ირან – თურქმენეთის საზღვარზე ურიკების შემცვლელი სერაქსის სარკინიგზო კვანძის გაფართოების პროექტი, საქართველოზე გამავალ დერეფანს დამატებითი კონკურენციის წინაშე აყენებს

ბოლო წლებში ირანი აქტიურად ავითარებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სარკინიგზო დერეფნებს, რომლებიც ქვეყანას მეზობელ სახელმწიფოებთან აკავშირებს.


ირანზე გამავალი სამხრეთ დერეფანი საქართველოზე გამავალ მარშრუტს კონკურენციას უწევს. ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, ცენტრალური აზიიდან სამხრეთ დერეფნით ტვირთების გადმორთვისა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ალტერნატივად უნდა იქნეს განხილული.

ირანზე გამავალ სამხრეთ დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო ობიექტს ირან–თურქმენეთის საზღვარზე მდებარე სერაქსის სარკინიგზო სადგური წარმოადგენს.

სერაქსის რკინიგზის სადგური, 1520 – 1435 მმ ლიანდაგების შეპირაპირება და ურიკების შეცვლა ხორციელდება, ირანის უკიდურეს ჩრდილო–აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს.


სერაქსის სადგურის გავლით გაედინება ტვირთების მნიშვნელოვანი მოცულობა, რაც მას თურქმენეთთან და რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკური კავშირების  მთავარ ცენტრად წარმოაჩენს.

გარდა ამისა, სერაქსის სატრანსპორტო კვანძი აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო ინიციატივებისთვის, კერძოდ ჩრდილოეთ–სამხრეთის და აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფნების განვითარებისთვის.ახლახანს ირანის და თურქმენეთის სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს სერაქსის სარკინიგზო სადგურის ინფრასტრუქტურის გაფართოების პროექტს, რომელიც ურიკების შემცვლელი ორი სარკინიგზო ხაზის დამატებას და სადგურის გამტარუნარიანობის გაზრდას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის მთავარი მიზანია სერაქსის სარკინიგზო სადგურის გავლით ტვირთების გადაადგილების დაჩქარება და სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის გაზრდა. არსებული მდგომარეობით, სადგური წელიწადში 2.0–2.5 მლნ ტონა ტვირთს ატარებს.


მოლაპარაკებების საფუძველზე გადაწყდა, თურქმენეთის რკინიგზის მიერ მუდმივ ბრუნვაში 200 დან 300 ერთეულამდე უზბეკეთის ვაგონების დაამატება, რაც გაზრდის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობას და გააუმჯობესებს სავაგონო პარკის ბრუნვის სიჩქარეს.

სერაქსის სადგურის გაფართოება აღმოფხვრის ვიწრო ადგილს და უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ ტრანზიტს, რაც ერთობლიობაში მნიშვნელოვნად შეამცირებს ლოდინის დროსა და ლოჯისტიკურ ხარჯებს. პარალელურად თითქმის ორჯერ გაიზრდება სერაქსის სარკინიგზო სადგურის გამტარუნარიანობა.


ამ თვალსაზრისით, ირან–თურქმენეთის საზღვარზე ურიკების შემცვლელი სერაქსის სარკინიგზო კვანძის გაფართოების პროექტი საქართველოზე გამავალი დერეფნის ერთ-ერთ ალტერნატივად უნდა იქნეს განხილული.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ზარალიანი სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანები – ხარჯები შემოსავლებს 60%-ით აღემატება. რატომ უნდა აფინანსებდეს გადასახადის გადამხდელი წამგებიან სამგზავრო გადაყვანებს? არსებობს დარგის კრიზისიდან გამოყვანის სახელმწიფო სტრატეგია?

Next Post

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ – უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი შეზღუდვების გამო ვერ დაესწრება თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმს

Related Posts
როგორ იმოქმედებს სომხეთ - აზერბაიჯანის შორის სატრანსპორტო დერეფნის გახსნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე?

როგორ იმოქმედებს სომხეთ – აზერბაიჯანის შორის სატრანსპორტო დერეფნის გახსნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე?

სომხეთ – აზერბაიჯანის მოლაპარაკების ერთ – ერთი პუნქტი ითვალისწინებს, მათ ტერიტორიებზე, სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებას, ტვირთნაკადების გადანაწილების თვალსაზრისით როგორ…
მეტის ნახვა
საქართველოს მიერ გატარებული ტრაილერების რაოდენობა მცირდება. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს დერეფანი 237 287-მა სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა, რაც წინა წლის 6 თვესთან შედარებით 12 097 ტრაილერით ნაკლებია. ბიუჯეტში გზით სარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.2 მლნ ლარით (5%-ით) შემცირდა. წელს იანვარ-ივნისში გზით სარგებლობით ბიუჯეტში მიღებულმა შემოსავლებმა 83…
მეტის ნახვა

რეგიონის ქვეყნებში ფართოდ ინერგება საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა

მიღებულია, რომ ორ სახელმწიფოს შორის დადგენილი კვოტების ფარგლებში ყოველწლიურად მოქმედებს საავტომობილო ნებართვების ბლანკების გაცვლის აპრობირებული სისტემა. საერთაშორისო დიპლომატიური…
მეტის ნახვა