აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაზე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის მიწახაპია გემის შესაძენად ერთობლივ საწარმოს ქმნიან

ახლახანს აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ჰოლდინგმა AZCON მა და ყაზახეთის შპს „სამრუკ-კაზინა ინვესტმა“, რომელიც სს „სამრუკ-კაზინა ინვესტის“ შვილობილ საწარმოს წარმოადგენს, ხელი მოაწერეს აქციონერთა შეთანხმებას, რომელიც კასპიის ზღვაზე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის განკუთვნილი მიწახაპია გემის შესაძენად ერთობლივი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს.

ერთობლივი საწარმოს შექმნა და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის განკუთვნილი მიწახაპია გემის შეძენა ბოლო პერიოდში კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნითაა განპირობებული, რაც შუა დერეფნისა და მისი ტრასეკას განშტოების გამტარუნარიანობაზე, საზღვაო ფლოტის არასრული დატვირთვით გამოყენებაზე და ერთობლიობაში გაზრდილ ლოგისტიკურ ხარჯებში აისახება.

კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნა უარყოფითად აისახება დერეფნის გასწვრივ განლაგებული ქვეყნების – აზერბაიჯანის, ყაზახეთის და თურქმენეთის – ძირითადი ნავსადგურების ფუნქციონირებაზე, როგორიცაა კურიკი და აქტაუ ყაზახეთში და თურქმენბაში თურქმენეთში, გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ნავსადგური აზერბაიჯანის მხარესთან, კერძოდ, ალიათის ნავსადგურთანაა დაკავშირებული – გადაზიდვების შემცირებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგები შუა დერეფნისა და მისი ტრასეკას განშტოებაზე აისახება.

სრული ტვირთამწეობით გამოუყენებელი გემები, პირველ რიგში, ალიათის და კურიკის ნავსადგურებს შორის საბორნე გადაზიდვების შემცირებას იწვევს.

ექსპერტთა შეფასებით, ბოლო პერიოდში აღნიშნულ მარშრუტზე საბორნე გემების სრულად დაუტვირთაობის გამო, სარკინიგზო ცისტერნებით ბორნით გადაზიდვის მოცულობა 22%-ით, ხოლო ვაგონების – 10%-ითაა შემცირებული.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სრულად დაუტვირთავი ტანკერებით განხორციელებული ნავთობის ლოგისტიკა ორჯერ ძვირია, რაც სანაოსნო კომპანიისთვის დამატებით ხარჯებზე აისახება.

აზერბაიჯანის სანაოსნო კომპანიის ASCO-ს განცხადებით, ალიათის და თურქმენბაშის ნავსადგურებს შორის მარშრუტზე უფრო მწვავედ აისახა გადაზიდვების შემცირების პროცესი.

ალიათი – თურქმენბაშის მიმართულებაზე საბორნე გემების სრულად დაუტვირთაობის გამო, სარკინიგზო ცისტერნებით ბორნით გადაზიდვის მოცულობა 37%-ით, ხოლო ვაგონების – 19%-ითაა შემცირებული.

კასპიის ზღვაზე სიღრმის შემცირება ნეგატიურად აისახა გადაზიდვების ფინანსურად ყველაზე მომგებიან საკონტეინერო გადაზიდვების სეგმენტზე.

მაგალითად, თუ აქტაუ – ალიათის მიმართულებით კონტეინერმზიდი გემის ზღვრული ტვირთამწეობა 350 ერთეული TEU-ის გადაზიდვაა, სადღეისოდ, ზღვის დონის ვარდნის გამო, გემი მაქსიმუმ 280 ერთეული TEU-ითი იტვირთება.

აქტაუს და კურიკის ნავსადგურებში ზღვის დონის ყოველი 10 სანტიმეტრით ვარდნა 5 000 ტონიანი გემებისთვის დაახლოებით 200–300 ტონის, ხოლო 3 000 ტონიანი გემებისთვის – 100-150 ტონით დაუტვირთაობას უტოლდება.

კასპიის ზღვის დონის ვარდნის მთავარ მიზეზად ევროპის უდიდეს, კასპიის ზღვის მკვებავ მდინარე ვოლგაში წყლის ვარდნა სახელდება.

მხოლოდ ყაზახეთის ნავსადგურების აკვატორიის ფსკერდაღრმავება მათ გამტარუნარიანობას 30%-მდე ზრდის.

ამ თვალსაზრისით გადაუდებლად აუცილებელია, როგორც შემოსასვლელ არხში, ასევე აკვატორიაში ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის განკუთვნილი მიწახაპია გემის შესაძენა, რომელსაც ერთობლივად გამოიყენებს ყაზახეთი და აზერბაიჯანი.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მომიჯნავე ქვეყნების არეალებში კონცენტრირებული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდაზე.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ვოლგა დონის სამდინარო არხით ნავიგაციის სეზონის გახსნა შუა დერეფანს დამატებითი კონკურენციის წინაშე აყენებს

Related Posts

ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურ გადანაწილდებას გამოიწვევს

სომხეთ – აზერბაიჯანის დაპირისპირების მშვიდობიან ფაზაში გადასვლის შემდგომ აზერბაიჯანი და თურქეთი – ზანგეზურის დერეფნის გააქტიურებას და საერთაშორისო სატრანსპორტო…
მეტის ნახვა

მძღოლების გლობალური დეფიციტი საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე მტკივნეულად აისახება

საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის IRU ს მიერ, ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების  გლობალურ დეფიციტზე და 2029 წლისთვის,…
მეტის ნახვა

საავტომობილო გზებზე სატრანზიტო გადაზიდვები მცირდება – ქართველი მძღოლის თვალით დანახული პრობლემები

რეგიონში საომარი დაპირისპირების შედეგად საქართველოს საავტომობილო გზებზე ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა – 2022 წელს 2021 წელთან შედარებით…
მეტის ნახვა