ქართულ სანაოსნო კომპანია Shipping Line E60 ს კონკურენტულ გარემოში მოუწევს ადგილის დამკვიდრება

საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის  ნავსადგურებს შორის საკონტეინერო და საბორნე ხაზების რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვანად განსაზღვრავს, შავი ზღვის არეალში   საქართველოს კავშირებადობის მაჩვენებელს.

გაეროს 2024 წლის მონაცემებით, საქართველო კავშირებადობის მაჩვენებლის მიხედვით, მსოფლიოში არცთუ სახარბიელო 116 – ე საფეხური უჭირავს, რითაც ჩამორჩება შავი ზღვის აუზის ყველა სახელმწიფოს.

2025 წლის იანვრიდან, უკრაინულმა სანაოსნო კომპანია, Укрферрі მ  ვარნასა და ბათუმს შორის აღდადგინა შერეული სარკინიზო / საავტომობილო საბორნე  მიმოსვლა.

პირველი რეისის განხორციელების შემდეგ, უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ კომპანიის კუთვნილი, საბორნე გემი Vilnius ი, კვირაში ერთხელ განახორციელებს გადაზიდვებს და პერსპექტივაში რეგულარობას შეიძენს.

უკრაინული სანაოსნო კომპანიის განმარტებით, პირველი რეისის განხორციელებამდე, არსებობდა საშიშროება, ვარნის ნავსადგურში ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა რეისი ტექნიკურად დაუბრკოლებლივ შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმი – ვარნის მიმართულებაზე უკრაინის სანაოსნო კომპანიის გააქტიურება, გარკვეულწილად კონკორენტულ გარემოს უქმნის ქართულ სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line ს, რომელმაც რამდენიმე თვის უკან დაიწყო ოპერირება ბულგარეთიდან, კერძოდ ვარნიდან განახორციელა სარკინიგზო ვაგონების გადაზიდვა, ვარნა – ფოთი – ვარნის მიმართულებით.

შავი ზღვის არეალში უკრაინული კომპანია Укрферрі ს, მიზანი თვალნათელია, აღიდგინოს რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამდე, სავი ზღვის არეალში, საბორნე გადაზიდვებში დომიმანტური და მონოპოლიური მდგომარეობა.

უკრაინული კომპანია Укрферрі ი, ბულგარულ სანაოსნო კომპანიასთან, პარიტეტულ საფუძველზე გადაზიდვების განხორციელებისას,  ოდიდგანვე შემჩნეული იყო, წინასწარ შეთანხმებულ გაზრდილი ტარიფების გამოყენებაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა საბორნე ხაზების კონკურეტუნარიანობას და მიმზიდველობას, რაც დერეფნის სატრანსპორტო საწარმოების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა.

ახალ რეალობაში, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანიის საზღვაო გემების ტევადობა სხვდასხვაა, რაც გარკვეულ უპირატესობას აძლევს უკრაინულ კომპანიას, სიტუაცია განსხვავებულია, უკრაინულ სანაოსნო კომპანია Укрферрі ს მოუწევს „ჯამრთელ“ კონკურენციაში შევიდეს ქართულ სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line თან.  

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საქართველოს რკინიგზის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ

Next Post

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული საგზაო პროექტების  გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე  (ნაწილი I)

Related Posts

ყაზახეთი შუა დერეფნის მონაკვეთზე 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განთავსებით – საქართველოს უბიძგებს საკუთარი ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარებისკენ

ყაზახეთის მიერ, შუა დერეფნის საკუთარ მონაკვეთზე 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, მიმართულია მასზე გამავალი…
მეტის ნახვა

როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – ნავსადგურები

წინა მიმოხილვაში, აქცენტი გადატანილი იყო რკინიგზის სფეროზე, ამ ეტაპზე გამოვყობთ საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში და ტერმინალებში (ფოთი, ბათუმი, ყულევი)…
მეტის ნახვა

მძღოლის ხელფასი – ევროპასა და  საქართველოში

ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების,  ცხოვრების დონის და გადასახადო პოლიტიკის განსხვავების გამო საქართველოსთან შედარებით   სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების შრომის ანაზღაურება…
მეტის ნახვა