შავი ზღვის არეალში საზღვაო დერეფნების ბლოკირებამ თურქეთიდან ფოთის ნავსადგურის მიმართულებით ახალი საკონტეინერო ხაზის Akkon Lines-ის შემოსვლა გამოიწვია

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში ახალი საკონტეინერო მიმართულებების დამატება, პირველ რიგში, დაკავშირებადობის ინდექსის გაუმჯობესებას იწვევს.

ცნობისათვის, სადღეისოდ, მსოფლიო ბანკის Liner Shipping Connectivity Index (LSCI)-ის ბოლო მონაცემის მიხედვით, საქართველო –  მსოფლიოში 119-ე საფეხურზე პოზიციონირებს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა და მისი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შორსაა რეგიონულ საზღვაო ჰაბად ჩამოყალიბებისგან, ამიტომ ნებისმიერი ახალი საკონტეინერო ხაზის საქართველოს ამა თუ იმ ნავსადგურში შემოსვლა დადებით ტენდენციად უნდა იქნეს აღქმული.

ნოემბრის დასაწყისში თურქული საზღვაო გადამზიდავი კომპანია Akkon Lines შავ ზღვაში ახალი ფიდერული მომსახურების ამოქმედებას გეგმავს, რომელიც თურქეთს საქართველოსთან დააკავშირებს.

ახალი სერვისი სახელწოდებით – Poti Shuttle – უზრუნველყოფს იზმიტის რეგიონში მდებარე დერინჯეს ნავსადგურსა და ფოთს შორის კონტეინერების გადაზიდვას.

საწყის ეტაპზე მარშრუტზე ჩართული იქნება 344 TEU ტევადობის კონტეინერმზიდი CHONA.

დერინჯედან პირველი რეისი 4 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი, შემდგომი გასვლები კი ყოველ ცხრა დღეში ერთხელ განხორციელდება.ახალი მომსახურება გააფართოებს Akkon Lines-ის რეგიონულ ქსელს და უზრუნველყოფს თურქეთსა და საქართველოს შორის კონტეინერების გადაზიდვის დამატებით შესაძლებლობას.

Poti Shuttle შეავსებს Akkon Lines-ის შავი ზღვის არეალში არსებულ მომსახურებას, რომელიც დერინჯედან რუმინეთის ქალაქ კონსტანცასა და ბულგარეთის ქალაქების – ვარნისა და ბურგასის მიმართულებით ხორციელდება, სადაც ამ მარშრუტზე 686 TEU ტევადობის ერთი გემი ოპერირებს.

საქართველოს მიმართულებით ახალი ფიდერული მარშრუტის ამოქმედება გააფართოებს შავი ზღვის აუზში კომპანიის საზღვაო გადაზიდვების არეალს და გაზრდის თურქეთის ნავსადგურებსა და რეგიონის ბაზრებს შორის კონტეინერების გადაზიდვის ხელმისაწვდომობას.

ეს ყოველივე შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც თურქულმა კომპანია Akkon Lines-მა, რომელიც ორი გემის გამოყენებით თურქეთსა და რუსეთს შორის საკონტეინერო გადაზიდვებს ახორციელებდა, რუსეთის ნავსადგურებში შესვლის შეჩერების შესახებ გამოაცხადა.

Akkon Lines-მა სექტემბრის დასაწყისში თავის კლიენტებს აცნობა, რომ რუსეთის მიმართულებით გაგზავნილი ყველა ტვირთი, იქნება ის უკვე ზღვაში თუ ჯერ კიდევ ხმელეთზე, ექვემდებარება დაბრუნებას ან ჩატვირთვის ნავსადგურებში გადმოტვირთვას.

თავის მხრივ, თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით გადაზიდვების შეჩერება განპირობებული იუო ნოვოროსიისკის ნავსადგურში მიმართულებით ჩართულ, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავ კონტეინერმზიდ RMS Team-ზე დრონით გამოწვეულ თავდასხმაზე.

მოგვიანებით თურქულმა გადამზიდავმა Akkon Lines-მა რუსეთის მიმართულებისთვის თავისი საოპერაციო მოდელი შეცვალა, კერძოდ, ნოვოროსიისკის ნავსადგურში შესველების შეწყვეტის შემდგომ, რუსეთის მიმართულებით მომსახურება სანქტ-პეტერბურგის გავლით გადაამისამართა.

Akkon Lines-ი შავ ზღვაზე ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავია, რომლის მომსახურებითაც მრავალი ნავსადგური სარგებლობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსულმა კომპანია Fesco-მ აგვისტოს დასაწყისში შავ ზღვაში ნაოსნობა შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ნოვოროსიისკის მახლობლად მომხდარ ინციდენტს, როდესაც უკრაინულმა საზღვაო დრონებმა ჩაძირეს კომპანიის საკონტეინერო გემი Yanina.

ფოთის ნავსადგურში Akkon Lines-ის ფიდერული საზღვაო ხაზის შემოსვლა, შავ ზღვაზე ქვეყნის დაკავშირებადობის კომპონენტის გაუმჯობესების კუთხით, უდავოდ დადებით ტენდენციად უნდა ჩაითვალოს.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

სომხეთი – რუსეთისგან თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით არსებული სასაზღვრო სარკინიგზო მონაკვეთების სასწრაფო აღდგენის მოლოდინშია

Next Post

ფოთის გამტარუნარიანობის ზღვარზე მუშაობის პირობებში, საკონტეინერო ნაკადის ბათუმში გადანაწილება, ქვეყანას ურთიერთშემავსებელ საზღვაო ლოგისტიკურ კვანძად წარმოაჩენს

Related Posts

საქართველოს გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებადობის ინდექსის გაუმჯობესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ამოქმედების პირობებშია შესაძლებელი

შუა დერეფანში საქართველოს სტრატეგიული როლის წარმოსაჩენად, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები ამა თუ იმ საერთაშორისო ფორუმებზე ხშირად საქართველოს მსოფლიო გლობალურ…
მეტის ნახვა

საქართველოს ავტომაგისტრალებზე ტრანზიტული სატვირთო ტრანსპორტის ნახევარი ყაზბეგის გამშვები პუნქტის გავლით მოძრაობს

საომარი დაპირისპირებისა და სანქციების ამოქმედების კვალდაკვალ – 2022 წელს საქართველოზე გამავალი საავტომობილო სატრანზიტო დერეფნით, სატვირთო ავტოტრანსორტის რაოდენობის 1.5…
მეტის ნახვა

სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ქართველი საავტომობილო მძღოლი გადამზიდველები

ქართველ გადამზიდველ მძღოლებს ევროკავშირის ვიზის მისაღებად  ექვსი  დამატებითი ბარიერის გადალახვა მოუწევთ: ბარიერი პირველი – სახელმწიფო სტრუქტურებში დაემატება დამატებითი…
მეტის ნახვა