როგორია ტრანსკასპიური დერეფნით ყაზახური ნავთობის გადმორთვის პერსპექტივა

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ყაზახეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება – ნავთობის მართშრუტების დივერსიფიცერების შესახებ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტიდან 20 მლნ ტონის, მათ შორის კასპიის ზღვაზე, აქტაუს და კურიკის ნავსადგურებით გადმორთვის შესახებ.

რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და დამატებით რის გაკეთება იგეგმება?

ყაზახეთ – აზერბაიჯანის სამთავრობო დონეზე ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, საქართველოს დერეფნის გამოყენებით აქტაუს და კურიკის ნავსადგურების გავლით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების ეტაპობრივად გაზრდის შესახებ.

2023 წლიდან განახლდა, აქტაუ – ბაქოს მიმართულებით 3 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის გადაზიდვა, საიდანაც 1.5 მლნ ტონა ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენით, 1.5 მლნ ტონა – რკინიგზით, ბათუმის ნავსადგურის გამოყენებით.

პერსპექტივაში (2025 – 2030 წწ), ყაზახეთის პრეზიდენტის დაპირების თანახმად, მოცულობები 20 მლნ ტონამდე გაიზრდება, ამ მოცულობიდან 5 მლნ ტონა რკინიგზით გადაიზიდება ბაქო – ბათუმის მიმართულებით, 5 მლნ ტონა – ბაქო – სუფსის მილსადენით, 5 მლნ ტონა – ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენით, დარჩენილი – 5 მლნ ტონა – ირანის ნავსადგურის მიმართულებით SWOP სისტემის გამოყენებით.

ტრანსკასპირ მილსადენს, ნავთობის გატარების ხარისხის მიხედვით, გააჩნია შეზღუდვები, აზერბაიჯანული ნავთობის ხარისხი Azeri Light, დაბალი პარაფინის შემცველობის გამო, ყაზახურთან შედარებით, ნავთობის ბაზარზე, უფრო მოთხოვნადია, (ბარელზე 3 – 4 დოლარით ძვირია), ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანი ნაკლებად დაინტერესებულია ყაზახური ნავთობის მილსადენში შერევით. მიუხედავად ამისა, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა პოლიტიკურ დონეზე მიაღწიეს შეთანხმებას, ყაზახური ნავთობის ბაქო – თბილისი – ჯეხანის მილსადენში გატარების შესახებ.

გარკვეული ეჭვები არსებობს, ბაქო – სუფსის მილსადენში ყაზახური ნავთობის გატარების თვალსაზრისით, რადგანაც საომარი მოქმედებების შედეგად მილსადენი სადღეისოდ გაჩერებულია, მიუხედავად ამისა, მილსადენის ამოქმედების პირობებში, აზერბაიჯანს გააჩნია, მოთხოვნა სრულად აითვისოს მილსადენის 7 მლნ ტონის გამტარუნარიანობა. ამასთან, ყაზახეთთან ბოლო პერიოდში მიმდინარე მოლაპარაკებებმა, ნათლად წარმოაჩინა, რომ მხარეები მიდიან შეთანხმებაზე. დამატებით განიხილება განცალკევებულად გამოიყენონ ორივე მილსადენი.

ყაზახური ნავთობის გარდმორთვის შემთხვევაში აზერბაიჯანი მოითხოვს 10 წლიან გარანტირებულ მოწოდებას;

პარიტეტის პრინციპი – აზერბაიჯანსა და ყაზახეთის შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მიღწეულია პარიტეტი 50 / 50 ზე, რის საფუძველზე, კასპიის ზღვაზე, ნავთობის გადაზიდვის მოცულობის ნახევარს მოემსახურება აზერბაიჯანული ფლოტი, ნახევარს ყაზახური ფლოტი. ასეთი პარიტეტის მიღწევა ბოლო 20 წელიწადში პრობლემას წარმოადგენდა.

ყაზახეთის მხრიდან გარანტირებული მოცულობების არსებობის პირობებში, იგეგმება თენგიზის საბადოდან, კურიკის და აქტაუს ნავსადგურებამდე, ესკენე – კურიკის მილსადენით დაკავშირება. საუბარია ყაზახეთის ტერიტორიაზე მილსადენის პროექტის რეანიმაციაზე.

20 მლნ ტონა ნავთობის გადმორთვა, მნიშვნელოვან ლოგისტიკურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც, ნავთობის მოპოვების – ატირაუს საბადოდან, ნავთობი რკინიგზით უნდა მიეწოდოს აქტაუს ნავსადგურის რეზერვუარებს, ჩაიტვირთოს რეზერვუარებში, შემდგომ რეზერვუარიდან – ნავმისადგომს და გადაიტვირთოს ტანკერებში, ბაქოშიც ანალოგიურად ნავმისადგომიდან გადმოიტვირთოს რეზერვუარებში და რეზერვუარებიდან შემდგომ, ვაგონებში ბათუმის მიმართულებით ან ბაქო თბილისი ჯეიხანის მილსადენში.

ესკენე – კურიკის მილსადენის აშენების პირობებში ლოგისიკური ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება, სწორედ ამ თვალსაზრისით აღნიშნული პროექტი განიხილება პერსპექტიულად.

ამ სიძნელეების გამო, ყაზახური ნავთობის გადმორთვას 8 -10 წელი ესაჭიროება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post
ცენტრალური აზიის სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები

ცენტრალური აზიის სამრეწველო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის სირთულეები

Next Post
საქართველოს გზებზე სატრანზიტო საავტომობილო გადაზიდვები მცირდება

საქართველოს გზებზე სატრანზიტო საავტომობილო გადაზიდვები მცირდება – როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას?

Related Posts

ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად  უკრაინა  ევროპული  ლიანდის სტანდარტზე  გადადის

რუსეთის მხრიდან უკრაინის ნავსადგურების ბლოკირებამ, საექსპორტო საქონლის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად უკრაინას ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგა, რამაც დღის წესრიგში…
მეტის ნახვა

საავტომობილო ნებართვების გაცემის გამარტივებისა და დაჩქარების მიზნით, რეგიონის ქვეყნები ორმხრივად ინტენსიურად ნერგავენ ელექტრონული გაცვლის სისტემას – როგორ პოზიციონირებს საქართველო?

ბოლო პერიოდში შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებული ქვეყნები ორმხრივ ფორმატში სულ უფრო ინტენსიურად გადადიან საავტომობილო ნებართვების ე.წ. „დოზვოლების“ ელექტრონულ…
მეტის ნახვა
საქართველოს რკინიგზის ფუნქიონირება 20 წლიან ჭრილში

საქართველოს რკინიგზის ფუნქციონირება 20 წლიან ჭრილში

ნებისმიერი სატრანსპორტო რგოლისათვის, რკინიგზა, ნავსადგურები, ტერმინალები, რომლებიც ჩართულია სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებაში, მნიშვნელოვანია – სატრანზიტო ნაკადების ზრდის ამოცანის გადაწყვეტა,…
მეტის ნახვა