შუა დერეფნით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის ანალიზი  (ნაწილი მესამე)

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადდა კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა ნათლად წარმოვიდგენოთ, თუ რა მოცულობის ტვირთნაკადები მოძრაობს შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში.

კვლევის პირველი ნაწილი დაეთმო – საქართველოს, კონკრეტულად – დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ტვირთების მოძრაობის ანალიზს, მეორე ნაწილში განხილული იყო აზერბაიჯანი და ყაზახეთი, კერძოდ ამ ქვეყნების მიერ მეზობელ სახელმწიფოებთან ტვირთბრუნვის მაჩვენებლები.

კვლევის მესამე ნაწილი ეთმობა –  უზბეკეთს, რუსეთს და ჩინეთს.

უზბეკეთი

ტვირნაკადების ფორმირების თვალსაზრისით უზბეკეთი საქართველოზე გამავალი დერეფნისათვის მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს, გარდა ამისა, უზბეკეთში შუა დერეფნის მძლავრი განშტოების, TRACECA ს დერეფნით სტრატეგიული ტვირთების ფორმირება ხორციელდება.

როგორ იყენებს საქართველო ამ შესაძლებლობას? ბუნებრივია წარმოდგენილი კვლევის მიზანს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა წარმოადგენს.

უზბეკეთს ყაზახეთის გარდა სარკინიგზო კავშირები გააჩნია ტაჯიკეთთან, ყირგიზეთთან, თურმენეთთან და ავღანეთთან.

უზბეკეთს ყაზახეთის შემდგომ ყველაზე მაღალი ტვირთნაკადების მოცულობები უფიქსირდება ტაჯიკეთთან. ჯამური გადაზიდვები უზბეკეთიდან ტაჯიკეთში ასევე, უკუმიმართულებით 4 – 5 მლნ ტონის ფარგლებში მერყეობს.

უზბეკეთ – ტაჯიკეთის საზღვარზე, უზბეკეთიდან შესული ტვირთების მოცულობა, ბოლო 10 წელიწადში, საშუალოდ 6 – 8 ჯერ აჭარბებს, ტაჯიკეთიდან – უბეკეთეთის მიმართულებით გადაზიდვებს, რაც ომ სახელმწიფოს შორის ტვირთბრუნვის არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს.

უზბეკეთისთვის ტვირთების მოძრაობის მიხედვით, მომდევნო პარტნიორს ავღანეთი წარმოადგენს, უზბეკეთ – ავღანეთის საზღვარზე წლიურად საშუალოდ 3.0 – 4.0 მლნ ტონა ტვირთნაკადი ფიქსირდება.

უზბეკეთის კიდევ ორი მეზობლის ყირგიზეთის და თურქმენეთის მიმართულებით ბოლო წლებში სტაბილური ტვირთბრუნვა ფიქსირდება და საშულოდ თვითოეული ქვეყნისათვის, ორივე მიმართულებით 1.5 – 2 მლნ ტონას შეადგენს.

კვლევით დგინდება, რომ 2023 წელს უზბეკეთის მეზობელ ქვეყნებთან (ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი) გენერირებული ტვირთნაკადადი ჯამური მაჩვენებელი 40 მლნ ტონას შეადგენს. 

ჯამური მოცულობის მხოლოდ “უმნიშვნელო” 1.5 % ხვდება TRACECA ს დერეფნით გავლით საქართველოს სატრანსპორტო მონაკვეთზე.

უზბეკეთიდან ასეთი დაბალი მოცულობის ტვირთნაკადის მოზიდვა გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დერეფანი ჯეროვნად ვერ იყენებს უზბეკეთის როგორც ტვირთწარმომქმნელი ქვეყნის პოტენციალურ შესაძლებლობას.

რუსეთი

კვლევაში რუსეთი წარმოდგენილია როგორც კონკურენტი – ჩინეთ – ყაზახეთ – რუსეთის (ევრაზიული დერეფანი) და რუსეთი – აზერბაიჯანი – ირანის (ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფანი) სტრატეგიულ მარშრუტებზე განთავსებული ძირითადი სახელმწიფო.

ყაზახეთთან ერთად გაანალიზირებულ იქნა რუსეთ – ჩინეთის და რუსეთ – მონღოლეთის ტვირთნაკადების მოძრაობის მაჩვენებლები.

