საქართველოს გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებადობის ინდექსის გაუმჯობესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ამოქმედების პირობებშია შესაძლებელი

შუა დერეფანში საქართველოს სტრატეგიული როლის წარმოსაჩენად, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები ამა თუ იმ საერთაშორისო ფორუმებზე ხშირად საქართველოს მსოფლიო გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებადობაზე და მის პოზიციონირებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

რას ნიშნავს დაკავშირებადობა? არსებობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რაიმე სახის დაკავშირებადობის გაზომვის ინდექსი და თუ არსებობს, როგორ პოზიციონირებს საქართველო დაკავშირებადობის კომპონენტით მსოფლიო გლობალურ განზომილებებში?

სატრანსპორტო სფეროში – ქვეყნის მსოფლიო გლობალურ სივრცეში დაკავშირებადობის გაზომვის ერთადერთი ინდექსი არსებობს, რომელიც United Nations Conference on Trade and Development (UNCTAD)-ის მიერაა შემუშავებული და Liner Shipping Connectivity Index (LSCI) ინდექსის სახელითაა ცნობილი.

ინდექსი საზღვაო სფეროს მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს, რომლითაც ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ქსელებში ინტეგრირების დონე და მისი ნავსადგურების გლობალურ საკონტეინერო გადაზიდვებში დაკავშირებადობის ადგილი.

საქართველო დაკავშირებადობის ინდექსის Liner Shipping Connectivity Index (LSCI) ის  2026 წლის აპრილის განახლებული მონაცემის მიხედვით, მსოფლიოში 119-ე საფეხურზე პოზიციონირებს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა და მისი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შორსაა რეგიონულ საზღვაო ჰაბად ჩამოყალიბებასთან, ამ კომპონენტით მნიშვნელოვნად ჩამორჩება შავი ზღვის არეალის თურქეთის, რუსეთის და რუმინეთის ნავსადგურებს.

წყარო: https://unctadstat.unctad.org/datacentre/dataviewer/US.LSCI

Liner Shipping Connectivity Index (LSCI) ინდექსი ქვეყნის საერთაშორისო საზღვაო საკონტეინერო ქსელებში ჩართულობას ასახავს. ინდექსი ეფუძნება რამდენიმე ძირითად კომპონენტს:
• ქვეყნის ნავსადგურებში საკონტეინერო გემების მოძრაობის რეგულარულობას;


• ქვეყნის ნავსადგურებში შემავალი უდიდესი საკონტეინერო გემის პარამეტრებს;

• გლობალურ საკონტეინერო ქსელებთან პირდაპირი კავშირების რაოდენობას.

ნებისმიერი ქვეყნისთვის LSCI ინდექსის მაღალ პოზიციონირებას განსაზღვრავს გლობალურ ვაჭრობაში საკონტეინერო ხაზებთან პირდაპირი კავშირები და დაბალი ტრანსპორტირების ხარჯები.

LSCI ინდექსი ქვეყნების საზღვაო ლოგისტიკური ეფექტიანობის შეფასებისთვის და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების განსაზღვრისთვის გამოიყენება.

გაეროს მონაცემებით 2024 – 2025 წლებში საქართველოს დაკავშირებადობის ინდექსის ზრდა შეჩერდა, რისი მიზეზიც ქვეყნის ნავსადგურებში საკონტეინერო ინფრასტრუქტურის შეზღუდულ გამტარუნარიანობასთან ერთად დიდი მოცულობის კონტეინერმზიდების მიღების სირთულე და პირდაპირი საკონტეინერო ხაზების სიმცირე წარმოადგენს.

საქართველოს 119-ე საფეხურზე პოზიციონირება ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებასთან –  უმთავრესი პრობლემა არა ტვირთის ნაკლებობასთან ერთად, საზღვაო დაკავშირებადობის აუცილებელი სერვისების დონის ჩამორჩენილობაა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ სადღეისოდ ნავსადგურების დაკავშირებადობის კუთხით 119-ე საფეხურზე პოზიციონირება ნიშნავს, რომ ქვეყანამ უკვე ამოწურა არსებული ნავსადგურების ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის შესაძლებლობები და შემდგომი განვითარება ნავსადგურების გაფართოებაზე და ახალი სერვისების დანერგვაზეა დამოკიდებული.

LSCI ინდექსის რადიკალურად გაუმჯობესებისათვის ქვეყნისთვის აუცილებელია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის არსებობა, რომელიც საშუალებას მისცემს გლობალური საკონტეინერო ხაზების კუთვნილი დიდი ტევადობის კონტეინერმზიდი (Post-Panamax) ტიპის გემების შუალედურ ნავსადგურებში გადატვირთვის გარეშე მიღება-დამუშავებას.

მხოლოდ ანაკლიის ნავსადგურის ამოქმედების პირობებში საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს ტრანზიტული ჰაბი შუა დერეფანში და სრულად ინტეგრირდეს გლობალურ ლოგისტიკურ საკონტეინერო ქსელებში.

Liner Shipping Connectivity Index (LSCI)-ის პოზიციონირების გაუმჯობესებისთვის აუცილებელი იქნება ქვეყნის ნავსადგურებში არსებული საკონტეინერო ნაკადის წლიური 0.8 მლნ TEU-დან 1.5–2.0 მლნ TEU-მდე ზრდა.

დაკავშირებადობის ინდექსის მიხედვით 119-ე საფეხურზე პოზიციონირება ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებელ შედეგად და ვერ ასახავს საზღვაო ამბიციების ქვეყნის შესაძლებლობას.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზის და ოჩამჩირის ნავსადგურის კონკურენტ სატრანსპორტო დერეფნად წარმოჩენა მხოლოდ რუსეთის კუთვნილი ტვირთების გადაზიდვების პირობებშია შესაძლებელი

Next Post

მცირე საავტომობილო კომპანიები გართულებული სანებართვო პირობების გამო საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე შეღწევას ვერ ახერხებენ – რა გამოსავალი არსებობს?

Related Posts

სარეიტინგო სააგენტო Fitch ი საქართველოს რკინიგზას დაბალი საინვესტიციო მიმზიდველობის და მაღალი საკრედიტო რისკის შემცველ კომპანიად მიიჩნევს

სარეიტინგო სააგენტო Fitch ის შეფასებით ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი არ გაუმჯობესებულა, ფაქტიურად „BB-“,  არასაინვესტიცოთ მიმზიდველ დონეზეა შეჩერებული,…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთზე საკონტეინერო გადაზიდვებს მზარდი ტენდენცია გააჩნია

მიღებულია, რომ ნებისმიერი სატრანსპორტო დერეფნის შეფასების ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმს ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების შემდგომ, კი სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვები წარმოადგენს,…
მეტის ნახვა

მძღოლების დეფიციტი ახლო მომავალში საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე გაცილებით მტკივნეულად აისახება – რატომ მიდის ქართველი მძღოლი სამუშაოს საძებნელად უცხოეთში?

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა ახლახან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც მსოფლიოში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში მძღოლების დეფიციტს ეხებოდა.…
მეტის ნახვა