რამ განაპირობა – ჩრდილოეთ ყინულოვანი საზღვაო დერეფნით რუსული ბირთვული ყინულმჭრელი ფლოტის მოძრაობაში მოყვანა?

ახლახანს რუსეთმა პირველად არქტიკაში განთავსებული რვავე ბირთვული ყინულმჭრელი გემი მოქმედებაში მოიყვანა.

რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯს დასავლეთი უპრეცედენტო შემთხვევად განიხილავს. რეალურად, ამ ყოველივეს მარტივი ახსნა გააჩნიამსოფლიო სანაოსნო სივრცეში რუსული ნავთობის გადაზიდვების ბლოკირების შედეგად მოსკოვი მისთვის კონტროლირებად და საიმედო საზღვაო დერეფნებს ეძებს.

როგორც რუსეთის საინფორმაციო წყაროებშია აღნიშნული, პირველად რუსეთმა ერთდროულად ატომური ძრავებით აღჭურვილი ყინულმჭრელი გემების მთელი ფლოტი მოქმედებაში მოიყვანა.

რუსეთის არსენალში მყოფი რვავე გემი ზღვაში გავიდა ობისა და ენისეის ყურეებში ზამთრის ნაოსნობის უზრუნველსაყოფად.

ატომური ყინულმჭრელი ფლოტი ყინულის ფართო ბილიკების გასახსნელადაა განკუთვნილი და ძირითადად აქტიურად ზამთრის პირობებში, სხვა ტიპის გემების ექსკორტირებისთვის გამოიყენება.

ყინულმჭრელი ფლოტის დანიშნულებაა თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავი გემებისა და ნავთობის ტანკერებისთვის რუსეთის ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე დერეფნის შექმნა და გაცილების უზრუნველყოფა.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტი ყინულოვანი ოკეანის გადაჭრით – ბარენცის, კარსკის, ლაპტევის, აღმოსავლეთ ციმბირის, ჩუკოტკისა და ბერინგის ზღვებზე გადის.

რამ იქონია გავლენა მოსკოვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე?
არსებობს მყარი ვარაუდები, რომ საქმე ეხება რუსეთის არქტიკული წარმოების ზონებიდან ნედლი ნავთობის, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) და სხვადასხვა მინერალების ტრანსპორტირების უზრუნველყოფას.

პირველ რიგში მოიაზრება „Ворота Арктики“-ის ნავთობტერმინალიდან, იამალის LNG-სა და „Норильск Никель“-ის (ნიკელისა და პალადიუმის მოძიების, წარმოებისა და გადამუშავების ნორილსკის სამთო-მეტალურგიული სპეციალიზებული კომპანია) ქარხნებიდან რუსეთისთვის სტრატეგიული ნედლეულის ჩინეთის მიმართულებით გადაზიდვების უზრუნველყოფა.

ცალკე გამოსაყოფიაარქტიკის კარიბჭედცნობილი უნიკალური ნავთობტერმინალი.

„არქტიკული კარიბჭე“- არქტიკული წრის მიღმა მდებარე მტკნარ წყლებში მსოფლიოში ერთადერთი ნავთობტერმინალია.

უნიკალურია ტერმინალის ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც 78 მეტრი სიგანისა და 80 მეტრი სიმაღლისაა (რაც 32-სართულიანი შენობის ექვივალენტურია), საიდანაც 17 მეტრი წყლის ქვეშაა. ტერმინალი ეყრდნობა 12 ბეტონის ძელს, რომლებიც მუდმივ ყინულში 85 მეტრის სიღრმეზეა მოწყობილი.

კამენის კონცხის მახლობლად მდებარე „არქტიკული კარიბჭის“ ტერმინალი ნოვოპორტოვსკოეს ნავთობისა და გაზის კონდენსატის საბადოდან ტანკერებში ნავთობის მთელი წლის განმავლობაში გადატვირთვისთვისაა განკუთვნილი.

ტერმინალი მტკნარი წყლების არეალში მდებარეობს – ზამთარში მის გარშემო ყინულის სისქე ორ მეტრს აჭარბებს. ეს ყოველივე, შორეულ ჩრდილოეთში მისი საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად, უნიკალური ტექნიკური გადაწყვეტილებების გამოყენებას მოითხოვს.

ნავთობის მოპოვების საბადოდან ატომურ ტანკერებში ნავთობის გადატვირთვამდე ნავთობმა ტრანსპორტირების ექვსი ფაზა უნდა გაიაროს. ამის შემდგომ შესაძლებელია ნედლი ნავთობის ევროპის ან ჩინეთის მიმართულებით გადაზიდვა.

რუსეთის ბირთვული ყინულმჭრელი გემების ფლოტი რვა ერთეულისგან შედგება – ოთხი ერთეული ახალი არქტიკული კლასის 22220 მარკის არქტიკა“, „ურალი“, „სიბირი და იაკუტია ყინულმჭრელი გემებია.