რუსეთ – ჩინეთს შორის ტვირთნაკადების დინამიკა მნიშვნელოვანი დისბალანსით გამოირჩევა, კერძოდ რუსეთიდან ჩინეთის მიმართულებით გაგზავნილი ტვირთების მოცულობები 12 – 15 ჯერ აღემატება, ჩინეთიდან – რუსეთში გამოგზავნილ ტვირთების მოცულობებს.

2023 წელს რუსეთიდან – ჩინეთში გაგზავნილმა ტვირთნაკადმა “პიკურ” მაჩვენებელს 37.57 მლნ ტონას მიაღწია. როდესაც ჩინეთიდან რუსეთში მხოლოდ უმნიშვნელო 2.18 მლნ ტონა იქნა გაგზავნილი.

რუსეთ – მონღოლეთს შორის ტვირთნაკადი 3 – 5 მლნ ტონამდე მერყეობს, ძირითადი ნაწილი რუსეთიდან ექსპორტირებულ ტვირთებს წარმოადგენს.

ჩინეთი

ჩინეთი სარკინიგზო სახმელეთო საზღვრებით დაკავშირებულია რუსეთთან, ყაზახეთთან და მონღოლეთთან. საკონტეინერო ბლოკმატარებელებლის ფორმირებას თუ მხდეველობაში არ მივიღებთ, რაც ცალკე კვლევის საგანია, სამივე მეზობელ სახელმწიფოდან ჩინეთში მნიშვნელოვნად მეტი ტვირთნაკადი შემოდის ვიდრე ჩინეთიდან ამ ქვეყნებში გადის.

ჩინეთი – ყაზახეთი 2023 წელს ყაზახეთიდან ჩინეთში 16.77 მლნ ტონა ტვირთი შევიდა, ხოლო ჩინეთიდან ყაზახეთში 9.04 მლნ ტონა გამოვიდა. რაც მიანიშნებს, რომ 1.85 ჯერ აღემატება ყაზახეთის ტვირთნაკადი.

ჩინეთი – რუსეთი 2023 წელს რუსეთიდან ჩინეთში 37.57 მლნ ტონა ტვირთი შევიდა, ხოლო ჩინეთიდან რუსეთში 2.18 მლნ ტონა გამოვიდა. რაც მიანიშნებს, რომ 17 ჯერ აღემატება რუსეთის ტვირთნაკადი.

ჩინეთი – მონღოლეთი 2023 წელს მონღოლეთიდან ჩინეთში 14.45 მლნ ტონა ტვირთი შევიდა, ხოლო ჩინეთიდან 2.01 მლნ ტონა გამოვიდა. რაც მიანიშნებს, რომ 7 ჯერ აღემატება მონღოლეთის ტვირთნაკადი.

ჩინეთსა და მეზობელ სახმელეთო სამ სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში, სახმელეთო სარკინიგზო გადაზიდვების ტვირთნაკადების მოძრაობის ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩინეთი მასიური ტვირთებისათვის არ წარმოადგენს ტვირთნაკადების მაფორმირებელ სახელმწიფოს.

კვლევის დასკვნები:

შუა დერეფნის ძირითად პრობლემას ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით რევერსული (უკანა მიმართულებით) ტვირთების ნაკლებობა და უთანაბრობა წარმოადგენს, ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით ტვირთნაკადი 7 ჯერ აღემატება ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ რევერსულ ტვირთნაკადს.

ყაზახეთის საზღვაო ნავსადურებით 2023 წელს აზერბაიჯანის მიმართულებით გამოგზავნილი ტვირთნაკადის მხოლოდ 1.7 მლნ ტონამ გამოიარა სარკინიგზო ტრანსპორტით და მოხვდა საქართველოს ნავსადგურებში რაც შუა დერეფნისათვის უდაოდ არ წარმოადგენს “სამიზნე” – მაღალ მაჩვენებელს და მიუთითებს ცენტრალურ აზიაში გენერირებული ტვირთების მოზიდვის დაბალ მაჩვენებელზე.

