გაზრდილი ტვირთბრუნვა ყაზახეთს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციისკენ უბიძგებს

ბოლო პერიოდში ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის საფეხურებრივი ზრდა, ყაზახეთს  უბიძგებს ფინანსური სახსრები მიმართოს საკუთარ ტეროტორიაზე  სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდისკენ. ამ მიზნით ყაზახეთი ინტენსიურად ახორციელებს ჩინეთთან დამაკავშირებელი  სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციას.

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე, ხორგოსის მშრალი ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვებამ მყისეურად გაზარდა ტვირთბრუნვა, ზოგადი სტატისტიკა ასეთია, 2021 წელი – ჩინეთ – ყაზახეთის  საზღვარზე ჯამურმა ტვირთბრუნვამ 16.0 მლნ ტონა შეადგინა,  2022 წელი – 17.6 მლნ ტონა, 2023 წელი – 28.0 მლნ ტონა, 2024 წელი – 31.8 მლნ ტონა.  

ყაზახეთის ტერიტორიაზე საკვანძო ინფრასტრუქტურულ  პროქტებს შორის გამოსაყოფია, დოსტიკ – მოუნტის 836 კმ სიგრძის უბანზე მეორე ლიანდაგის მოწყობა, რომელიც 5 ჯერ გაზრდის ჩინეთთან დამაკავშიებელი ქსელის გამტარუნარიანობას (იხ სქემა).

დოსტიკ – მოუნტის უბანზე მეორე ლიანდაგების დაგება, უზრუნველყოფს ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას, აღნიშნულ უბანზე სამუშაობი ინტენსიურად მიმდინარეობს, მეორე ლიანდაგის 75% დაგებულია, მაგისტრალის ექსპლუატაციაში გაშვება 2025 წელსაა ნავარაუდევი (იხ ფოტო).

დასკვნის სახით – შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნაა დამოკიდებული, დერეფნის მთელ სიგრძეზე არსებული ინფრასტრუქტურის სინქრონულ განვითარებაზე. გამტარუნარიანობას განსაზღვრავს, ნავსადგურებში როგორც ახალი ტერმინალების სიმძლავრეების გაზრდა და საზღვაო ფლოტის დამატება, ასევე სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების მოდერნიზაცია.  

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ჩქაროსნული რკინიგზის შორეული პერსპექტივა  

Next Post

რატომ იხდის ქართველი საავტომობილო გადამზიდველი – თურქეთის ტერიტორიაზე ორჯერ გზათსარგებლობის და ფასიანი გზების გადასახადს ?

Related Posts

ბათუმის ნავსადგური სანახევროდაა დატვირთული –  ნავთობის ნავმისადგომები – 12 % ით,   საბორნე კომპლექსი – 28 % ით, საკონტეინერო ტერმინალი – 45 % ით, მშრალი ტვირთების ნავმისადგომები – 70 % ით

2024 წლის ბათუმის ნავსადგურის ტვირთების გადამუშავების და ნავთობის გატარების მაჩვენებლების წინა წელთან შედარება, ხშირ შემთხვევაში იძლევა არასწორი დასკვნების…
მეტის ნახვა

საქართველოს რკინიგზაზე გადაზიდვების გრძელვადიანი ტენდენციები

საქართველოს რკინიგზაზე გრძელვადიანი დაკვირვების (2003 – 2024 წლები) შედეგად იკვეთება შემდეგი ტენდენციები: საქართველოს რკინიგზით გადაზიდვების მაქსიმალური მაჩვენებელი 2006…
მეტის ნახვა

რუსეთი  ირან – აზერბაიჯანის დამაკავშირებელ რეშტ – ასტარის   სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის რეანიმაციას აანონსებს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ირან – აზერბაიჯანის დამაკავშირებელი რეშტ – ასტარას სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის აუცილებელი წინა საპროექტო კვლევების დაწყება…
მეტის ნახვა