„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადდა კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა ნათლად წარმოვიდგენოთ, თუ რა მოცულობის ტვირთნაკადები მოძრაობს შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში.
კვლევის პირველი ნაწილი დაეთმო – საქართველოს, კერძოდ დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ტვირთების მოძრაობის ანალიზს, მეორე ნაწილში განხილული იქნება აზერბაიჯანი და ყაზახეთი, კერძოდ ამ ქვეყნების მიერ მეზობელ სახელმწიფოებთან ტვირთბრუნვის მაჩვენებლები.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანი სარკინიგზო სისტემით საქართველოს გარდა რუსეთს და ირანს უკავშირდება, ხოლო კასპიის საზღვაო მარშრუტებით ძირითადად ყაზახეთის, თურქმენეთის და ირანის ნავსადგურებს.
აზერბაიჯანზე როგორც ერთ – ერთ მიმზიდველ ლოგისტიკურ ჰაბზე, სადღეისოდ გადის როგორც განედური და მერიდიანული ურთიერთდაკავშირებული სატრანსპორტო დერეფნები. ეს ყოველივეაზერბაიჯანს როგორც შუა დერეფნის საკვანძო სახელმწიფოს გამორჩეულობას და დამატებით მიმზიდველობას ანიჭებს.

საქართველოს გარდა აზერბაიჯანისთვის ძირითადი ტვირთნაკადი აზერბაიჯანიდან – რუსეთისკენ და უკუმიმართულებით ყალიბდება, ამასთან ამ ორ სახელმწიფოს შორის ტვირთების მოძრაობა არათანაბრადაა განაწილებული.
რუსეთიდან – აზერბაიჯანისკენ სარკინიგზო გადაზიდვები 2023 წლის მონაცემებით 9 ჯერ აღემატება აზერბაიჯანიდან – რუსეთისკენ რევერსულ გადაზიდვებს, რაც, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანზე გამავალი რუსეთი – აზერბაიჯანი – ირანის დამაკავშირებელი ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფანის სრულფასოვანი ამოქმედებითაა განპირობებული.
მიუხედვათ იმისა, რომ ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ დაუსრულებელ მდგომარეობაშია, კერძოდ ასაშენებელია რეშტ – ასტარა – ყაზვინის სარკინიგზო მონაკვეთი, რუსეთი მაქსიმალურადაა დაინტერესებული და მის სტრატეგიულ მისწარფებას წარმოადგენს ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედება.
რუსეთი ირანის ტერიტორიაზე რეშტ – ასტარა – ყაზვინის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის მზადაა, საკუთარი საბანკო სისტემიდან 1.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
რუსეთიდან – აზერბაიჯანის მიმართულებით გადაზიდვებს 2012 – 2023 წლებში 5.35 დან 7.21 მლნ ტონამდე სტაბილურად ზრდის დინამიკა გააჩნია.
კასპიის ზღვის აზერბაიჯან – ყაზახეთის მარშრუტი შუა დერეფნის ძირითად ღერძს წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კასპიის ზღვის სატრანსპორტო არტერიით აზერბაიჯან – ყაზახეთის და უკუ მიმართულებით ტვირთნაკადების გენერირება.
აზერბაიჯანიდან – ყაზახეთის მიმართულებით კასპიის ზღვით სატრანსპორტო ნაკადი დაბალია მაგრამ სტაბილურად მზარდია – 2023 წელს 0.39 მლნ ტონა შეადგინა, რაც საშუალოდ 7 ჯერ ნაკლებია ყაზახეთიდან – აზერბაიჯანისკენ კასპიის ზღვის გავლით აქტაუ და კურიკის ნავსადგურების გამოყენებით გადაზიდვებზე – 2023 წელს ყაზახეთიდან აზერბაიჯანისკენ – 2.6 მლნ ტონა ტვირთი იქნა გამოგზავნილი.
ყაზახეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით გამოგზავნილი 2.6 მლნ ტონა ტვირთნაკადის 30 – 40 % დარჩა აზერბაიჯანში, ხოლო მეორე ნაწილი გამოიგზავნა საქართველოში, ფაქტიურად საქართველოს ნავსადგურებამდე მოღწეული შუა დერეფნის ტვირთნაკადი 1.6 -1.8 მლნ ტონას შეადგენს, რაც უდაოდ არ წარმოადგენს “სამიზნე” – მაღალ მაჩვენებელს.