2023 წელს ყაზახეთის მიერ, სამ მეზობელ სახელმწიფოსთან გენერირებულმა ტვირთნაკადმა, ჯამურად 132 მლნ ტონა შეადგენა, მათ შორის ყაზახეთი – რუსეთი 78 მლნ ტონა, ყაზახეთი – ჩინეთი – 26 მლნ ტონა, ყაზახეთი – უზბეკეთი – 28 მლნ ტონა. ყაზახეთის მიერ გენერირებული ჯამური ტვირთნაკადის მხოლოდ უმნიშვნელო 2 % გადმომისამართებული იქნა შუა დერეფნის კასპიის ზღვის არეალში, რაც მიუთითებს შუა დერეფნით ცენტრალური აზიის რეგიონში გენერირებული ტვირთების მოზიდვისათვის დაბალ მაჩვენებელზე და მოითხოვს პირველ რიგში, სატარიფო მიმართულებით, დერეფნის ერთიანი  ხედვის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე.

უზბეკეთის მიერ 2023 წელს მეზობელ ქვეყნებთან (ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი) გენერირებული ტვირთნაკადის ჯამური მაჩვენებლის 40 მლნ ტონის, მხოლოდ “უმნიშვნელო” 1.5 % ხვდება TRACECA ს დერეფნით  გავლით საქართველოს სატრანსპორტო მონაკვეთზე – უზბეკეთიდან ასეთი დაბალი მოცულობის ტვირთნაკადის მოზიდვა გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საქართველოზე გამავალი დერეფანი ვერ  იყენებს უზბეკეთის როგორც ტვირთწარმომქმნელი ქვეყნის პოტენციალურ შესაძლებლობას.

ყაზახეთიდან – რუსეთში ტვირთნაკადების დინამიკის გავაანალიზირებისას – 2012 წელს 74.8 მლნ ტონა გადაიზიდა, რაც 1.7 ჯერ აღემატება 2023 წლის გადაზიდვას, როდესაც 44 მლნ ტონამდე შემცირდა. ფაქტიურად სახეზეა, ტვირთბრუნვის ვარდა რაც ბუნებრივია სანქციების ამოქმედებითაა განპირობებული, რადგანაც მსხვილი ყაზახური მეტალურგიული თუ ქიმიური საწარმოები რომლებიც დალისტნი არიან სხვადასხვა საფონდო ბირჟებზე ცალსახად მხარს უვლიან რუსეთზე გამავალ დერეფნებს, ეს ყოველივე, პერსპექტივაში ყაზახური ტვირთების შუა დერეფნით გადმორთვის წინაპირობად უნდა განვიხილოთ.

ჩინეთსა და სამ მეზობელ სახმელეთო სახელმწიფოსთან ყაზახეთი, რუსეთი, მონღოლეთი) ტვირთნაკადების მოძრაობის ანალიზმა წარმოაჩინა, რომ 2023 წელს სამივე სახელმწიფოდან, სარკინიგზო ტრანსპორტით – ჩინეთში შეტანილი ტვირთების მოცულობები 5 ჯერ აღემატება (შეტანილი – 69 მლნ ტონა, გამოტანილი 13 მლნ ტონა), ჩინეთიდან უკანა მიმართულებით ამ ქვეყნებში მიწოდებულ ტვირთებს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სახმელეთო სარკინიგზო გადაზიდვებისათვის ჩინეთი არ წარმოადგენს ტვირთნაკადების მაფორმირებელ სახელმწიფოს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

შუა დერეფნით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის ანალიზი (ნაწილი მეორე)

Next Post

საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ჩინეთის გავლენების შეფასება

Related Posts

ქართული სანაოსნო კომპანია E 60 Shipping Line შავ ზღვაზე კავშირებადობას აძლიერებს

ევროპულ სივრცესთან სატრანსპორტო კავშირებადობის გაძლიერების ერთ – ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, საბორნე გადაზიდვების განვითარება წარმოადგენს. შავ ზღვის აუზის ნავსადგურებს შორის…
მეტის ნახვა

ყაზახეთი კასპიის ზღვაზე კურიკი – ალიატი  – კურიკის მარშრუტზე  რეგულარულ საბორნე გადაზიდვებს ავითარებს

ჩვენი პორტალის საშუალებით მუდმივად ვაშუქებთ, შუა დერეფნის საკვანძო ინფრასტრუქტურულ კვანძებში, მათ შორის, კასპიის ზღვაზე ყაზახეთში კურიკის და აქტაუს ნავსადგურებში…
მეტის ნახვა

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე შუა დერეფანზე ორიენტირებული ხორგოსის მშრალი პორტი მიმდინარე წელს 10 000 ბლოკმატარებელს გაატარებს   

ბოლო პერიოდში, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვების ზრდამ, დღის წესრიგში დააყენა ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე…
მეტის ნახვა