შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების გაზრდის  რეზერვი არსებობს

თვალშისაცემია, რომ 2024 წელს შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც უდაოდ დადებითი ტენდენციაა. ბუნებრივია, ყოველიმე ამან…
მეტის ნახვა