საქართველო საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) მიხედვით, მსოფლიოში 116 – ე ადგილზეა

გაეროს მიერ შემუშავებული საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი წამოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს, რომელიც მიუთითებს, გლუბალურ საზღვაო გადაზიდვების ქსელებში ამა თუ იმ ქვეყნის ნავსადგურების ინტერგრაციას, რაც სატრანსპორტო კავშირებით უზრუნველყოფს მსოფლიო ბაზრებზე წვდომას.

საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი მოიცავს, იმ ქვეკრიტერიუმების ერთობლიობას, რომელიც განსაზღვრავს, საქართველოს ნავსადგურებების მიერ საკონტეინერო გემებით მსოფლიოს სხვა ნავსადგურებთან კავშირებადობის ინტენსიობას, ხაზების რეგულარობას, ასევე გემების ტევადობას. ამ კომპონენტების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით საქართველო 179 სახელმწიფოს შორის 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით 116 – ე პოზიციაზეა.

საქართველოსთვის, რომელიც შუა დერეფნის საკვანძო ადგილაასაა განლაგებული, მნიშვნელოვანია კავშირებადობის გაზრდა პირველ რიგში შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან. ბუნებრივია 116 – ადგილი, გლობალურ გადაზიდვების სფეროში, მიუთითებს საზღვაო სერვისების განუვითარებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გააჩნია ყველა, საზღვაო ქვეყნისათვის დამახასიათებელი ატრიბუტი, მათ შორის: საზღვაო დროშა, სახელმწიფო საზღვაო მარეგულირებელი ორგანო, დანერეგილია დროშის სახელმწიფო კონტროლი, გააჩნია ნავსადგურები, სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ჰიდროგრაფიული სამსახური, მეზღვაურების მომზადების სასწავლო ცენტრები, პერსონალი – 20 000 მდე მეზღვაური, წარმოადგენს ნავსადურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარეს, მეზღვაურთა დასაქმების კუთხით გაფორმებული აქვს 70 ზე მეტ სახელმწიფოსთან მემორანდუმი.

ზემოჩამოთვლილი ატრიბუტების არსებობის პირობებში, საქართველოს, კავშირებადობის ინდექსის მიხედვით 116 – ე საფეხური, რამდენად შეესაბამება საზღვაო ამბიციის ქვეყანას? რა თქმა უნდა არა.

დამატებით იბქდება კითხვა, ახლო მომავალში, ხომ არ წარმოჩინდება საქართველოს სანავსადგურე ინფრასტრუქურა შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის შემზღუდავ ფაქტორად?

გასათვალიწინებელია, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, საქართველო, ბოლო ადგილზე იმყოფება: თურქეთი – მე 18 ადგილი, რუსეთი – 32 ე ადგილი, რუმინეთი – 82 ე ადგილი, ბულგარეთი – 114 – ე ადგილი, უკრაინა – 143 – ე ადგილი (ომამდე 62 – ე ადგილი), საქართველო 116 – ე ადგილი

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა “საქართველოს რკინიგზის” საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა

Next Post
როგორ იმოქმედებს სომხეთ - აზერბაიჯანის შორის სატრანსპორტო დერეფნის გახსნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე?

როგორ იმოქმედებს სომხეთ – აზერბაიჯანის შორის სატრანსპორტო დერეფნის გახსნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე?

Related Posts

თურქმენეთი საქართველოსთან შედარებით – 3.5 ჯერ სწრაფი ტემპით ავითარებს ჩქაროსნულ სატრანზიტო საავტომობილო მაგისტრალს

თურქმენეთის მიერ 2019 წლიდან  ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობიდან დაწყებიდან 2024 წლამდე, არასრულ ხუთ წელიწადში –  312 კმ  იქნა  ექსპლუატაციაში…
მეტის ნახვა

სომხეთის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“  სატრანსპორტო კვანძის გახსნას ელოდება    

2020 წლის ნოემბერში აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რეგიონში წინა პლანზე  სატრანსპორტო არტერიების განბლოკვის შესაძლებლობა დააყენა.…
მეტის ნახვა

Rail Baltica – ბალტიის ქვეყნების გზა ევროინტეგრაციისკენ

Rail Baltic ის  სარკინიგზო პროექტი, მას სხვანაირად საუკუნის პროექტსაც უწოდებენ, რომლის საშუალებით  ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის სივრცეს ნაბიჯ –…
მეტის ნახვა