უკრაინის ნავსადგურებმა საომარი მოქმედების  პირობებში ტვირთბრუნვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწიეს

საომარ პირობებში, 2024 წლის შედეგების მიხედვით უკრაინის ნავსადგურებმა ჯამურად 97 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, აღნიშნული მაჩვენებელი 57% ით აღემატება  2023 წლის ტვირთბრუნვას, როდესაც უკრაინის ნავსადგურებმა 62 მლნ ტონა გადაამუშავეს.

შედარებისათვის, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, 2021 წელს უკრაინის ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვა 153.3 მლნ ტონას შეადგენდა, 2020 წელს  – 159.1 მლნ ტონას.

უკრაინის ნავსადგურების ტვირთბრუნვის ზრდაში, განსაკუთრებით გამოსაყოფია, დუნაის აუზის ნავსადგურების კლასტერი, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ტვირთების დაუბრკოლებლივ ტრანსპორტირებისათვის შექმნეს ალტერნატიული სასურსათო დერეფანი.

განსაკუთრებით გამოსაყოფია კონსტანცის ნავსადგური, სადაც 2025 წელს ხორბლის ტერმინალის გასაფართოებლად 23 მლნ ევროს ინვესტიცია ჩაიდება, აღნიშნულ ტერმინალში მოხდება უკრაინული ხორბლის დროებითი დასაწყობება.

კონსტანცის ტერმინალის ხორბლის საცავების არსებული სიმძლავრე – 110 ათასი ტონიდან 180 ათას ტონამდე გაიზრდება.

კონსტანცის ნავსადგურის ახალ ტერმინალს შესაძლებლობა ექნება, უკრაინიდან მცირე ბარჟების საშუალებით მიიღოს საათში 350 ტონა ხორბალი და გადატვირთოს დიდი მოცულობის გემებში საატში 800 დან 1000 ტონამდე ხორბალი.

კონსტანცის ნავსადგურის ხორბლის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და 2026 წელს  დასრულდება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული საგზაო პროექტების  გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე  (ნაწილი II)

Next Post

მსოფლიო გემთმშენებლობის შეკვეთების 65 % – ჩინეთს ეკუთვნის

Related Posts
Gianti Logistics ი – სატრანსპორტო სფეროს ლიდერი კომპანია, ამ სათაურით მიმდინარე წლის 26 მარტს ჩვენი გვერდის ანალიტიკა დაეთმო,…
მეტის ნახვა

შუა დერეფანს თბილისის და ფოთის საკონტეინერო ტერმინალების პარალელურად ალმაათის საკონტეინერო ტერმინალი შეემატა

შუა დერეფანის გასწვრივ აქტიურად მიმდინარეობს ახალი საკონტეინერო სიმძლავრეების ექსპლუატაციაში გაშვების პროცესი,  სულ ახლახანს თბილისსა და ფოთში  ამოქმედებულ საკონტეინერო…
მეტის ნახვა

ყაზახეთი ელმავლების მწარმოებელ რეგიონალურ ლიდერად ყალიბდება,  საქართველო რუსეთის ინდუსტრიაზე  დამოკიდებული რჩება

შუა დერეფნის „ვიწრო“ ადგილების იდენტიცირების მიზნით მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული  10 პუნქიანი რეკომენდაციიდან  ერთ – ერთი, საქართველოს სარკინიგზო…
მეტის ნახვა