გარდა ამისა, რუსეთის ყინულმჭრელი გემების ფლოტში გაერთიანებულია ორი საბჭოთა წარმოების, ატომური ძრავით აღჭურვილი ყინულმჭრელი – იამალი და გამარჯვების 50 წელი.
დანარჩენ ორ ყინულმჭრელს – ტაიმირსა და ვაიგაჩს – არ გააჩნია ღრმა ჯდომადობა და სპეციალურად არქტიკის ესტუარებში (მდინარის ერთტოტიანი, ძაბრისებურად გაფართოებული შესართავი) ექსპლუატაციისთვისაა ადაპტირებული.
რუსეთი დამატებით გეგმავს ახალი არქტიკის ტიპის, ატომური ძრავით აღჭურვილი კიდევ სამი ყინულმჭრელის აშენებას.

 გემების – ჩუკოტკა“, ლენინგრადი და „სტალინგრადი– ექსპლუატაციაში გაშვება 2026, 2028 და 2030 წლებშია დაგეგმილი.
„როსატომფლოტის“ წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა აღნიშნული ყინულმჭრელი გემების მშენებლობა შეანელა და გაურკვეველი ვადით გადაავადა.

ასევე გადაიწია „ლიდერის“კლასის დიდი ყინულმჭრელის, როსიას, ექსპლუატაციაში გაშვება, რომელიც 2030 წელს უნდა ჩაშვებულიყო.

ატომური ყინულმჭრელებისგან განსხვავებით, ახალი „ლიდერის“კლასის ყინულმჭრელი ფართო ყინულის ბილიკების გასახსნელადაა განკუთვნილი, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავი გემებისა და ტანკერების დაჩქარებული გავლისთვისაა განკუთვნილი.

ლიდერის მარკის ყინულმჭრელებს ოთხ მეტრამდე სისქის ყინულის გარღვევა შეეძლებათ, რაც „არქტიკის“ კლასის ხომალდებზე ორჯერ მეტი სისქეა.

გარდა ენერგეტიკული ტვირთებისა, ჩინეთი არქტიკული მარშრუტის გასწვრივ კონტეინერების ტრანსპორტირების ორგანიზებითაა დაინტერესებული.

სადღეისოდ რუსეთი, ატომური ყინულმჭრელი გემების გარდა, ჩვეულებრივი ყინულმჭრელი გემების მწვავე დეფიციტს განიცდის, გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთის სანქციებმა მათი მოდერნიზაციის პროცესი შეანელა.

რამდენიმე წლის წინ რუსეთის მთავარი ყინულმჭრელი ფლოტის ოპერატორმა, ატომფლოტმა“, 2030 წლისთვის ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე 17 ყინულმჭრელის გაგზავნა დაანონსა, რომელთაგან ცამეტი ბირთვული და ოთხი ახალი, ჩვეულებრივი ძრავიანი იქნებოდა. ბუნებრივია, დაწესებულმა სანქციებმა რადიკალურად შეცვალა რუსეთის არქტიკის ფლოტის განვითარების გეგმები.

დასკვნები:


რეალურად, რუსეთის მიერ მისი ატომური ყინულმჭრელი ფლოტის ერთდროულად მოქმედებაში მოყვანა, ჩინეთის მიმართულებით ნავთობის გადაზიდვების უწყვეტ უზრუნველყოფას ეფუძნება.


რუსეთის მიერ ატომური ფლოტის უპრეცედენტო მობილიზირებით დასტურდება, რომ მისთვის, სანქციებისა და საზღვაო მარშრუტების ბლოკირების პირობებში, მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის ნავთობის მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მიწოდება.


რეალურად, რუსეთი ამ ნაბიჯით, კერძოდ კი, საკუთარი ენერგეტიკული და მინერალური სტრატეგიული ნედლეულის რეალიზებით, ვარაუდობს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური სახსრებით უწყვეტ შევსებას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვების მდგომარეობის ანალიზი

Next Post

შუა დერეფნის განშტოების  ჩინეთი – ყირგიზეთი – უზბეკეთის სარკინიგზო მარშრუტის სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

Related Posts

საქართველო – სომხეთს შორის სატრანსპორტო ნაკადები შუა დერეფნის კავშირებადობის განვითარების კონტექსტში

2025 წლის 18 – 20 ივნისს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პ. ცაგარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო სომხეთში ქ. დილიჯანში…
მეტის ნახვა

ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, ის 12 მლრდ ევროს დებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვების და იქ საწარმოების გახსნაში – შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა

ევროკავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვებასა და იქ ერთობლივი საწარმოების გახსნაში 12 მლრდ ევროს ჩადებას გეგმავს. როგორც სატრანსპორტო…
მეტის ნახვა

ყაზახეთი კურიკის ნავსადგურში ფსკერის დაღრმავებას -დამატებითი ტვირთების გატარებისა და ადგილობრივი გემთსაშენი სიმძლავრეების განვითარებისთვის გამოიყენებს

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ქვეყანას პირველ ეტაპზე 10 ახალი გემის, მათ შორის სამი ტანკერის, სამი მშრალი ტვირთმზიდისა…
მეტის ნახვა