თქვენი თანადგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადება

ჩვენი ორგანიზაცია 10 წელზე მეტია ემსახურება სატრანსპორტო – ლოგისტიკური სექტორის განვითარებას, არსებული გამოწვევების ანალიზსა და საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას.

ამ პერიოდში არაერთ სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციასა და დაინტერესებულ მხარეს გავუწიეთ დახმარება ანალიტიკური მასალებით, ექსპერტული შეფასებებითა თუ ადვოკატირების საქმიანობით.

ჩვენი პლატფორმა შეიქმნა საზოგადოებრივ საწყისებზე და დღემდე ოპერირებს ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ მისი გუნდის ენთუზიაზმისა და კეთილი ნების ხარჯზე.

დადგა ეტაპი, როდესაც პლატფორმა ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგა. პლატფორმის გაუმჯობესებისა და შემდგომი განვითარებისათვის, ასევე ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, არსებული რესურსები საკმარისი აღარ არის. რეალური საფრთხის ქვეშ დგება პლატფორმის შენარჩუნება.

თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

თქვენი თუნდაც მცირედი, შემოწირულობა ჩვენს გუნდს საშუალებას მისცემს, გაამრავალფეროვნოს და გააუმჯობესოს პლატფორმა, შექმნას არხი, რომელიც ყოველდღიურად მოგაწვდით შუა დერეფნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სიახლეებს და ისაუბრებს მიმდინარე გამოწვევებსა და მოვლენებზე.

ჩვენი მკითხველის მიერ ჩარიცხული ნებისმიერი თანხა ჩვენთვის უძვირფასესია! წინასწარ გიხდით მადლობას!

ჩვენი რეკვიზიტებია:

საქართველოს ბანკი

GE26BG0000000524846002 (ლარი)

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი

ელ. ფოსტა: geotranscor@gmail.com

ვებგვერდი: www.transcor.ge

ს/კ 401995089

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

სატრანზიტო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სტაგნაცია – აღმოსავლეთ – დასავლეთის მაგისტრალის გაჭიანურებულ მშენებლობას უკავშირდება

Next Post

დაუსრულებელი საგზაო პროექტების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე – როდის მიიღწევა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სრული უწყვეტობა?

Related Posts

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირობებში რუსეთი ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით გადაზიდვებს აჩერებს

ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის გამო, რუსეთმა ჩრდილოეთ – სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ ყველა სახის გადაზიდვა შეაჩერა.რუსეთისათვის ჩრდილოეთ-სამხრეთ…
მეტის ნახვა

ევროკავშირის მიერ პოლონეთის სახმელეთო საზღვრის დაკეტვის შემთხვევაში, შეძლებს შუა დერეფანი გაზრდილი ტვირთნაკადის გატარებას?  

ევროკავშირის მიერ პოლონეთის სახმელეთო საზღვრის ცალმხრივად დაკეტვამ – დამატებითი მძლავრი ბიძგი მისცა, ტვირთნაკადების ახალი დერეფნებით გადანაწილების პროცესის დაჩქარებას.…
მეტის ნახვა

წითელ ზღვაში საზღვაო ტრანზიტის აღდგენა ხომ არ გამოიწვევს სახმელეთო დერეფნებიდან ტვირთების ახლებურად გადანაწილებას?

საზღვაო გადამზიდავმა კომპანია ორწლიანი ინტერვალის შემდეგ Maersk-მა წითელ ზღვაში ტრანზიტი განაახლა.  Maersk-მა უკვე მეორედ გაატარა კონტეინერმზიდი ბაბ ელ…
მეტის ნახვა