transcor.ge ერთი წლისაა – ორგანიზაციის სამომავლო გეგმების შესახებ

სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე პლატფორმა transcor.ge ერთი წლისაა. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის გუნდის მიერ, სხვადასხვა სატრანსპორტო დარგების მიმართულებით, 250-მდე ანალიტიკური სტატია  მომზადდა.


ორგანიზაციის გვერდზე ძირითადი აქცენტი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულების – საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობასა და სხვადასხვა ალტერნატიული მარშრუტებიდან ტვირთნაკადების მოზიდვის შესაძლებლობებს – ეხებოდა.

პლატფორმაზე მნიშვნელოვანი ადგილი დათმობილი აქვს შუა დერეფნის გასწვრივ არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლისა და გაუმჯობესების ხედვების ჩამოყალიბებას.

ორგანიზაციის ერთ-ერთ მიმართულებას გადაზიდვებში ჩართული საავტომობილო გადამზიდავი მძღოლების ადვოკატირება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ვებგვერდზე მუდმივად შუქდებოდა საზღვრებზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების გამარტივებისა და სანებართვო პირობების სრულყოფისთვის საჭირო პრაქტიკული ასპექტები.


აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი, განვლილი ერთი წლის განმავლობაში, აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და მედია გადაცემებში.

საკუთარ პრეზენტაციებში მნიშვნელოვანი ადგილი შავი ზღვის არიალში დიჯიტალიზაციის საკითხებს, ქვეყნის როგორც ლოგისტიკური ჰაბის უპირატესობებს, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ცენტრალურ აზიასთან კავშირებადობის თემებს ეხებოდა.

ორგანიზაცია დაკომპექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. მასში გაერთიანებულ ექსპერტებს, უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური მიღწევების გარდა, სატრანსპორტო დარგებში მოღვაწეობის 30-წლიანი და რიგ შემთხვევებში უფრო მეტი პერიოდის პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ.


ორგანიზაციის ვებგვერდზე ხშირად შეხვდებით სატრანსპორტო დარგებში მიმდინარე პროცესების საექსპერტო შეფასებებს. პლატფორმაზე განთავსებული ანალიტიკური ინფორმაცია, დარგებში დაკავებული პრაქტიკოსი სპეციალისტების გარდა, ხელმისაწვდომია სამთავრობო უწყებებში დაკავებული გადაწყვეტილების მიმღები პერსონალისთვისაც.


სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პლატფორმას transcor.ge-ს ყოველდღიურად 10 000-ზე მეტი მკითხველი სტუმრობს. ხშირად შეხვდებით ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს სხვადასხვა მასმედიის გვერდებზე გაზიარებულს, რაც ორგანიზაციის ვებგვერდს დამატებით მიმზიდველობასა და პრესტიჟს ანიჭებს.


ახალ, 2026 წელს ორგანიზაციას ახალი გეგმები გააჩნია, რაც პირველ რიგში ინგლისურენოვანი ვერსიის დამატებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ორგანიზაციის მიზნებშია სატრანსპორტო მიმართულებით ახალ საექსპერტო-საკონსულტაციო ცენტრად გაფართოება.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ყაზახური ნავთობი 2025 წელს ბათუმის ნავთობტერმინალში არ მიემართებოდა – საქართველოსა და ყაზახეთს შორის დადებული ხელშეკრულება, მშრალი და საბორნე – საკონტეინერო ტვირთების გადამუშავების ხარჯზე სრულდებოდა

Next Post

ბაქოს ნავსადგურის და აზერბაიჯანის რკინიგზის ორგანიზაციული შერწყმის შედეგად, ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერებმა 100 000 TEU-ს მიაღწია

Related Posts

თურქეთში საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ინსპექტირების ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რა უნდა გაითვალისწინოს ქართველმა მძღოლმა?

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრიდან თურქეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შემოწმების ახალი პროცედურები ამოქმედდება.…
მეტის ნახვა

ყულევის ტერმინალის ტვირთბრუნვის ზრდა „ღია კარის” პოლიტიკის გატარებითაა განპირობებული

2024 წელს ყულევის ნავთობტერმინალის ტვირთბრუნვამ 2.5 მლნ ტონა შეადგინა, რაც  2023 წელთან შედარებით 0.35 მლნ ტონით გაზრდილი მაჩვენებელია.…
მეტის ნახვა

ტრამპის მარშრუტის 2030 წელს დასრულების პირობებში, საქართველომ დარჩენილი ვადა საკუთარი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამართვის და მოძრავი შემადგენლობის სისტემური განახლებისათვის უნდა გამოიყენოს

ჩვენი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანალიზით, ტრამპის მარშრუტის დასრულების სავარაუდო ვადად 2030 წელი იკვეთება. პრაქტიკულად, დარჩენილია ოთხი წელიწადი იმისათვის,…
მეტის ნახვა