სომხეთი – რუსეთისგან თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით არსებული სასაზღვრო სარკინიგზო მონაკვეთების სასწრაფო აღდგენის მოლოდინშია

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების კვალდაკვალ, სომხეთისთვის, მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის, რკინიგზა სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად რჩება.

ჯერ კიდევ ღიად რჩება სომხეთის რკინიგზის ორი მონაკვეთის – ერასხიდან ნახიჩევანის საზღვრამდე და გიუმრიდან თურქეთის საზღვრამდე – აღდგენის საკითხი.

2025 წლის დეკემბერში სომხეთის პრემიერმა სამხრეთ კავკასიის რკინიგზის (ЮКЖД) ხელმძღვანელობას თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით არსებული სასაზღვრო სარკინიგზო მონაკვეთების სასწრაფო აღდგენა სთხოვა და განაცხადა, რომ „რუსული მხარისგან ამ ორი მონაკვეთის აღდგენას მოკლე ვადებში ელოდება“.

მას შემდეგ, რაც მოსკოვისგან ვადებთან დაკავშირებით მოსალოდნელი პასუხი ვერ მიიღო, პრემიერმა სარისკო ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, აღნიშნული მონაკვეთები (ერასხი – ნახიჩევანი და ახურიკი – თურქეთის საზღვარი) დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე აღადგინოს. მოგვიანებით, 2026 წლის თებერვლის დასაწყისში, მან წამოჭრა საკითხი იმის თაობაზე, რამდენად მიზანშეწონილია კვლავ რუსეთის მიერ სომხეთის სარკინიგზო სისტემის, როგორც მთლიანი ქსელის მართვა.

მიუხედავად მოსკოვის შემდგომი განცხადებებისა, რომ კონცესიის გადაცემა მათი მხრიდან არაგონივრული ნაბიჯი იქნებოდა, სომხეთის პრემიერი კვლავ ამტკიცებს, რომ რუსეთის მონაწილეობა „სომხეთს ართმევს კონკურენტულ უპირატესობებს რკინიგზის განვითარების კუთხით“. იგი მართვის უფლების მესამე მხარისთვის – ისეთი მხარისთვის, რომელიც მისაღები იქნება როგორც ერევნისთვის, ისე მოსკოვისთვის – გადაცემას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ კონცესიური შეთანხმება რუსულ მხარეს არ ავალდებულებს არამოქმედი მონაკვეთების აღდგენას. რუსეთის მხარის განმარტებით, აღნიშნული მონაკვეთების აღდგენა ცალკე შეთანხმებას მოითხოვს და საინვესტიციო ვალდებულებების ნაწილს არ წარმოადგენს.

თუ, მაგალითად, აზერბაიჯანის, კერძოდ კი, ნახიჩევანის მიმდებარე ერასხის სარკინიგზო მონაკვეთზე, შესაძლოა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პრაქტიკულად ნულიდან აშენება გახდეს საჭირო, თურქეთის მომიჯნავე, ყარსის მიმართულებით, ვითარება სრულიად განსხვავებულია. ახურიანის სარკინიგზო სადგური არ საჭიროებს მნიშვნელოვან ფინანსურ კაპიტალდაბანდებებს.

თურქეთთან დამაკავშირებელ ახურიანის სარკინიგზო სადგურზე შემორჩენილია სარკინიგზო ხაზი (რელსებითა და შპალებითურთ), ასევე დამხმარე ნაგებობები, რომლებიც შესაძლოა დროებით ლოგისტიკურ საწყობებად იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, აქ არის სხვადასხვა სიგანის ლიანდაგებიდან ტვირთების გადასაწყობი პორტალური ამწე.

სწორედ ამ მონაკვეთზე, ჯერ კიდევ საბჭოთა სომხეთის დროს, სტანდარტებს შორის განსხვავების გამო, ხდებოდა მატარებლების თვლების წყვილების შეცვლა და ევროპული ლიანდაგიდან საბჭოთა ლიანდაგზე გადასვლა. სპეციალური ასაწევი დომკრატებით ურიკების შეცვლა ხდებოდა, სადღეისოდ აღნიშნული დომკრატები მოხსნილია და კონსერვირებულია.

საბჭოთა პერიოდში სადგურის გავლით ხდებოდა თურქეთიდან და სირიიდან ტვირთების მიღება-გაგზავნა. მას შემდეგ, რაც თურქეთიდან საქონელი სომხეთში ჩამოვიდოდა, მას შეეძლო გზა საბჭოთა კავშირის სარკინიგზო ქსელის გავლით განეგრძო – მათ შორის, აზერბაიჯანის მიმართულებითაც. საშუალოდ, სადგური კვირაში სამჯერ იღებდა 12-ვაგონიან შემადგენლობას.

სომხეთის რკინიგზის ყოფილი თანამშრომლების განმარტებით, აღნიშნული მონაკვეთის აღდგენას სათანადო დაფინანსების პირობებში შესაძლოა სამი-ოთხი თვე დასჭირდეს.

