სახელმწიფო პრიორიტეტი – შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება;
სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული პრიორიტეტის საფუძველზე 2014 წელს დაფუძნდა არაკომერციული იურიდიული პირი – “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი”;
ორგანიზაციის მისია – შუა დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების და მისი მიმზიდველობის პრიორიტეტების გამოვლენა;
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიზნები:
- საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასება;
- ტვირთნაკადების მაფორმირებელი რეგიონებიდან ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობების შეფასება;
- შუა დერეფნის გასწვრივ ინფრასტრუქტურის გამტარუნარიონობის და მოსალოდნელი ტვირთების შესაბამისობის კვლევა;
- შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული პროექტების იდენტიფიცირება და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობების დასაბუთება;
- სატრანსპორტო დარგების განვითარებისათვის სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბება;
- პაატა ცაგარეიშვილი – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი
- დოქტორის ხარისხი – თემა: ,,სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის და კონკურენტუნარიანობის ამაღლება”
- სხვადასხვა საკვანძო პოზიები – ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროებში
- ევროპა – კავკასია – აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) ნაციონალური მდივნის მოადგილე – მრავალი პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი
- ასოცირებული პროფესორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – სატრანსპორტო ფაკულტეტი
- ტრანსპორტის სფეროში – 100 – ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი
- ასმათ აბესაძე – ინსტიტუციური მოწყობის ექსპერტი ტრანსპორტის დარგში, მათ შორის ურბანული და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში.
- ოც წელზე მეტია მონაწილეობს TRACECA პროგრამის და შუა დერეფნის (Middle Corridor) განვითარების საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ურბანულ სატრანსპორტო დაგეგმარების და საქართველოში საბაგირო ტრანსპორტის განვითარების პროექტებში.
- ათი წლის განმავლობაში იყო კანადის ტექნიკური დახმარების პროგრამის მმართველი საქართველოში (Canadian Executive Service Organisation, CESO).
- არის სპექტრუმ კონსალტინგის დამფუძნებელი და დირექტორი 2005 წლიდან.
- აქვს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ოცდახუთწლიანი გამოცდილება (TRACECA, UNDP, EBRD, WB, ADB, CIDA, SIDA, USAID, AFD).
- არის FIDIC კონტრაქტების და საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი.
- არის რამოდენიმე სტატიის ავტორი ურბანული და სატვირთო ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივების შესახებ.
- ელიზბარ დარჩიაშვილი – საავტომობილო გადაზიდვა/გადაყვანების, ავტომობილების მოძრაობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში 45 წლის უწყვეტი სტაჟის მქონე აკადემიური დოქტორი.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლოგისტიკის მიმართულებით.
- გაეროს ექსპერტი საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კანონმდებლობის მიმართულებით.
- თხუთმეტ წელზე მეტია არის სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების ADR შეთანხმების და ციფრული ტაქოგრაფების გამოყენების და მართვის ინსტრუქტორი.
- გახლავთ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
- გოგიტა ქერქაძე
- ჟურნალ “საქართველოს სატრანსპორტო სისტემის” დამფუძნებელ – გამომცემელი
- სუფსის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი
- “დიეჩელ გლობალ ფორვარდინგის” მმართველი პარტნიორი
- E 60 შიპინგ ლაინის საოპერაციო დირექტორი
- ლევან ლომსაძე – სარკინიგზო ინჟინერი. აკადემიური დოქტორი 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სარკინიგზო ინდუსტრიაში კერძო და საჯარო სექტორში.
- იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს სს „საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო, სატვირთო და ინფრასტრუქტურის ფილიალებში 12 წლის განმავლობაში.
- არის მოწვეული ლექტორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი.
- არის ამერიკის ინჟინერ–მექანიკოსთა ასოციაციის (ASME) ნამდვილი წევრი და იკავებდა ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას.
- გააჩნია საერთაშორისო გამოცდილება შუა დერეფნის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის პროგრამებში, სარკინიგზო ექსპერტის რანგში.
- გახლავთ შპს „ჯეორეილ–ქონსალთინგი“ დამფუძნებელი და დირექტორი.
- არის სარკინიგზო მიმართულებით 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის, რამდენიმე სახელმძღვანელოს და ერთი გამოგონების ავტორი.