პოლიტიკური დაპირისპირება თუ ლოგისტიკური სირთულეები, ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის  ნავთობსადენის ინფრასტრუქტურა დაუცველი აღმოჩნდა – აზერბაიჯანმა ყაზახური ნავთობი დაკარგა

ბოლო წლებში ყაზახეთსა – აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება, ყაზახური ნედლი ნავთობის რუსეთზე გამავალი კასპიის კონსორციუმის მილსადენიდან ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენში გადმომისამართების შესახებ.

მეზობელ სახელმწიფოებს შორის მიღწეული შეთანხმება, საქართველოსთვის იმედისმომცემი იყო, რადგანაც ჩვენ ტერიტორიაზე გამავალი ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენში დიდი ხნის ინტერვალის შემდგომ პირველად გამოჩნდა ყაზახური ნედლი ნავთობი.

გარდა ამისა, რუსეთის მილსადენიდან ყაზახური ნავთობის ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენში გადმორთვით, საქართველოს – დროებით გაჩერებულული ბაქო – სუფსის მილსადენის ამოქმედების პერსპექტივაც გაუჩნდა.

ახლახანს ყაზახური ნედლი ნავთობის  ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის მილსადენიდან კასპიის მილსადენის კონსორციუმის CPC რუსულ მარშრუტზე დაბრუნების შესახებ ყაზახეთის გადაწყვიტილებამ  გარკვეული კითხვის ნიშნები წარმოქმნა.

მიზეზი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყაზახური და აზერბაიჯანული ნავთობის ორგანოქლორიანი ნაერთებით  მასიური დაბინძურება აღმოჩნდა.

ყველაფერი ივლისის ბოლოს დაიწყო, როდესაც ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორმა BP მ Azeri Light ის ნავთობის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ განაცხადა. მალევე მათ შეუერთდნენ ფრანგული Eni და ავსტრიული OMV ი.

შედეგად, წარმოიქმნა ფორსმაჟორი, მიწოდების შეწყვეტა და ექსპორტში ქაოსი. ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის განკუთვნილი ნავთობი გამოუსადეგარი აღმოჩნდა, რადგანაც ორგანოქლორიდები ანადგურებენ აღჭურვილობას, რაც მის გადამუშავებას საშიშს და ეკონომიკურად წამგებიანს ხდის.

აგვისტოს დასაწყისიდან ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით მიწოდება შეჩერდა, რამაც არა მხოლოდ აზერბაიჯანზე, არამედ ყაზახეთის და თურქმენეთის ექსპორტზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყნები ამ მარშრუტს რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის „დივერსიფიკაციის“ სტრატეგიის ნაწილად იყენებენ.

რამ აიძულა ყაზახეთი მიეღო ასეთი გადაწყვეტილება?

არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო  მოსაზრება:

პირველი – ყაზახური ნავთობის რუსეთის მილსადენში დაბრუნება რუსეთის მიერ ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენში ქლორის რამდენიმე ბარელის ჩასხმითაა განპირობებული, ბუნებრივია აღნიშნული მოსაზრება ოფიციალურად არ არის დამტკიცებული და პოლიტიკური ქვედადინება გააჩნია.

მეორე – რომელიც ემყარება ყაზახეთის ქმედებას, ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენში 1.7 მლნ ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობის შერევის პირობებში აზერბაიჯანისთვის  ფინანსური ზარალის მიყენებას.

საკითხის არსი მდგომარეობს შემდეგში, აზერბაიჯანული კომპანიები მილსადენში საკუთარ ძვირადღირებულ Azeri Light ის ნავთობს ატარებენ, ყაზახური ნავთობის შერევის შემთხვევაში, რომელიც შედარებით დაბალი ხარისხის რუსული Urals ის მარკის მსგავსია, ჯეიხანში – მილსადენის ბოლოში, შედარებით იაფი ნავთობის მიღება ხდება.

ასეთი შერევის შედეგად მიღებული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე რეალიზაცია მილსადენისათვის ეკონომიკურად წამგებიანი ხდება.

