როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება და ტრანსპორტირება შუა დერეფნის განვითარებაზე? (ნაწილი პირველი)

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება აშშ-ის დღის წესრიგის მთავარი საკითხია და ცენტრალური აზია ამ მხრივ უკიდურესად მდიდარი რეგიონია.

მინერალების მოპოვება და მათი შემდგომი ტრანსპორტირება მჭიდროდ არის დაკავშირებული რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების განვითარებასთან.

ცენტრალურ აზიის რეგიონში მიმდინარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები შუა დერეფნის როგორც შემავსებელ, ასევე მის უშუალო კონკურენტებს წარმოადგენენ.

რაც შეეხება ცენტრალურ აზიაში მიმდინარე სატრანსპორტო პროექტების საინვესტიციო მოცულობას, საავტომობილო და სარკინიგზო გზების 90 ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 53 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათ შორის, ამ პროექტების ჯამური ინვესტიციის 58%, 10 მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტზე ნაწილდება.

წარმოგიდგენთ ცენტრალურ აზიაში მიმდინარე 10 მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელთა ღირებულება 4.7-დან 1.9 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ პროექტების უმეტესობა ახლა იწყებს განხორციელებას და ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფება.

დღევანდელი ანალიტიკის პირველი ნაწილი დაეთმობა ცენტრალური აზიის რეგიონში მიმდინარე პირველ ხუთ მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს.

1. ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის სარკინიგზო დერეფნის მშენებლობა – 4.7 მილიარდი დოლარი

ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის რკინიგზის გაყვანით, ჩინეთს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანსპორტო კავშირების დამყარებით შესაძლებლობა მიეცემა, განავითაროს მისი ტერიტორიის ცენტრალური და დასავლეთ პროვინციები.

სამი სახელმწიფოს დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 486 კმ-ს შეადგენს. ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე, ტრასა დაიწყება ჩინეთის ქალაქ კაშგარიდან, გაივლის ჩინეთის ტერიტორიაზე 164 კმ-ს, შემდეგ გაგრძელდება ყირგიზეთის ტერიტორიაზე, სადაც ტრასის ძირითადი ნაწილი – 312 კმ-ია განთავსებული, შემდგომ 10 კმ ახალი რკინიგზა აშენდება უზბეკეთის ტერიტორიაზე და მიუერთდება უზბეკეთის არსებულ სარკინიგზო ქსელს.


საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის საერთო ღირებულება 4.7 მილიარდი დოლარია, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, მისი ღირებულება სავარაუდოდ 8 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

პროექტის რეალიზებისთვის შექმნილია ერთობლივი „ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის“საწარმო, რომელშიც ჩინეთის წილობრივი მონაწილეობა 51%-ია, ხოლო დანარჩენი ორი მონაწილის სათითაოდ – 24.5%.

რაც შეეხება მხარეთა ფინანსურ კონტრიბუციას, პროექტის ღირებულების ნახევარი – 2.35 მილიარდი დოლარი ჩინეთის კრედიტი იქნება, რომელსაც ჩინეთის ნაციონალური ბანკი და „ინექსიმ ბანკი“გასცემს. მეორე ნახევარს – 2.35 მილიარდ დოლარს, სამივე ქვეყანა გადაინაწილებს – ჩინეთი – 1.18 მილიარდ დოლარს, უზბეკეთი და ყირგიზეთი – თითოეული 573 მილიონ დოლარს.

წინასწარი გათვლებით, ნავარაუდებია, რომ მშენებლობა 2032 წელს დასრულდება. ამ პერიოდისთვის გადაზიდვების წლიური მოცულობა 5 მლნ ტონას მიაღწევს.

ყირგიზეთში არსებულმა ანტიჩინურმა განწყობამ შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს პროექტის მიმდინარეობაზე. ყირგიზეთის მოსახლეობის მხოლოდ 19% მხარს უჭერს ენერგეტიკაში და ინფრასტრუქტურაში ჩინეთის ინვესტიციას, 31% ეწინააღმდეგება. მოსახლეობის 66%-ის მოსაზრებით, ჩინეთის ფინანსური ზეგავლენა დამატებით გაზრდის ყირგიზეთის დამოკიდებულებას ჩინეთის წინაშე, ხოლო ვალის გადაუხდელობის პირობებში შესაძლოა ყირგიზეთმა დაკარგოს ამ ობიექტზე ზეგავლენა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მიერ რუსეთის გვერდის ავლით ჩინეთ–ყირგიზეთ–უზბეკეთის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა შუა დერეფანს შესაძლებლობას მისცემს, მოიზიდოს დამატებითი ტვირთები, რაც უდაოდ თანხვედრაშია შუა დერეფნის მონაწილე ცენტრალური აზიის ქვეყნების მისწრაფებებთან.

