აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისას ორმხრივი და ტრანზიტული, ასევე მესამე ქვეყნის ნებართვების რაოდენობა გაზარდეს

8-9 აპრილს ბაქოში აზერბაიჯანის და საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელებმა საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დინამიურ განვითარებას, ასევე ბოლო წლებში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდას.

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების საავტომობილო გზით შეუფერხებელი და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ.

შეხვედრის დროს მიღწეული იქნა შეთანხმება, 2026 წლისთვის ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვებისთვის დამატებით 10 000 ნებართვის და მესამე ქვეყანაში / მესამე ქვეყნიდან საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვისთვის დამატებით 2 500 ნებართვის გაცემის თაობაზე.

სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზისა და ტვირთბრუნვის ზრდის გათვალისწინებით, 2027 წლისთვის ნებართვების საწყისი წლიური კვოტა ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვებისას 18%-ით გაიზრდება და 65 000 ერთეულს მიაღწევს, ხოლო მესამე ქვეყანაში / მესამე ქვეყნიდან გადაზიდვებისას 50%-ით გაიზრდება და 7 500 ერთეულს მიაღწევს.
აღინიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე წარმატებით ნერგავს ელექტრონული ნებართვების სისტემას (e-permit) თურქეთთან, უზბეკეთთან და ყირგიზეთთან, ხოლო ყაზახეთთან ამ სისტემის დანერგვაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა.

საქართველოსთან ნებართვის ფორმების ელექტრონული გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, ელექტრონული ნებართვის სისტემის დანერგვა მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ, 1 მაისისთვის შექმნიან ერთობლივ ტექნიკურ სამუშაო ჯგუფს და დაიწყებენ შესაბამის მუშაობას ელექტრონული სისტემის დანერგვის დასაჩქარებლად.

აზერბაიჯანთან ელექტრონული ნებართვების გაცვლის სისტემის დანერგვა უდაოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ევროკავშირი ცენტრალური აზიიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის ტრანსპორტირებისას პრიორიტეტს შუა დერეფანს ანიჭებს

Next Post

ევროპიდან ცენტრალურ აზიაში ახალქალაქის სარკინიგზო კვანძის გამოყენებით – საპილოტე ინოვაციური გადაზიდვის მარშრუტი ამოქმედდა

Related Posts

ევროკავშირში საავტომობილო გადაზიდვების თანმხლები დოკუმენტები მხოლოდ ციფრულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი – რატომ ფერხდება საქართველოში ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმის ამოქმედება?

  ქაღალდის ეპოქა დასასრულს უახლოვდება -ევროკავშირი იმ ცვლილებების განხორციელების საბოლოო ფაზაში შედის, რომლებიც საავტომობილო გადაზიდვებისას თანმხლებ ქაღალდის დოკუმენტაციას…
მეტის ნახვა

ესაჭიროება თუ არა კახეთის რეგიონს რკინიგზის აღდგენა?

კახეთის სარკინიგზო განშტოების აღდგენის და ამოქმედების ერთ-ერთი გამოსავალი ევროპაში ფართოდ აპრობირებული საკონცესიო შეთანხმების მოდელის დანერგვაა, რომლის საფუძველზეც, განშტოებით…
მეტის ნახვა

ბაქო –  სუფსის მილსადენის ამოქმედების ახალი პერსპექტივები

ევროპულ ბაზრებზე ყაზახურ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა სულ უფრო აქტუალურს ხდის ამჟამად უმოქმედო ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი გადატვირთვის…
მეტის ნახვა