ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი –  რეგიონალური საბაჟო ტერმინალი Poti Storage Solutions

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” – შუა  დერეფნის ქვეყნებში, სანავსადგურე   ლოგისტიკური ინფრასტრუქურის ფუნქციონირებასა და მათი განვითარების სამომავლო სტრატეგიებზე – მუდმივად ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასეთ ნავსადგურებთან ტექნოლოგიურად დაკავშირებული, რეგიონალური საბაჟო ტერმინალების განვითარება,  რადგანაც,   ერთობლიობაში ამ ორი ურთიერთდაკავშირებული ლოგისტიკური კვანძის  შეთანხმებული ფუნქციონირება   განსაზღვრავს შუა დერეფნის მიმზიდველობას და კონკურენტუნარიანობას.   

ასეთი ტიპის საბაჟო ტერმინალები მაშინ მუშაობენ  ეფექტიანად, როდესაც ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი არიან საიმედო სატრანსპორტო კავშირებადობით, როგორც ნავსადგურთან ასევე სარკინიგზო თუ საავტომობილო გზებთან.

ერთ – ერთ, ასეთ საბაჟო ტერმინალს წარმოადგენს Poti Storage Solutions ი, რომელიც ტექნოლოგიური კავშირებადობის თვალსაზრისით, მიმზიდველ ადგილასაა განთავსებული,  როგორც ფოთის ნავსადგურის სიახლოვეს – 2 კმ ში,  ასევე საკონტეინერო ხაზების ტერმინალებთან, კერძოდ – 600 მეტრში MSC თან და უფრო ახლოს – 300 მეტრში CMA CGM თან.

რეგიონალური ტერმინალი Poti Storage Solutions ი დამატებით აღჭურვილია,  ექვსი ვაგონის ერთჯერადი მიღების სარკინიგზო განშტოებით, რომელიც ფოთის რკინიგზის სადგურიდან 600 მეტრითაა დაშორებული, გარდა ამისა ტერმინალს დამატებით მიმზიდველობას მატებს ძირითად საავტომობილო ფოთი – თბილისი – ბათუმი მაგისტრალთან სიახლოვე.

ლოგისტიკური ოპერაციების უსაფრთხოთ განხორციელებისათვის, საბაჟო ტერმინალს გააჩნია, ტვირთების შესანახი 1200 კვ მეტრის დახურული და 10 ათას კვ. მეტრის ღია საწყობები.

გარდა ინფრასტრუქტურული კომპონენტისა, კომპანია – Poti Storage Solution ი, საქართველოს ქალაქებამდე ახორციელებს ეფექტურ, ფიქსირებულ დროში, ტვირთების ტრანსპორტირებას – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, ცენტრალური აზიიდან მათ შორის ავღანეთიდან.

გარდა ამისა გააჩნია დამატებითი სატერმინალო მომსახურების ოპერაციები, როგორიცაა, ტვირთების შენახვა, გადატვირთვა, სატრანზიტო დოკუმენტაციის მომზადება, გადაზიდვითი პროცესების ონლაინ მეთვალყურეობა.

კომპანიას დამატებით მიმზიდველობას ანიჭებს, ის გარემოება, რომ მომხმარებელს სთავაზობს კონტეინერების მიღებას საბაჟო ტერმინალში, მის დაცლას და დასაწყობებას. ამასთანავე, კლიენტს გააჩნია საშუალება ამ პროცესს ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს, აკონტროლოს პროცესი და სურვილის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს, ტვირთის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას. რითაც მომხმარებელს ეძლევა საშუალება, დაზოგოს ფინანსური სახსრები, თავიდან აიცილოს, თუნდაც თბილისში სასაწყობო ოპერაციები, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რადგანაც კლიენტს ეძლევა შესაძლებლობა  ონ ლაინ რეჟიმში დამოუკიდებლად მართოს საკუთარის ტვირთის, დანიშნულების ადგილამდე  ტრანსპორტირების პროცესი.

ცალკე გამოსაყოფია, კომპანიის მიერ, შორ მანძილზე  ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების მობილურობა,  მაგალითისათვის, საბაჟო რეჟიმის შენარჩუნებით,  რამდენიმე საავტომობილო ტრანსპორტის ნაცვლად,  ფოთიდან – ცეტრალურ აზიაში გასაგზავნი ტვირთის ერთ ვაგონში გადატვირთვით, 2.0 – 2.5 ჯერ მცირდება  ტრანსპორტირების ღირებულება, რასაც წარმატებით ახორციელებს კომპანია. გარდა ამისა გადატვირთვის ოპერაციების შესრულებისას, შესაძლებელია ალკოგოლურ სასმელებზე სააქციო მარკების დატანა, რაც უდოდ მიმზიდველს ხდის კომპანიის მომსახურებას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა რაც საბაჟო ტერმინალ Poti Storage Solutions გააჩნია, ბიზნესისათვის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია –  საბრუნავი ფულადი სახსრების მართვაში ხელშეწყობა, მაგალითისათვის – ტერმინალი კლიენტს ფულადი სახსრების მნიშვნელოვანი ეკონომიის საშუალებას აძლევს, რადგან მათ შეუძლიათ პროდუქცია ტერმინალში განუსაზღვრელი ვადით დაასაწყობონ, ხოლო განბაჟებისა და აქციზის გადასახადი იმ რაოდენობით გადაიხადონ, რა რაოდენობის პროდუქციასაც მიაწვდიან მომხმარებელს. იმავდროულად, საქონლის დასაწყობებიდან პირველი 20 დღის განმავლობაში, პროდუქციის შენახვა  უფასო იქნება.



სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი”, შემდგომშიც,  მუდმივად განახორციელებს, თანამედრო სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კომპანიების ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობების ხელშეწყობას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

სატრანზიტო ბუმის მოლოდინში აზერბაიჯანი საზღვაო – სავაჭრო ფლოტს ანვითარებს

Next Post

წითელ ზღვაში გლობალური დაპირისპირება შუა დერეფანს გააქტიურებისკენ უბიძგებს

Related Posts

პოლიტიკური დაპირისპირება თუ ლოგისტიკური სირთულეები, ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის  ნავთობსადენის ინფრასტრუქტურა დაუცველი აღმოჩნდა – აზერბაიჯანმა ყაზახური ნავთობი დაკარგა

ბოლო წლებში ყაზახეთსა – აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება, ყაზახური ნედლი ნავთობის რუსეთზე გამავალი კასპიის…
მეტის ნახვა

დაკონსერვებული შემოვლითი რკინიგზის ავტომაგისტრალით ჩანაცვლება პერსპექტივაში თბილისში სატრანსპორტო კოლაფს გაამწვავებს

მოსალოდნელი მზარდი ტვირთნაკადის პირობებში,  დაკონსერვებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუქმება და მისი საავტომობილო მაგისტრალით ჩანაცვლება, პერსპექტივაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში…
მეტის ნახვა

ჩინეთი – ევროკავშირის სახმელეთო საკონტეინერო გადაზიდვები შუა დერეფნის საკვანძო მიმართულებად ყალიბდება

2024 წელს ჩინეთ – ევროკავშირის მიმართულებით შუა დერეფნის გამოყენებით გადაიზიდა 55 ათასი ერთეული TEU, თუ გავითვალისწინებთ შუა დერეფნით…
მეტის ნახვა