სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადება:

საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ფორმირების პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შერწყმა სხვა უნივერსიტეტთან დაუშვებელია

საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების უმთავრეს პრიორიტეტს. საქართველომ, როგორც სტრატეგიული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფუნქციის მქონე ქვეყანამ, უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო ნაკადების სისწრაფე, უსაფრთხოება და ეფექტიანობა.

ქვეყნის სატრანსპორტო – ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს საერთაშორისო სატრანსპორტო ნაკადების უწყვეტ მოძრაობას და დაკავშირებადობას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებთან.

ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის სრულფასოვნად განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ  მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი საინჟინრო და სამეცნიერო კადრების არსებობის პირობებში. საქართველოში ასეთი  კვალიფიკაციის კადრების მომზადებას მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (“გპი”) უზრუნველყოფს.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იდენტობა, რომლის ისტორია 104 წელს ითვლის, არის ასეთი კადრების მომზადების გარანტი. ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის იდენტობა გადამწყვეტი ფაქტორია საერთაშორისო სამეცნიერო და ბიზნეს წრეებთან ურთიერთობებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სატრანსპორტო დარგში  ძირითადი უმაღლესი სასწავლებელია, თუმცა მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტში სწავლების ხარისხი  გასაუმჯობესებელია და გასაძლიერებელია ტექნიკური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. აღნიშნული მიიღწევა ეფექტიანი რეფორმებით, მაგრამ არა თვისობრივად განსხვავებული მიმართულებების მქონე უნივერსიტეტების შერწყმით.

საინიციატივო ჯგუფი (ასმათ აბესაძე, პაატა ცაგარეიშვილი, ელიზბარ დარჩიაშვილი, ლევან ლომსაძე) აცხადებს, რომ საქართველოსტექნიკურიუნივერსიტეტისშერწყმადაუშვებელია. მსგავსიგადაწყვეტილებაშეაფერხებს საქართველოში შუადერეფნისშემდგომ განვითარებას.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ყულევის ტერმინალი ნავთობქიმიური ტვირთების ნომენკლატურის გაფართოების პარალელურად სარეზერვუარო ინფრასტრუქტურას ავითარებს

Next Post

ტრანზიტის გარეშე ყველაზე მეტად – დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა ზარალდება (ნაწილი პირველი)

Related Posts

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზის და ოჩამჩირის ნავსადგურის კონკურენტ სატრანსპორტო დერეფნად წარმოჩენა მხოლოდ რუსეთის კუთვნილი ტვირთების გადაზიდვების პირობებშია შესაძლებელი

„აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მარშრუტმა შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანს“- ახლახან სოციალურ ქსელში ამ სათაურით ოჩამჩირეში არსებული საკონტეინერო ტერმინალის…
მეტის ნახვა

ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების ბალანსის დარღვევა – შუა დერეფანს და საქართველოს დამატებით სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს

არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, მიმდინარე პროცესები საქართველოს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვისა და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის პოზიციის გაძლიერებისთვის ახალ შესაძლებლობას უქმნის.…
მეტის ნახვა

დეპორტირებული სატვირთოების მძღოლები, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მხარდაჭერას ითხოვენ  

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველი მძღოლების დეპორტაციასთან დაკავშირებით განცხადება შევიდა, განცხადებას თან დაერთო ექვსი დეპორტირებული მძღოლის დოკუმენტაცია. გთავაზობთ…
მეტის ნახვა