რომელი მხარე უზრუნველყოფს ნავთობის რეალიზების შედეგად ფასთა სხვაობის კომპენსირებას? მიუხედავათ იმისა, რომ ყაზახეთს წინმსწრებად უნდა ცოდნოდა, ნავთობის „შერევის“ უარყოფითი ეკონომიკური შედეგის შესახებ, იგი აშკარად არ აღმოჩნდა მზად, აზერბაიჯანისათვის ფინანსური დანაკარგების ანაზღაურებისათვის.  

ამ ორი მოსაზრებიდან გამომდინარე ოფიციალურად დადასტურებული არა, თუ რამ განაპირობა  ყაზახური მხარის გადაწყვეტილება.

არსებობდა ინფორმაცია, რომ ორგანოქლორიანი ნაერთებით დაბინძურებული ნავთობი იტალიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ჩეხეთში მოხვდა.

ყველაზე დიდი პრეტენზია რუმინეთს გააჩნდა, რომელმაც ივლისში ჯეიჰანის ნავსადგურიდან 92000 ტონა დაბინძურებული აზერბაიჯანული ნავთობი მიიღო.

რუმინეთმა ნავთობის იმპორტი შეაჩერა და ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რისთვისაც  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეუფერხებელი მუშაობისა და ბაზარზე საწვავის ბალანსის შესანარჩუნებლად ნავთობისა და დიზელის საგანგებო მარაგი მოითხოვა.

ერთ – ერთმა რუმინულმა მედიასაშუალებამ ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენში ქლორის რამდენიმე ბარელის ჩასხმაში რუსეთიც დაადანაშაულა.

ორგანოქლორიანი ნაერთებით დაბინძურებული ნავთობის გაწმენდას შესაძლოა სამი თვე დასჭირდეს, სამუშაოები მოიცავს არა მხოლოდ მილსადენების ინფრასტრუქტურის გაწმენდას, არამედ ინსპექტირებასაც, რამაც საბოლოდ უნდა დაამტკიცოს, რომ ნავთობის ნედლეულის ხარისხი მყიდველების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

რაც შეეხება ყაზახეთს, ის დღემდე ნავთობს როგორც რუსეთის გავლით, კასპიის მილსადენის კონსორციუმის ნავთობსადენით, ასევე აზერბაიჯანის ნავთობსადენით – ბაქო – თბილისი – ჯეიჰანით აწვდიდა.

მსოფლიო პრაქტიკაში  ნავთობისა და გაზის ექსპორტის „ტექნოლოგიური“ სტაბილურობის პირობებში ნავთობის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაცია ნორმალური მოვლენაა, თუმცა აზერბაიჯანის მარშრუტი, რუსეთის მარშრუტთან შედარებით გაცილებით გრძელი და ძვირია (იხ ყაზახური ნავთობის საექსპორტო მარშრუტების სქემა).

გართულებული ლოგისტიკის გამო, აზერბაიჯანის მარშრუტით ნავთობის გადაზიდვა, რუსეთის მარშრუტთან შედარებით 2.4 ჯერ ძვირია, რადგან ნავთობი ყაზახეთში მოპოვების საბადოდან, ჯერ ყაზახეთის ნავსადგურებამდე უნდა იყოს რკინიგზით გადაზიდული, შემდეგ დაიტვირთოს ტანკერებზე, კასპიის ზღვის გავლით მივიდეს ბაქოში, ტანკერებიდან გადმოიტვირთოს და ჩაიტუმბოს ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენში.

გარდა ამისა, ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის  ნავთობსადენით გატარების ტარიფი მაღალია, ჯეიჰანის ნავსადგურში ნავთობი ხელახლა უნდა ჩაიტვირთოს ტანკერში და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება საფრანგეთში, იტალიასა და სამხრეთ ევროპის სხვა და სხვა ბაზრებზე.