შუა დერეფნის ერთ – ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ევროპიდან აზიის მიმართულებით რევერსული ტვირთების სიმცირე და უთანაბრობა წარმოადგენს.
აზერბაიჯანიდან – თურქმენეთის მიმართულებით გადაზიდვები 2012 – 2023 წლებში კლების ტენდენციებით ხასიათდება. 2023 წელს ორ სახელმწიფოს შოორის ტვირთბრუნვა დაბალ 0.3 მლნ ტონა ნიშნულზე დაფიქსირდა.
აზერბაიჯანიდან – ირანის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა მისი მოცულობა დაბალია და 2023 წლისთვის მხოლოდ უმნიშვნელო 0.5 მლნ ტონა შეადგინა.
ყაზახეთი
ყაზახეთი რეგიონშიტვირთნაკადების როგორც ძირითად მაგენერირებელ ასევე სატრანზიტო სახელმწიფოს წარმოადგენს.
შუა დერეფნის გარდა, ყაზახეთზე გადის ჩინეთ – ყაზახეთ – რუსეთზე გამავალი ევრაზიული დერეფანი რომელსაც რეგიონში ტვირთნაკადების ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია.
ყაზახეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებით, ძირითადი სატრანზიტო ნაკადები რუსეთთან, ჩინეთთან და უზბეკეთთან ფორმირდება.
ყაზახეთში აგრეგირებული ტვირთნაკადების მოცულობები საშუალოდ 8 – 10 ჯერ აღემატება შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებულ სახელმწიფოებზე დაფიქსირებულ ტვირთნაკადების მოცულობებს, რითაც კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გაუსვათ, შუა დერეფნისათვის ტვირთების გენერირების თვალსაზრისით ყაზახეთის მნიშვნელობას.

ყაზახეთ – რუსეთის ტვირთბრუნვის დამოკიდებულებაში ყაზახეთიდან – რუსეთში და უკუმიმართულებით, 2012 წელს რკინიგზით “პიკური” – 100 მლნ ტონის გადაზიდვა დაფიქსირდა, 2023 წელს – 78 მლნ ტონამდე 12% ით შემცირდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ გარკვეული მოცულობის გადაზიდვები ალტერნატიულ მაშ შორის შუა დერეფნით გადანაწილდა.
2023 წელს რუსეთ – ყაზახეთს შორის სარკინიგზო ტვირთბრუნვის მოცულობა – 78 მლნ ტონა, ევრაზიის სივრცეში ორ ქვეყანას შორის ყველაზე მაღალ გადაზიდვას წარმოადგენს.
თუ მიმართულებების მიხედვით დავშლით ტვირთების მოძრაობას, წინა პერიოდში ყაზახეთიდან – რუსეთში 2 – 2.5 ჯერ მეტი ტვირთი გადიოდა ვიდრე რუსეთიდან – ყაზახეთში შემოდიოდა.
ბოლო პერიოდში მდგომარეობა შეიცვალა – ყაზახეთ – რუსეთს შორის ტვირთნაკადების მოძრაობა გათანაბრდა, კერძოდ 2023 წელს ყაზახეთიდან რუსეთში 44.09 მლნ ტონა გავიდა, როდესაც რუსეთიდან ყაზახეთში 23% ით ნაკლები 34.61 მლნ ტონა შევიდა.
ყაზახეთიდან – რუსეთში ტვირთნაკადების დინამიკას თუ გავაანალიზებთ 2012 წელს 74.8 მლნ ტონა გადაიზიდა, რაც 1.7 ჯერ აღემატება 2023 წლის გადაზიდვას, როდესაც 44 მლნ ტონამდე შემცირდა.