2. უზბეკეთში ტაშკენტი–ანდიჯანის ფასიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა – 4.3 მილიარდი დოლარი

2026 წელს ტაშკენტიდან ანდიჯანამდე ფასიანი გზის მშენებლობა დაიწყება.

ავტომაგისტრალის მშენებლობა 6 წელიწადში სამ ეტაპად იგეგმება: ტაშკენტი–ანგრენი (78 კმ), ანგრენი–პაპი (93 კმ) და პაპი–ანდიჯანი (143 კმ).

პროექტი მოიცავს 10 გვირაბს, რომელთაგან ყველაზე გრძელი 6.7 კმ სიგრძის იქნება.

ტაშკენტი – ანდიჯანის საავტომობილო გზის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მონაწილეობით შემუშავდა.

სულ მოკლე დროში, 30-ზე მეტმა წამყვანმა უცხოურმა კომპანიამ გამოთქვა ინტერესი პროექტის მიმართ. ჩქაროსნული მაგისტრალი 314 კმ სიგრძის იქნება. მისი ექსპლუატაციაში გაშვება ქალაქებს შორის მგზავრობის დროს 5-დან 3 საათამდე შეამცირებს, მშპ-ს 2.6%-ით გაზრდის და საგზაო შემთხვევებს 40%-ით შეამცირებს.

წინასწარ ცნობილია, რომ ახალი მაგისტრალი ფასიანი იქნება.
უზბეკეთის მთავრობა ტენდერში გამარჯვებულს დიდი ბრიტანეთიდან კონსულტანტების დახმარებით შეარჩევს.

2024 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა 2030 წლამდე სახელმწიფო–კერძო პარტნიორობის განვითარების ღონისძიებები დაამტკიცა. სახელმწიფო–კერძო პარტნიორობის განვითარების პროგრამის თანახმად, დაგეგმილია ფასიანი გზების მშენებლობა ტაშკენტიდან სამარყანდამდე და ანდიჯანამდე. ამ პროექტების წინასწარი ღირებულებაა, შესაბამისად, 2.2 მილიარდი დოლარი და 4.3 მილიარდი დოლარი.

ამავდროულად, მაგისტრალი შევა ყაზახეთსა და ყირგიზეთს შორის სატრანსპორტო დერეფანში, რაც უზრუნველყოფს ალტერნატიულ კავშირს ამ ორი ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიებს შორის.

3.ყირგიზეთში ბალიქჩიკოჩკორყარაკეჩემაკმალჯალალაბადის რკინიგზის მშენებლობა – 4.1 მილიარდი დოლარი

სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიზნით, ყირგიზეთი გეგმავს ბალიქჩი – კოჩკორ – ყარა-კეჩე – მაკმალი – ჯალალ-აბადის (მწვანე კონტური) 405 კმ სიგრძის რკინიგზის მშენებლობას და ბიშკეკის გვერდის ავლით არსებული მაგისტრალის რეკონსტრუქციას.

პროექტის ღირებულება 4.1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. სავარაუდო გადაზიდვების მოცულობა წელიწადში 4 მილიონ ტონას შეადგენს.

პროექტი ყირგიზეთს ნაწილობრივი სატრანსპორტო იზოლაციის დაძლევაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია ქვეყნის რეგიონების რკინიგზით დაკავშირება, რაც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების დამატებით სტიმულს მისცემს.

ახალი რკინიგზა დააკავშირებს ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების რკინიგზის ინფრასტრუქტურას. ამ პროექტების განხორციელება შექმნის ერთიან შიდა რკინიგზის ქსელს და გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო მარშრუტების გამტარუნარიანობას.

4.ტაჯიკეთში ჩრდილოეთსამხრეთის რკინიგზის მშენებლობა – 3.9 მილიარდი დოლარი

ტაჯიკეთმა განაახლა ტაჯიკეთიავღანეთითურქმენეთის (TAT) რკინიგზის პროექტის განხორციელება. ახალი სარკინიგზო მაგისტრალი ტაჯიკეთს სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევის შესაძლებლობას მისცემს.

ჯალოლიდინი ბალხი – ქვედა პანჯის სარკინიგზო მონაკვეთი არსებითად ტაჯიკეთი – ავღანეთი – თურქმენეთის რკინიგზის მშენებლობის პროექტის ნაწილს წარმოადგენს.

პროექტი ითვალისწინებს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ავღანეთის საზღვრამდე გავა.

ძირითადი კომპონენტი იქნება 28 სარკინიგზო ხიდის მშენებლობა, რომლებიც ორ ქვეყანას დააკავშირებს. პროექტის დასრულება სამ წელიწადში იგეგმება.

