ზანგეზურის დერეფანი და რუსეთის ინტერესები

სადღეისოდ ზანგეზურის დერეფნის შესაძლო განბლოკვასთან დაკავშირებით ბევრი იწერება პირდაპირ თუ ირიბად ჩართული ქვეყნების, ძირითადად სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის და ირანის ინტერესებზე, ამ პროცესში რეგიონის ქვეყნების მიერ შესაძლო ეკონომიკურ დივიდენდებსა თუ დანაკარგებზე, მაგრამ როგორია ამ პროცესში რუსეთის ინტერესები? ამ საკითხს გვინდა დავუთმოთ ჩვენი ანალიტიკა.

რეგიონში საომარი დაპირისპირების ფონზე ზანგეზურის დერეფნის სრულფასოვანი გახსნა რუსეთის ეკონომიკური ინტერესებისთვის ცენტრალური საკითხია.

ზანგეზურის დერეფნის გახსნა და მასთან დაკავშირებული ჯულფის სარკინიგზო კვანძის ამოქმედება რუსეთს საშუალებას აძლევს:
• აღადგინოს სპარსეთის ყურესთან პირდაპირი გამჭოლი სარკინიგზო კომუნიკაცია;


• გააფართოვოს სომხეთის ტერიტორიაზე „ჩაკეტილი“, მის საკუთრებაში არსებული შვილობილი – სამხრეთ კავკასიის რკინიგზის პოტენციალი;


• გამოიყენოს სომხეთის ეკონომიკის მომავალი ზრდა და აზერბაიჯანის ეკონომიკის ამჟამინდელი ზრდა რუსეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ტვირთნაკადებით უზრუნველყოფაში;


• სოფლის მეურნეობიდან დაწყებული და სამთომოპოვებითი სფეროს ჩათვლით გაზარდოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან რეგიონალური ტვირთბრუნვა.

ახლა შევეცადოთ, უფრო დეტალურად გავშალოთ ზემოთ ჩამოთვლილი პოზიციები.


ზანგეზურის დერეფნის და სინქრონულად ჯულფის სარკინიგზო სადგურის გახსნით დიდწილად მოგვარდება ინდოეთის ოკეანის აუზის მიმართულებით, რუსეთისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ექსპორტი.


ბუნებრივია, გამოსაყოფია რუსეთის მთავარი ექსპორტი სპარსეთის ყურეში, კერძოდ ისეთი საექსპორტო ტვირთები, როგორიცაა მარცვლეული, ხე-ტყე, ლითონები და საწვავ-საპოხი მასალები.

სადღეისოდ ირანზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის დამუხრუჭების ძირითად ფაქტორს ირანის ტრადიციული მმართველობა წარმოადგენს, რომელსაც განუხორციელებელი საერთაშორისო შეთანხმებებიც ემატება, რადგან ბიზნესების, სადაზღვევო კომპანიებისა და ბანკების მიმართ სანქციების დაწესების რისკის გამო ამ ტიპის შეთანხმებების ამოქმედება სირთულეებს წარმოადგენს. ამასთან, ანტირუსული სანქციების გამო ამ ფაქტორების დაძლევა დღითი დღე რთულდება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მზადაა ყაზვინ-რეშტ-ასტარას რკინიგზის მშენებლობაში 1.6 მილიარდი დოლარი ჩადოს და სრულად დააფინანსოს პროექტი, რაზეც მხარეებს შორის წინასწარი მოლაპარაკება არსებობს, ყველაზე პრობლემურია რეშტ-ასტარას 172 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც არა თუ სრულმასშტაბიანი მშენებლობა, არამედ ირანის ტერიტორიაზე მიწის გამოსყიდვის დროში გაწელილი პროცესი მიმდინარეობს. ფაქტობრივად, პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

ამ თვალსაზრისით, რუსეთისათვის ეკონომიურად მომგებიანია ჩრდილოეთ – სამხრეთის დერეფნის ზანგეზურის მიმართულებით გადაწყობა, სადაც ირანის არსებული გამჭოლი სარკინიგზო კავშირის მეშვეობით ადვილია სპარსეთის ყურეზე დაუბრკოლებელი გასვლა, ვიდრე ახალი, ყაზვინ-რეშტ-ასტარას   ჯერ კიდევ ასაშენებელი რკინიგზით დაკავშირება.


უფრო მეტიც, რუსეთისათვის მომავალში სპარსეთის ყურისკენ მიმავალი დერეფნის ორი რკინიგზის სეგმენტის არსებობა დადებით გავლენას მოახდენს რუსეთის რეგიონული ეკონომიკის განვითარებაზე.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ექსპორტ-იმპორტის ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მომავალში მათი სამრეწველო და სავაჭრო თანამშრომლობა რუსეთთან შესაძლებელია საქონლის სამი ჯგუფის მიმართულებით განხორციელდეს:

ტექსტილი და ტრიკოტაჟის პროდუქცია, რომელიც ძირითადად ექსპორტირებულია რუსეთსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში; სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც ექსპორტირებულია რუსეთში; სპილენძისა და ფერადი ლითონების მადანი — ექსპორტირებულია რუსეთსა და ჩინეთში.

რუსეთის ვარაუდით, მომავალში ამ კავშირების აღდგენის მთავარი ობიექტი იქნება ჯულფას რკინიგზის კვანძი, რომელიც ტვირთნაკადებს საერთაშორისო სატრანსპორტო „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დერეფნის ფარგლებში, რუსეთს როგორც რუსეთი-ირანის მიმართულებით, ასევე ირანი-თურქეთისა და ირანი-სომხეთი–საქართველოს ნავსადგურების მიმართულებით დააკავშირებს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

სარკინიგზო მარშრუტების განბლოკვის შედეგად – სომხეთი ჩიხურის ნაცვლად სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს შეიძენს

Next Post

საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვების მდგომარეობის ანალიზი

Related Posts

Maersk-ის მიერ 200 გემისგან შემდგარი ფლოტის მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება ხომ არ გამოიწვევს საქართველოს საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებში მონოპოლიურ ჩარევას?

საკონტეინერო გადაზიდვების გიგანტი Maersk-ი საზღვაო ნაოსნობაში გრძელვადიანი იჯარით, ტაიმ-ჩარტერით აყვანილი 200 გემისგან შემდგარი ფლოტის მოდერნიზაციის მასშტაბურ პროგრამის განხორციელებას…
მეტის ნახვა

ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ლაპის ლაზულის დერეფანი ეკონომიკურად მიმზიდველი ხდება

მიუხედავად იმისა, რომ ლაპის ლაზულის დერეფნის სატრანზიტო ხელშეკრულება – ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის 2017 წელს…
მეტის ნახვა

შუა დერეფნით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის ანალიზი (ნაწილი მეორე)

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადდა კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა ნათლად წარმოვიდგენოთ, თუ რა მოცულობის ტვირთნაკადები მოძრაობს შუა…
მეტის ნახვა