როგორია ადგილობრივი ნავთობის მოპოვების პერსპექტივები?

როგორია ადგილობრივი ნავთობის მოპოვების პერსპექტივები?

ბოლო 15 წელიწადში საქართველოში ადგილობრივი ნავთობის წლიური მოპოვება განახევრებულია

მოპოვებული ნედლი ნავთობი შეადგენს წლიური მოხმარების მხოლოდ 3% ს

ადგილობრივი ნავთობის მოპოვება უმნიშვნელოა, შესაბამისად ქვეყნის თვითუზრუნველყოფა დაბალია, კერძოდ, საქართველო ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლიურად საშუალოდ 1.2 მლნ ტონა საწვავს (დიზელი და ბენზინი) მოიხმარს. ადგილობრივი მოპოვება მოთხოვნის 3 % შეადგენს, იმის გათვალისწინებით, რომ მოპოვების შემთხვევაში ნედლ ნავთობზეა საუბარი.

გადამუშავების გარეშე, ნედლი ნავთობი არ მოიხმარება, ქვეყანაში, გარკვეული გამონაკლისით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის არარსებობის გამო, მცირე ოდენობით მოპოვებული ნავთობიც, ნედლეულის სახით მთლიანად ექსპორტზე გადის. ბენზინი, დიზელი, საავიაციო ნავთი, მაზუთი და სხვა საბოლოო ნავთობპროდუქტები სრულად იმპორტირებულია.

2017 – 2024 წლებში ადგილობრივი ნავთობის მოპოვება 30 – 40 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა, ნავთობის მოპოვების ბოლო 15 წლიან მონაცემებს თუ გავაანალიზებთ (იხ. დიაგრამა), 2009 წლიდან – მოპოვება შეადგენდა 58 ათას ტონას, იწყება ნავთობის მოპოვების კლება და 2017 წელს მოპოვებამ მიაღწია მინიმუმს – 28 ათას ტონას. რალურად, ბოლო 15 წელიწადში მოპოვება განახევრდა.

ბოლო წლებში ნინოწმინდის ნავთობის საბადოზე მოპოვების თვალსაზრისით, არაფერი არ შეცვლილა, მოპოვება კვლავ მინიმალურ მაჩვენებელზეა.

პერსპექტივები არსებობს დასავლეთ რუსთავის საბადოს მეზობლად მდებარე სამგორი – პატარძეულისა და თელეთის საბადოებზე, სადაც ძველ ჭაბურღილებში დაგეგმილია ჰორიზონტალური, ულტრა მოკლე რადიუსით ბურღვა, სამგანზომილებიანი სეისმო-საძიებო და მაგნიტურ-გეოფიზიკური კვლევების უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, წელიწადში ნავთობის 40 ათას ტონიან ნიშნულზე დაბრუნება.

საქართველოში ნავთობის ძებნა – ძიებისა და მოპოვების საქმიანობას სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების საფუძველზე საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები ახორციელებენ.

2023 წელს მოპოვებული ნავთობის 35 ათასი ტონიდან, 13 ათასი ტონა მიეკუთვნება სახელმწიფოს, 22 ათასი ტონა – ინვესტორს.

ნავთობის მოპოვების თვალსაზრისით, საქართველოს ცნობადობა როგორც ინვესტორებისთვის დღეს დაბალია. ამასთან ინვესტორებისთის მიმზიდველი ინფორმაცია ნაკლებად ხელმისაწვდომია.

ნავთობის პირველადი დამუშავების დასაწყობება – რეალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა – ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობისთვის, პრიორიტეტულს წარმოადგებს, აიცილებელია ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტების მოდერნიზაცია, რაც ითვალისწინებს კერძო ინვესტორებისა და სახელმწიფო კორპორაციის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობმომპოვებელი საბადოებიდან ნავთობის დასაწყობება – რეალიზაციისთვის თანმდები ინფრასტრუქტურის მოწყობას. აქცენტი გადატანილი იქნება, 15 ჰ ტერიტორიაზე განთავსებულ, ვაზიანის ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტზე.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

რუსეთის არეალის ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების დინამიკა

Next Post

კასპიის ზღვის საზღვაო ფლოტი – შუა დერეფნის „ვიწრო ადგილს“ წარმოადგენს

Related Posts

,,ხშირად გართულებული ბიუროკრატიული ჯოჯოხეთის გამო, ზარალდებიან მძღოლები და ლოგისტიკური კომპანიები – ქვეყანა კარგავს საერთაშორისო პარტნიორების ნდობასა და კონკურენტუნარიანობას” – ამონარიდი ლოგისტიკური კომპანიის მონაწერიდან

“საქართველოს დერეფნით მოსარგებლე სატვირთო ავტომობილების შემცირება გაჭიანურებულმა საბაჟო პროცედურებმა გამოიწვია” – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილის…
მეტის ნახვა

ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის ძირითადი მიზეზი – ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების FDI ნაკლებობაა

როდესაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  სრულფასოვან ფუნქციონირებაზეა საუბარი, კონკრეტულად კი მიზეზებზე, თუ რომელი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები განსაზღვრავს, დერეფნის საქართველოს…
მეტის ნახვა

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში „გადამზიდავ – ექსპედიტორების“ ე.წ შუამავლების – საქმიანობის გამჭირვალეობა

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში, ტვირთმფლობელსა და გადამზიდავ კომპანიებს შორის ხშირად, შუამავლების სახით, ე,წ. გამოუცდელი “დისპეჩერები” ერთვებიან, მათი საქმიანობა, ბაზარზე…
მეტის ნახვა