რუსეთის მხარის მოსაზრებით, ყაზახეთის მიერ ნავთობის ნაწილის აზერბაიჯანის მარშრუტით გატარების გადაწყვეტილება თავიდანვე პოლიტიკური იყო, ძირითადი მიზანი ნავთობის რუსეთის გვერდის ავლით გატარება წარმოადგენდა.

რუსეთი მუდმივად ცდილობდს დააკნინოს ყაზახეთის გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი ცდილობს ნავთობის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და რუსეთისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირებას, რუსეთის განცხადებით ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენს ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს რუსეთზე გამავალი კასპიის ნავთობსადენის კონკურენტი.

აღნიშნული მაგალითი ნათელი დასტურია იმის, რომ მაღალი ლოგისტიკური ხარჯების გამო ყაზახეთის ექსპორტის, თუნდაც უმნიშვნელო ნაწილის გადართვა აზერბაიჯანის ნავთობსადენში მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს უკავშირდება.

ყაზახური ნავთობი მძიმე და გოგირდის შემცველია, უფრო რუსული Urals ის მარკის მსგავსია, აზერბაიჯანული კი მსუბუქი და დაბალ გოგირდოვანია და მსოფლიო ბაზარზე უფრო ძვირია. თუ მილსადენში 2.0 – 2.2 მლნ ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობი იქნება შეშვებული, მილსადენიდან გამოსვლისას ნავთობის ხარისხი გაუარესებისკენ შეიცვლება, რაც მილსადენისათვის ეკონომიკურად წამგებიანი იქნება.

გამოდის, რომ თუ ყაზახეთის ნავთობი შეერევა მილსადენში და აზერბაიჯანული კომპანიები მილსადენში ძვირადღირებულ ნავთობს ჩატუმბავენ მაშინ მილსადენიდან უფრო იაფ ნავთობს გამოიტანენ.

რომელი მხარე უზრუნველყოფს ნავთობის რეალიზების შედეგად ფასთა სხვაობას? მიუხედავათ იმისა, რომ ყაზახეთმა წინმსწრებად იცოდა, ნავთობის „შერევის“ უარყოფითი ეკონომიკური შედეგი, იგი აშკარად არ აღმოჩნდა მზად ფინანსური დანაკარგების კომპენსირებისათვის.  

აზერბაიჯანში დაბინძურების მიზეზი ჯერ კიდევ დადგენილი არ არის. ჰიპოთეზები დაუდევრობიდან საბოტაჟამდე მერყეობს. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის  ნავთობსადენის ინფრასტრუქტურა დაუცველი აღმოჩნდა და დასავლელ ოპერატორებმა სტაბილურობის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საბაჟო – გამშვები პუნქტის გაფართოებამ გამტარუნარიანობა ორჯერ გაზარდა – რატომ ფერხდება სატვირთოების გადაადგილება საზღვარზე?

Next Post

შუა დერეფანი – ახალი ევრაზიული მაგისტრალი თუ გადაჭარბებული ამბიციების  პროექტი?

Related Posts
როგორია ადგილობრივი ნავთობის მოპოვების პერსპექტივები?

როგორია ადგილობრივი ნავთობის მოპოვების პერსპექტივები?

ბოლო 15 წელიწადში საქართველოში ადგილობრივი ნავთობის წლიური მოპოვება განახევრებულია მოპოვებული ნედლი ნავთობი შეადგენს წლიური მოხმარების მხოლოდ 3% ს…
მეტის ნახვა
ავტორი: შუშან შირინიანი საინფორმაციო ცენტრი ჯავახეთი JNEWS ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზა საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ჯავახეთზე გადის. მთავარი რკინიგზის სადგური…
მეტის ნახვა

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული საგზაო პროექტების  გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე  (ნაწილი II)

ხუთი მიმართულება იკვეთება: ქვეყნის მდგრადი განვითარების სინქრონიზაციის დარღვევა; დონორი ორგანიზაციების მხრიდან შემდგომი პროექტების დაფინანსების სტრატეგიის ცვლილება; ქვეყნის სამრეწველო…
მეტის ნახვა