შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების გაზრდის  რეზერვი არსებობს

თვალშისაცემია, რომ 2024 წელს შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც უდაოდ დადებითი ტენდენციაა. ბუნებრივია, ყოველიმე ამან დერეფნის სახელმწიფოებს უბიძგა საკუთარ ნავსადგურებში განევითარებინად, საკონტეინერო ტერმინალები და სათანადოდ აღჭურვილი საკონტეინერო ფლოტი.

გარდა ამისა,  ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ბლოკმატარებლების  ინტენსიობის გასაზრდელად, საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა დააფუძნეს ერთობლივი ოპერატორი Middle Corridor Multimodal LLC, მოგვიანებით დაემატა ჩინეთის ოპერატორი China Railway Container Transport Corp. Ltd. (CRCT).

საკონტეინერო ბლოკმატარებლები ძირითადად, ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე განლაგებულ სიანის ტერმინალში ფორმირდება. 2024 წელს სიანის ტერმინალიდან შუა დერეფნით 358 ბლოკმატარებელია გაგზავნილი და  36 248 TEU  გადაზიდული. 

შთამბეჭდავი იქნება, თუ ამ ციფრებს  წინა 2023 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ, კერძოდ, 2024 წელს 2023 წელთან მიმართებით შუა დერეფნით 32 ჯერ გაიზარდა ბლოკმატარებლების რაოდენობა.

იმისათვის, რომ ზუსტად შევაფასოდ შუა დერეფნით ბლოკმატარებლების ზრდის დინამიკა, აუცილებელია გავაანალიზოდ, ჩინეთი –  ევროპა – ჩინეთის საერთო მოცულობაში რა წილი უკავია შუა დერეფნით გატარებულ ბლოკმატარებლებს.

მარტივად რომ ავხსნათ, ბოლო წლებში წითელ ზღვაში მიმდინარე პროცესებმა, მნიშვნელოვნად შეცვალეს ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით ტვირთნაკადების მარშრუტები, პრაქტიკულად სადღეისოდ მიმდინარეობს საზღვაო გადაზიდვების სახმელეთოთი ჩანაცვლება.

სახმელეთო დერეფნებით ტვირთების დამკვიდრების მიზნით, ჩინეთში ექსპლუატაციაში შევიდა რამოდენიმე მსხვილი ტერმინალი – სიანში, ჩენდუში, ჩუნცინში, ჩენჩჟოუში და იუში. პრაქტიკულად ამ ტერმინალებში ხდება საკონტეინერო ბლოკმატარებლების ფორმირება და ევროპაში გაგზავნა ასევე იქიდან რევერსული ტვირთის მიღება.

ამ თვალსაზრისით, 2024 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით 19 392 ბლოკლმატარებელი ფიქსირდება. აქედან 10 546 (54%) გაიგზავნა ევროპაში, ხოლო 8 846 (46%)  ევროპიდან ჩინეთში. აღნიშნული თანაფარდობა მიუთითითებს, ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით საკონტეინერო ნაკადის დაბალანსებულ მდგომარეობაზე.

ჩინეთის რკინიგზის სტატისტისტიკურ მონაცემებზე  დაყრდნობით, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სახმელეთო დერეფნებით  2 077 216 TEU გადაზიდული, ამ მოცულობიდან შუა დერეფნით მხოლოდ 36 248 TEU –  უმნიშვნელო –  1.7 % ია გადაზიდული.

წარმოდგენილი დიაგრამის მიხედვით, თვალნათელია, თუ როგორ იზრდება, ბოლო ხუთ წელიწადში ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სახმელეთო დერეფნებით ბლოკმატარებლების რაოდენობა (იხ დიაგრამა).

მიუხედავათ იმისა, რომ 2024 წელს შუა დერეფნით საგრძნობლად 358 მდეა  გაზრდილი ბლოკმატარებლების  რაოდენობა, საერთო მოცულობაში – 19 392 ში, მისი თანაფარდობა უმნიშვნელოა და მხოლოდ 1.8 % ს შეადგენს. რაც ამბიციური შუა დერეფნისათვის არ წარმოადგენს მაღალ მაჩვენებელს, რაც, კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩინეთიდან ბლოკმატარებლების რაოდენობის გაზრდის რეზერვზე.

წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე, მიუხედვად იმისა, რომ 2024 წელს საგრძნობლად გაიზარდა ჩინეთიდან შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებელების რაოდენობა, საერთო მოცულობაში მისი წილი უმნიშვნელოა და შეადგენს მხოლოდ – 1.8 % ს. ბუნებრივია 2030 წლისათვის  ამ მაჩვენებლის გაზრდა, თუნდაც  5 % მდე (წელიწადში 1000 ბლოკმატარებელი) უნდა წარმოადგენდეს დერეფნის მონაწილე მთავრობათა ერთობლივ ამოცანას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

დივრიგი – ყარსი – საქართველოს საზღვარი –  სარკინიგზო პროექტის პერსპექტივა

Next Post

საქართველოს ნავსადგურებში, წარმატებით გაიარა ტესტირება და ამოქმედდა  საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი

Related Posts

ათასობით „მიტოვებული“ ვაგონი, გადაზიდვების რეკორდული ვარდნა, ლოკომოტივების დეფიციტი, ცხრაჯერ შემცირებული წმინდა მოგება –   რა გავლენა იქონია ომმა  რუსეთის ყველაზე დიდ სახელმწიფო კომპანიაზე – რუსეთის რკინიგზაზე

რუსეთის რკინიგზის არსებული ფინანსური მდგომარეობა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა უარყოფითი შედეგი მოუტანა ომმა, რუსეთის ერთ – ერთ…
მეტის ნახვა

ყაზახეთის ახალი ამბიციური პროგრამა „ხუთი სამრეწველო ობიექტის განვითარებაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია“ – რა შესაძლებლობას  უხსნის შუა დერეფანს

ბოლო პერიოდში ცენტრალური აზიის ქვეყნები სულ უფრო ინტენსიურად ავითარებენ საკუთარ სამრეწველო შესაძლებლობებს. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს  მსოფლიო ბაზრებზე ნედლეულის…
მეტის ნახვა

ბაქო – გიუმრი – ყარსის რკინიგზის ამოქმედებით შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთი ტვირთების დაკარგვის საფრთხის  ქვეშ აღმოჩნდება

15 სექტემბერს ერევანში სომხეთსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი,  გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის…
მეტის ნახვა