უზბეკეთი CASCA + ის დერეფნით, ფოთიდან აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით სატრანზიტო გადაზიდვებს აფართოებს

საქართველოზე გამავალი დერეფნით ცენტრალური აზიაში ჩასახული ახალი ტვირთნაკადების მოზიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ კონტრიბუციას წარმოადგენს.

პარალელურად, ქვეყნის სატრანზიტო პოლიტიკა და თანმდევი ინფრასტრუქტურა რეგიონში წარმოქმნილი ახალი ნომენკლატურის ტვირთნაკადების გასატარებლად უნდა იყოს მისადაგებული.

ამ ტიპის გადაზიდვების განხორციელება ხელს უწყობს უზბეკეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის მდგრადი ლოგისტიკური კავშირებისა და ექსპორტის პოტენციალის განვითარებას.

ახლახან უზბეკეთის ადგილობრივმა სარკინიგზო საკონტეინერო ოპერატორმა კომპანია JSC Uztemiryulkonteyner-მა CASCA + სატრანზიტო მარშრუტით, აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, მულტიმოდალური გადაზიდვების გაფართოება დაანონსა.

CASCA + სატრანზიტო მულტიმოდალური მარშრუტი – აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის რკინიგზების ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.

ამჟამად ეს მარშრუტი სამ რეგიონს აერთიანებს: ცენტრალურ აზიას (ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი), სამხრეთ კავკასიას (აზერბაიჯანი და საქართველო) და ანატოლიას (თურქეთი).


თუმცა მის სახელწოდებაში არსებული + ნიშანი მიუთითებს პროექტში ახალი პოტენციური მონაწილეების მიღების მზაობაზე, რომლის მიზანიც საბოლოოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ევროპის ქვეყნების დაკავშირებაა.

უზბეკეთის რკინიგზის საკონტეინერო კომპანიამ, ტაშკენთან ახლოს განლაგებული სერგელის ლოჯისტიკური ცენტრიდან – იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით ქიმიური სასუქის – კარბამიტის სატესტო გადაზიდვას გაუწია ორგანიზება.

39 ერთეული ორმოცფუტიანი (FEU) კონტეინერისგან შემდგარმა შემადგენლობამ CASCA + სატრანზიტო მარშრუტით, ფოთის ნავსადგურის გავლით – ბურგასის (ბულგარეთი), პირეოსის (საბერძნეთი), ნეაპოლისა და ლა სპეციას (იტალია) ნავსადგურების მიმართულებით განახორციელა გადაზიდვა. ტრანზიტის საშუალო ხანგრძლიობამ 25–30 დღე შეადგინა.

უნდა აიღინიშნოს, რომ საქართველოზე გავლით არსებული მარშრუტი ლოგისტიკური თვალსაზრისით ბოლომდე აპრობირებული არ არის, გამომდინარე აქედან ორმაგად მისასალმებელია მისი გადაზიდვების ინტენსიობა.

აღსანიშნავია, რომ სადღეისოდ CASCA + სატრანსპორტო დერეფანი ნაკლებად პოპულარულია. ამ მიზნით 2024 წელს დერეფნის სახელმწიფოებს შორის საქმიანობის კოორდინაციისთვის მიზნით წინა პლანზე გადაზიდვების კონსორციუმის შექმნის ინიციატივამ წამოიწია.


კონსორციუმის შექმნის იდეას ყველა მონაწილე რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა. ასევე გამოითქვა მზადყოფნა, კონსორციუმისთვის რეალური სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი მიენიჭებინათ.

გარდა ამისა, შემოთავაზებული იყო CASCA + დერეფანში მალფუჭებადი პროდუქტების (ხილისა და ბოსტნეულის) რეფრიჟერატორული საკონტეინერო შემადგენლობებით პრიორიტეტულობის მინიჭება.

ამ მიზნით დერეფანით მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერების ადგილმდებარეობის (დისლოკაციის) ონლაინ მონიტორინგის სისტემის ამოქმედდების პერსპექტივა დაისახა.


CASCA + სატრანსპორტო დერეფანის განვითარება მიზნად ისახავს უზბეკური პროდუქციის გლობალურ ბაზრებზე მიწოდების ეფექტურობის გაუმჯობესებას უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფით.


ეს ყოველივე საქართველოს ინტერესებშია, რადგან უზბეკური მალფუჭებადი პროდუქციის ფოთის ნავსადგურის გამოყენებით მიწოდება ზრდის შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში საზღვაო კავშირებადობის განვითარებას.

გარდა ხილის და ბოსტნეულის, CASCA + დერეფნით აქტიურად განიხილება სხვა ტიპის ტვირთების გადაზიდვაც.


CASCA + გაერთიანებული ქვეყნები განიხილავენ  საკონტეინერო შემადგენლობების გადაზიდვისას სპეციალური ტარიფების დაწესებას ისეთი ტვირთებისთვის, როგორიცაა ქვანახშირი, სასუქები, გოგირდი, შაქრის ნედლეული და ფქვილი.

საქართველოზე გამავალი დერეფნით დამატებითი ტვირთების მოზიდვა პრიორიტეტულ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, ხოლო ქვეყნის სატრანზიტო პოლიტიკა და თანმდევი ინფრასტრუქტურა რეგიონში წარმოქმნილი ახალი ნომენკლატურის ტვირთნაკადების გასატარებლად უნდა იყოს მისადაგებული.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

დეპორტირებული სატვირთოების მძღოლები, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მხარდაჭერას ითხოვენ  

Next Post

საავტომობილო ნებართვების გაცემის გამარტივებისა და დაჩქარების მიზნით, რეგიონის ქვეყნები ორმხრივად ინტენსიურად ნერგავენ ელექტრონული გაცვლის სისტემას – როგორ პოზიციონირებს საქართველო?

Related Posts

როგორ აპირებს ევროკავშირი საქართველოს გარეშე  შუა დერეფანთან  კავშირებადობის განვითარებას

ევროკავშირის მიერ ცენტრალური აზიისადმი გააქტიურების ერთ – ერთი ძირითადი მიზანი, რეგიონის ქვეყნებთან სატრანსპორტო კავშირებადობის ინტენსიური განვითარება წარმოადგენს. ევროკავშირი…
მეტის ნახვა

რუსეთ – აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა რა დამატებით დივიდენდს მოუტანს საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს?

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბულ სიტუაციას შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსათვის რიგი დადებითი სავარაუდო შედეგი გააჩნია, რაც…
მეტის ნახვა

რატომ ვერ იყენებს ქვეყნის ძირითადი „ხერხემალი“ – საქართველოს რკინიგზა – რეგიონში სანქციების შედეგად ბუნებრივად მინიჭებულ ეკონომიკურ შესაძლებლობას?

რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების პროცესის პარალელურად, მნიშვნელოვანია, გაანალიზებული იქნეს შუა დერეფნის ქვეყნებში სარკინიგზო გადაზიდვების სტრუქტურა, რათა ზუსტად იქნეს…
მეტის ნახვა