ფაქტიურად სახეზეა, ტვირთბრუნვის ვარდა რაც ბუნებრივია სანქციების ამოქმედებითაა განპირობებული, რადგანაც მსხვილი ყაზახური მეტალურგიული თუ ქიმიური საწარმოები რომლებიც სხვადასხვა საფონდო ბირჟებზე არიან დალისტულნი ცალსახად გვერდს უვლიან რუსეთზე გამავალ დერეფნებს, ეს ყოველივე ყაზახური ტვირთების შუა დერეფნით გადმორთვის წინაპირობად და დადებით ტენდენციათ უნდა განვიხილოთ.
რაც შეეხება ყაზახეთ – ჩინეთს შორის ტვირთნაკადების მოძრაობას, ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე 2023 წლის მონაცემით, ყაზახეთიდან – ჩინეთში 1.9 ჯერ უფრო მეტი ტვირთი შევიდა 16.77 მლნ ტონა, ვიდრე ჩინეთიდან – ყაზახეთში იქნა გამოტანილი – 9.04 მლნ ტონა.
ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ტვირთნაკადების მოძრაობის მაჩვენებლით დასტურდება, რომ შუა დერეფნისათვის სარკინიგზო მასიური ტვირთების გენერირების თვალსაზრისით ჩინეთი არ წარმოადგენს ძირითად სახელმწიფოს.
ცნობისათვის გამონაკლისს წარმოადგენს ჩინეთიდან / სკენ საკონტეინერო ბლოკ მატარებლებით გადაზიდვები, რომელიც საკონტეინერო ნაკადის თვალსაზრისით დამატებით კვლევას მოითხოვს.
ყაზხეთთან დამოკიდებულებშიტვირთბრუნვის მიხედვით სიდიდით მესამე ქვეყანას უზბეკეთი წარმოადგენს, ყაზახეთ – უზბეკეთს შორის ტვირთბრუნვა ბოლო წლებში 20 – 27 მლნ ტონის ფარგლებში მერყეობს.
ყაზახეთიდან – უზბეკეთში 4 ჯერ მეტი ტვირთი შედის ვიდრე უზბეკეთიდან – ყაზახეთში მიეწოდება, 2023 წელს ყაზახეთიდან – უზბეკეთში 21.64 მლნ ტონა ტვირთნაკადი დაფიქსირდა, უზბეკეთიდან – ყაზახეთში 5.82 მლნ ტონა.
ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის ტვირთბრუნვის გაზრდილი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ უზბეკეთის გავლით, ყაზახეთის ტვირთნაკადი სხვადასხვა სახმელეთო, მათ შორის ტრანსავღანური დერეფნით გადაიზიდება.
ყაზახეთის მეზობელი ყირგიზეთი სრულად დამოკიდებულია ყაზახეთის ტვირთებზე, 2023 წელს ყაზახეთიდან – ყირგიზეთში დაფიქსირდა ბოლო 10 წელიწადში “პიკური” ტვირთნაკადი 5.26 მლნ ტონა. რითაც კიდევ დასტურდება, რომ ყაზახეთი ცენტრალ აზიაში ტვირთნაკდების ძირითად შემკრებ – გამანაწილებელ ცენტრს წარმოადგენს.
ყაზახეთი სარკინიგზო არტერიით უკავშირდება თურქმენეთს, ტვირთნაკადების მოძრაობა ამ მიმართულებით დაბალია და 1 მლნ ტონის ფარგლებში მერყეობს.
ყაზახეთის მიერ, მხოლოდ სამ მეზობელ სახელმწიფოსთან გენერირებულმა ტვირთნაკადმა, 2023 წელს, ჯამურად 132 მლნ ტონა შეადგენა, მათ შორის ყაზახეთი – რუსეთი 78 მლნ ტონა, ყაზახეთი – ჩინეთი – 26 მლნ ტონა, ყაზახეთი – უზბეკეთი – 28 მლნ ტონა.
ყაზახეთის მიერ გენერირებული ჯამური ტვირთნაკადის მხოლოდ უმნიშვნელო 2 % გადმომისამართებული იქნა შუა დერეფნის მიმართულებით, რაც მიუთითებს შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის დაბალი დატვირთვით გამოყენებაზე.
შუა დერეფნით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის ანალიზის მესამე ნაწილი დაეთმობა – უზბეკეთს, რუსეთს და ჩინეთს.