როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – ნავსადგურები

წინა მიმოხილვაში, აქცენტი გადატანილი იყო რკინიგზის სფეროზე, ამ ეტაპზე გამოვყობთ საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში და ტერმინალებში (ფოთი, ბათუმი, ყულევი) 2024 წლის მაჩვენებელების 2021 საბაზისო წლის მონაცემებთან შედარებას, რის საფუძველზე განისაზღვრა, რამდენად იზრდება თუ მცირდება ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობები.

შერჩეული ე ქ ვ ს ი მაჩვენებელის მიხედვით: (იხ. თანდართული ცხრილი)

ნავსადგურებში და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთის მოცულობა – შემცირებულია – 7 % ით;

გადამუშავებული კონტეინერი TEU – ზრდა 57% ი;

თხევადი ტვირთი – შემცირებულია 33 % ით;

ნაყარი ტვირტი – შემცირებულია 13 % ით;

გენერალური ტვირთი (გათვალისწინეულია კონტეინერის წონა) – გაზრდილია 36 % ით;

ნავსადგურებში დამუშავებული გემების რაოდენობა – გაზრდილია 5 % ით;

საგულისხმოა, რომ საზღვაო სფეროში 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, გადამუშავებული ტვირთების მოცულობების მნიშვნელოვანი ზრდა არ შიენიშნებოდა, თუ არ ჩავთლით საკონტეინერო ნაკადის 19% ით ზრდას.

რაც შეეხება 2024 წლის 2023 წელთან შედარებას, საკონტეინერო ნაკადი შემცირდა 630 ათას TEU მდე, 64 ათასი TEU ით. რაც განპირობებული იყო, ჩინეთიდან საკონტეინერო ნაკადის სარკინიგზო მიმართულებით გადართვაზე.

2024 წელს რკინიზით, მხოლოდ ჩინეთიდან 55 ათასი TEU გადაიზიდა, (14 ჯერ გაიზარდა 2023 წელთან შედარებით), რითაც ფაქტობრივად დაბალანსდა კონტეინერების საზღვაო მიმართულებით ჩამორჩენა.

ერთობლიობაში 5% ზრდას თუ არ ჩავთლით, ნავსადგურებში დამუშავებული გემების რაოდენობის მიხედვით. 2024 წელს 2021/ 2022 წლებთან მიმართებით საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების ზრდა არ შინიშნება, რითაც დასტურდება, რომ საქართველო ჯეროვნად ვერ იყენებს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას.

დასკვნის სახით – ფაქტიურად ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრივი პრიორიტეტი – დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობის სრულფასოვნად გამოყენება.

კლების მიზეზებზე, ორგანიზაცია შემაჯამებელ კვლევაში გააკეთებს დასკვნებს.

მომდევნო კვლევებში განხილული იქნება სხვა სატრანსპორტო დარგები.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ბათუმი – სამგზავრო და საკრუიზო ნავსადგურის პერსპექტივა

Next Post

საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის კოორდინირებული სატარიფო პოლიტიკა

Related Posts

ყაზახეთის რკინიგზაზე კერძო ოპერატორების დაშვება 2027 წლიდან იქნება შესაძლებელი

ყაზახეთის  სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტის საფუძველზე, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით – ყაზახეთის რკინიგზის რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 2027 წლისათვის…
მეტის ნახვა

გაზრდილი ტვირთბრუნვა ყაზახეთს სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციისკენ უბიძგებს

ბოლო პერიოდში ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის საფეხურებრივი ზრდა, ყაზახეთს  უბიძგებს ფინანსური სახსრები მიმართოს საკუთარ ტეროტორიაზე  სატრანსპორტო დერეფნების…
მეტის ნახვა

ყაზახეთის რკინიგზაზე ლოკომოტივების ჩანაცვლების აშშ-ს 4.2 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტი – შუა დერეფნით ტვირთების მოზიდვისკენაა მიმართული

2025 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ყაზახეთისთვის ლოკომოტივების მიწოდების „ყველაზე მასშტაბურ“ 4.2 მილიარდიან  კონტრაქტს. შეერთებული…
მეტის ნახვა