როგორც რკინიგზის ყოფილმა თანამშრომელმა განმარტა, სამხრეთ კავკასიის რკინიგზა (ЮКЖД) ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ სარკინიგზო ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე მატარებლები დაბალი სიჩქარით, 30 კმ/სთ-ით, მოძრაობენ. რელიეფის თავისებურებებიდან გამომდინარე, ზოგიერთ ასეთ მონაკვეთზე უფრო მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლებელია.

იმ პერიოდის განმავლობაში, 2008 – 2026 წლებში, რაც სომხეთის რკინიგზა რუსეთის რკინიგზის (РЖД) კონცესიის ქვეშ იმყოფება, ჩადებულმა ინვესტიციამ 388 მლნ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ინფრასტრუქტურაში – 101.9 მლნ დოლარი, მოძრავ შემადგენლობაში – 43.8 მლნ დოლარი.

700 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთიდან 520 კმ-ზე მეტი გარემონტდა, აღდგა 50 საინჟინრო ნაგებობა, მათ შორის – 38 ხიდი და 2 გვირაბი.

სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, რაზეც რუსეთის მხარე ხშირად ამახვილებს ყურადღებას, კომპანიაში 2500 – ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მაშინ, როცა ეფექტიანი საქმიანობისთვის 1500 – იც საკმარისი იქნებოდა.

სომხეთის მოსაზღვრე საერთაშორისო მონაკვეთების აღდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება გარდაუვლად აჩენს კითხვებს – ვინ განახორციელებს აღდგენით სამუშაოებს, ვინ მართავს ინფრასტრუქტურას და როგორ მოხდება ახალი ხაზების ინტეგრირება არსებულ სარკინიგზო ქსელში, იმის გათვალისწინებით, რომ ლიანდაგის სიგანე განსხვავებულია?

სარკინიგზო დარგის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სომხურ მარშრუტს მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია, კერძოდ, ყარსი – გიუმრის სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად – 80 კილომეტრით – უფრო მოკლეა თურქეთის მხარეს მშენებარე ყარსი – იგდირი – არალიკი – დილუჯუს – ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზთან. ამასთან, სომხეთის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს, ამიტომ მისი ნულიდან აშენების აუცილებლობა არ არსებობს. ეს ყოველივე კი მნიშვნელოვან ფინანსურ დივიდენდს მოუტანს სომხეთის მონაკვეთს.

რაც შეეხება საქართველოს მხარეს ბაქო – თბილისი – ყარსის მონაკვეთს, რომელიც უახლოეს მომავალში სომხეთის მონაკვეთთან კონკურენციაში აღმოჩნდება, გასათვალისწინებელია ერთი გარემოება – ქართულ მხარეს მოუწევს, აზერბაიჯანის მიერ ჩადებული მსხვილი 775 მლნ დოლარის ინვესტიციის ამოღება, რაც მხოლოდ მაღალი ტარიფების დაწესებით იქნება შესაძლებელი, განსხვავებით სამხეთის რკინიგზისგან, სადაც სარკინიგზო ხაზის აღდგენა პოლიტიკური დაპირისპირების დარეგულირების შედეგად, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მაქსიმუმ ოთხ თვეშია შესაძლებელი.

დასკვნის სახით – სომხეთის მიერ თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით არსებული სასაზღვრო სარკინიგზო მონაკვეთების სასწრაფო აღდგენა, უზრუნველყოფს მათი სარკინიგზო ქსელის რეგიონში კონკურენტულ ბროლაში ჩაბმას, რითაც საქართველოზე გამავალ ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებას, სომხეთის მარშრუტის სახით ახალი კონკურეტი დერეფანი გაუჩნდება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

რუსეთის ემბარგოს პირობებში – ევროპული ბაზრის ასათვისებლად რა სირთულეების გადალახვა მოუწევთ ქართველ საავტომობილო გადამზიდავებს?

Next Post

შავი ზღვის არეალში საზღვაო დერეფნების ბლოკირებამ თურქეთიდან ფოთის ნავსადგურის მიმართულებით ახალი საკონტეინერო ხაზის Akkon Lines-ის შემოსვლა გამოიწვია

Related Posts

აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავოსში გაკეთებული განცხადება, ქვეშეთი – კობის მონაკვეთის ფინანსურ უკუგებას კითხვის ქვეშ აყენებს

რამდენად სწორი გათვლა გააკეთა სახელმწიფომ, როდესაც ანაკლიის ნავსადგურის საპირწონეთ, ფსონი რუსეთთან დამაკავშირებელ ქვეშეთი – კობის საგზაო მაგისტრალის მშენებლობაზე…
მეტის ნახვა

შუა დერეფნით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის ანალიზი  (ნაწილი მესამე)

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადდა კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა ნათლად წარმოვიდგენოთ, თუ რა მოცულობის ტვირთნაკადები მოძრაობს შუა…
მეტის ნახვა

ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე გაზრდილი 120 ვაგონის ტევადობის ბორნების მშენებლობის პროექტს აანონსებენ

ცნობილია, რომ კასპიის ზღვა შუა დერეფნის ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენს. ბოლო წლებში წყლის დონის ინტენსიურად ვარდნის გამო არსებული საბორნე…
მეტის ნახვა