პროექტი გამოირჩევა მაღალი ტექნოლოგიური დონით და ტრანსპორტირების პროცესის რაციონალურობით.

პოსტსაბჭოთა სივრცისა და ავღანეთისთვის დამახასიათებელი სტანდარტული 1520 მმ ლიანდაგის სიგანის შენარჩუნებით, მაგისტრალი უზრუნველყოფს ტვირთების ტრანზიტს დამატებითი გადატვირთვისა და ურიკების კომპლექტის შეცვლის გარეშე.


ექსპერტთა ვარაუდით, მთელ მარშრუტზე ერთი სიგანის ლიანდაგის შენარჩუნება პროექტის გრძელვადიან მომგებიანობას უზრუნველყოფს.

ამ პროექტის განხორციელებით, ტაჯიკეთი ავღანეთის მიმართ თავის საგარეო პოლიტიკას ცვლის – იგი იძულებულია გაითვალისწინოს როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე რეგიონის ეკონომიკური ინტერესები.

ტაჯიკეთის ჩიხური გეოგრაფიული მდებარეობა და ავღანეთთან ათასხუთასკილომეტრიანი საზღვარი ის ფაქტორებია, რომლებიც ქვეყანას უბიძგებს მხარი აუქციოს მეზობელ ქვეყანასთან საუკონო დაძაბულობას და სატრანზიტო ფუნქციის შესასრულებლად გადადგას ავღანეთთან დაახლოების ნაბიჯები.

5. ყაზახეთშიცენტრიდასავლეთისსაავტომობილო ჩქაროსნული საგზაო მაგისტრალის მშენებლობა

ყაზახეთის კოსტანაის რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „ცენტრი – დასავლეთის“საავტომობილო საგზაო დერეფნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ახალი საავტომობილო დერეფანი ყაზახეთის ცენტრსა და დასავლეთ რეგიონს შორის პირდაპირ სატრანსპორტო კომუნიკაციას უზრუნველყოფს, რაც შუა დერეფნის მარშრუტზე მიერთების შესაძლებლობას შექმნის.

მშენებლობა მოიცავს 865 კმ სიგრძის, ორზოლიანი, 8 მეტრი სიგანის მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ ასტანაჟანტეკეეგინდიკოლიარკალიკიტორგაიირგიზის ავტომაგისტრალს.
ამჟამად ასტანადან დასავლეთ რეგიონებამდე შემოვლითი არსებული ასტანა – ატბასარი – იეშილი – კოსტანაი – ყარაბუტაკი – ირგიზის დერეფანი 1435 კმ-ს შეადგენს.

პროექტის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელი იქნება ირგიზთურგაისა და არკალიკეგინდიკოლის მონაკვეთებს შორის ახალი საავტომობილო გზების მშენებლობა, რომელთა ჯამური სიგრძე 434 კმ იქნება (სქემაზე წითელი კონტურითაა დატანილი). დარჩენილი 431 კმ სიგრძის საავტომობილო მონაკვეთებს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.

ლოჯისტიკური ხარჯების შემცირება გაზრდის ყაზახური პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით შუა დერეფნის გავლით ევროპის მიმართულებით.
ახალი, შემოკლებული საავტომობილო დერეფანი ცენტრიდასავლეთიგააძლიერებს ყაზახეთის, როგორც აზიასა და ევროპას შორის სატრანსპორტო დერეფნის მთავარი რგოლის ფუნქციას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

Transport (cargo) flows and development opportunities along the Middle Corridor

Related Posts

რუსეთ – აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა რა დამატებით დივიდენდს მოუტანს საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს?

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბულ სიტუაციას შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსათვის რიგი დადებითი სავარაუდო შედეგი გააჩნია, რაც…
მეტის ნახვა

ფოთის ნავსადგურში ყაზახური ინვესტიციით ახალი მულტიმოდალური ტერმინალი –  2025 წელს ამოქმედდება

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ შუა დერეფნის ქვეყნებში მულტიმოდალური ტერმინალების სინქრონულად ამოქმედების აუცილებლობაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას.    ეტაპობრივად ვაშუქებთ,…
მეტის ნახვა

სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირების პირობებში, რუსეთი  მახაჩკალის ნავსადგურში დიდი ხნის უფუნქციო საბორნე ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას გეგმავს  

გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და დამატებითი სანქციების ამოქმედებამ, რუსეთის სატრანსპორტო დერეფნები ბლოკირების და გამტარუნარიანობის დეფიციტის წინაშე დააყენა. ბოლო სანქციების დაწესების…
მეტის ნახვა